შაგინია: “ესპანეთთან ნაჩვენები შედეგი ჩვენზე ფსიქოლოგიურად არ იმოქმედებს”

ფუტზალში ევრო-2022-ის მეოთხედფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება. დამდეგ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა ჩვენი გუნდის წევრმა შაგინიამ.

“ესპანეთის ნაკრებთან გამართული მატჩი ჩვენთვის მძიმე გაკვეთილი (0:8) გამოდგა და რუსეთთან სრულად ფოკუსირებულნი უნდა ვიყოთ, რათა იგივე აღარ დავუშვათ. არ ვფიქრობ, რომ ის ანგარიში ჩვენზე ფსიქოლოგიურად იმოქმედებს, ვინაიდან ბევრ ჩვენგანს უმაღლეს დონეზე თამაშის დიდი გამოცდილება გააჩნია და ასეთი შედეგისგან გამოწვეულ ყველა უარყოფით გავლენასთან გამკლავება შეუძლია”.

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა 1-ელ თებერვალს, ამსტერდამის “ზიგო დომეში” გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.