“იუვენტუსის” ფეხბურთელს ფერარით ავტოავარია შეემთხვა (ფოტო)

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი არტური დღეს დილით ავტოავარიაში მოყვა.

ავტოსაგზაო შემთხვევას სერიოზული შედეგები არ მოჰყოლია. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტში ბრაზილიელი ფეხბურთელის ბრალეულობა არ იკვეთება.

ავტოავარიის შედეგად დაზიანდა არტურის ფერარი, რომელსაც მარჯვენა შუქფარი ჩაემსხვრა.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ფეხბურთელმა ივლისში მარჯვენა ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და დღესდღეობით აღდგენით პროცესს გადის.