კვიპროსული ლეგიონის ამბები

კვიპროსის ჩემპიონატში, სადაც ქართველი ფეხბურთელები მრავლად არიან, მეორე ეტაპი დაიწყო.

საჩემპიონო ექვსეულის პირველ ტურში უჩა ლობჟანიძის “ომონია” ლარნაკას ესტუმრა, სადაც ადგილობრივ აეკთან მინიმალური სხვაობით, 2:1 დამარცხდა. ქართველი მცველი ძირითადში იყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა. ამავე ექვსეულში “ანორთოსისი” ლიდერ აპოელს ესტუმრა მინიმალური ანგარიშით წააგო. ფამაგუსტელთა შემადგენლობაში აბურჯანიაც და მაისურაძეც ძირითადში იყვნენ, თუმცა შეხვედრის დასრულება მხოლოდ აბურჯანიამ შეძლო. მაისურაძემ 83-ე წუთზე მოედანი წითელი ბარათის გამო დატოვა.

ქვედა ექვსეულში “ეთნიკოსმა” კვიპროსის ყველაზე ქართულ გუნდს, “ეთნიკოსს” 3-1 სძლია. სტუმართა შემადგენლობაში კვასხვაძემ და გრიგალაშვილმა სრულად ითამაშეს. ლევან ხმალაძე კი 75 წუთზე შეცვალეს.

გიორგი პაპავას და შოთა გრიგალაშვილის “ნეა სალამისი” “აია ნაპას” უგოლოდ გაეყარა. შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ პაპავამ მიიღო.

გიორგი პაპავა – იდეალური ადგილია მოსამზადებლად

ჰოლანდიური შეკრება დაიწყო. მეორე უცხოურ შეკრებაზე ჩვენი პირველი რესპოდენტი დინამოს და საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი პაპავა იქნება. თემები- შეკრება, მომავალი მეტოქე და მსოფლიოს ჩემპიონატის დღევანდელი შეხვედრებია.

გიორგი პაპავა – იდეალური ადგილია წყნარად და მშვიდად მოსამზადებლად. მშვენიერი ბუნება, გრილი ჰავა, ხარისხიანი მოედანი, ყველა საჭირო ინვენტარი, კომფორტული გარემო სავარჯიშოდ და მოსამზადებლად.
აქტობე კარგი გუნდია. ჩემპიონატი მიმდინარეობს და ერთპიროვნული ლიდერია. რთული თამაშები გველის. კარგად უნდა მოვემზადოთ და ოფიციალურ მატჩებს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ.

მსოფლიოზე დღევანდელ შეხვედრებში ვფიქრობ არგენტინა, ირანი, საფრანგეთი და შვეიცარია მოიგებენ.

არგენტინა – ნიგერია 1
ირანი – ბოსნია 1
შვეიცარია – ჰონდურასი 1
საფრანგეთი – ეკვადორი 1

გიორგი პაპავა: “ვფიქრობ, ოფიციალურ შეხვედრებსაც სრულ მზადყოფნაში შევხვდებით”

ჩვენი გუნდის პირველი თურქული ტესტ-მატჩის შემდეგ დინამოს ოფიციალური ვებ-გვერდის რესპოდენტი გიორგი პაპავა იქნება, რომელიც დღევანდელ შეხვედრაში ცენტრალური მცველის ფუნქციებსაც პრაქტიკულად უშეცდომოდ ასრულებდა და რამდენიმე სახიფათო შეტევის წამოწყებაც შეძლო.

გიორგი პაპავა – პირველი თამაშია, წინა დღით ჩამოვედით, ბევრი ახალი ფეხბურთელია გუნდში და ახალი მწვრთნელი, გამომდინარე აქედან გარკვეული დრო დაგვჭირდება. ტაქტიკური თვალსაზრისით ახალ თამაშზე გადავდივართ. ჩემი აზრით, კარგი დეტალები შემოდის თამაშში. შეკრება და სეზონის განახლებამდე დარჩენილი დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ და თამაში და ვფიქრობ ოფიციალურ შეხვედრებსაც სრულ მზადყოფნაში შევხვდებით.

FCDinamo.GE