ფაქტობრივად გადაწყვეტილი ამბავია, რომ თბილისის “დინამოს” ნახევარმცველი გიორგი პაპავა კარიერას კვიპროსულ “ნეა სალამისში” გააგრძელებს.
21 წლის ნახევარმცველი, რომელიც “დინამოს” ღირსებას 2011/12 წლების სეზონიდან იცავდა კვიპროსულ კლუბში სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის, რის შემდეგაც კონტრაქტს მოაწერს ხელს.
“ნეა სალამისი” კვიპროსის 12-გუნდიან ჩემპიონატში 17 ტურის შემდეგ მე-9 პოზიციაზეა. ცოტა ხნის წინ გუნდის შემადგენლობაში შოთა გრიგალაშვილი გადავიდა.