დღეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროშესარჩევი ციკლის მეოთხე ტურის მატჩს ჩაატარებს. გია გეგუჩაძის გუნდი ფინეთს უმასპინძლებს. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20 საათზე დაიწყება. აღნიშნულ შეხვედრაზე გულშემატკივართვის დასწრება თავისუფალია. მათთვის, ვინც ახალგაზრდულ ნაკრებს მხარს სტადიონიდან ვერ დაუჭერს, შეხვედრის ხილვა Setanta Sports Georgia-ზე შეეძლებათ.
ჭდე: საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები
21-წლამდელების სამზადისი
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროშესარჩევი მატჩებისთვის ემზადება. 10 და 14 ნოემბერს გია გეგუჩაძის გუნდი, შესაბამისად, ფინეთს და ლიტვას უმასპინძლებს.
ნაკრები უკვე შეკრებაზეა, თუმცა მწვრთნელებს იძულებითი ცვლილებების განხორციელება ისევ მოუხდათ – რომან ჩაჩუა, გიორგი ხარაიშვილი და გიორგი ზარია, გიორგი ჩაკვეტაძის დარად, ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან გუნდს.
ამჟამად გია გეგუჩაძის განკარგულებაში ეს 23 ფეხბურთელია:
მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ოთო გოშაძე (საბურთალო), ლევან შოვნაძე (დინამო ბთ);
მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო კ, უკრაინა), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), აკაკი შულაია (დინამო თბ), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით კობოური (დინამო თბ), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო);
ნახევარმცველები: ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ბაშალეიშვილი (თელავი), ლადო მოხევიშვილი (ალბასეტე, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი);
თავდამსხმელები: რომან ჭანტურია (პრატო, იტალია), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა).
GFF.GE
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა “თანამეგობრობის თასზე” ასპარეზობის მოპატიჟება მიიღო
დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ მიიღო ოფიციალური წერილი რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტის ნიკოლაი ტოლსტიხისგან, რომლის შესაბამისადაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გუნდი (1993 წლის 1 იანვრამდე ან მას შემდეგ დაბადებულ ფეხბურთელთა გუნდი) მიწვეულია 2014 წლის იანვარ-თებერვალში, სანკტ-პეტერბურგში გასამართ რიგით 22-ე საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირზე – “თანამეგობრობის თასი”.
აღნიშნული ტურნირი ყოველი წლის იანვარში იმართება რუსეთში და აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტ-საბჭოთა ქვეყნების დიდ ინტერესს იწვევს.
წელს ტურნირში იასპარეზებენ რუსეთის, ესტონეთის, ტაჯიკეთის, უკრაინის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ლიტვის, თურქმენეთის, მოლდოვის, ლატვიისა და ბელორუსიის ახალგაზრდული ნაკრები გუნდები.
ტურნირი 22 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში გაიმართება. რუსეთის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური წერილისა და შემოთავაზების განხილვა სფფ-ში უკვე მიმდინარეობს.
სფფ-ის პრესსამსახური