ფილ ჯექსონი: „ჩვენს მოთამაშეებს „ლუზერების“ ფსიქოლოგია უშლით“

„ნიუ-იორკ ნიქსის“ პრეზიდენტმა ფილ ჯექსონმა მიმდინარე სეზონში თავისი გუნდის უიღბლო თამაშზე ისაუბრა. ამჟამად ნიუ-იორკელთა მაჩვენებელი ოთხ მოგებასა და თვრამეტ წაგებას შეადგენს, რაც კლუბის ისტორიაში ყველაზე ცუდი სტარტია.

„საქმე „ლუზერთა“ ფსიქოლოგიაშია. ნიჭის დონე აქ არაფერ შუაშია.

იყო ბევრი მატჩი, რომელშიც ჩვენ ვიბრძოდით და წარმატებასთან ახლოს ვიყავით. ამ ეტაპზე წარმატებას იმიტომ ვერ ვაღწევთ, რომ საქმის ბოლომდე მიყვანა არ შეგვიძლია. ამას უნდა გავუმკლავდეთ.

რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულები ვართ… მგონია, ფეხბურთელებს ესმით, რის გაკეთებას ვცდილობთ. იმედია, ისინი ერთმანეთს უფრო მეტად შეეწყობიან. ამ ყველაფერს დიდ გამოცდად მივიჩნევ. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, მაინც კარგ გუნდს მივიღებთ“, – ციტირებს ჯექსონს „ESPN New York“-ი.