ფილ ჯექსონი „ნიუ-იორკის“ დატოვებას არ აპირებს

ბოლო დროს ფილ ჯექსონის „ნიუ-იორკ ნიქსის“ პრეზიდენტის პოსტიდან შესაძლო წასვლის შესახებ პრესა ბევრს წერს, რასაც სპეციალისტთან დაახლოებული პირი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის არსად მიდის.

„ფილი საკუთარ თავს მთლიანად „ნიუ-იორკთან“ მუშაობას უთმობს და გუნდთან თანამშრომლობის შეწყვეტას არ აპირებს. ყველა ჭორის მიუხედავად, ჯექსონი უახლოესი სეზონებისთვის გუნდთან რჩება, მან ნიუ-იორკში ბინაც კი შეიძინა, თანაც, არ იქირავა, არამედ, იყიდა, რაც სერიოზულ მიზნებზე მიგვითითებს“, – ციტირებს წყაროს გამოცემა SNY.tv.

კარმელო ენტონი მუხლის ტრავმით ითამაშებს

„ნიუ-იორკ ნიქსის“ ფორვარდის კარმელო ენტონის თქმით, უახლოეს მომავალში მას მარცხენა მუხლის ტრავმით თამაში მოუწევს.

„ასეთი რამ რამდენიმე დღეში ან კვირაში არ ხდება. ერთი წლის წინ ოპერაცია გავიკეთე, ამჟამინდელი ტკივილი გამოჯანმრთელების პროცესის ნაწილია. ეს ცოტა ჩემს თამაშზეც აისახება, რასაც უნდა შევეჩვიო“, – ციტირებს მელოს ESPN.COM-ი.

ენტონი მოედანზე „ნაგეტსთან“ ანგარიშით 96:101 წაგებულ მატჩში დაბრუნდა, რომელიც კვირას შედგა. ხსენებულ შეხვედრაში მან 21 ქულა, 6 მოხსნა და 7 პასი მიითვალა.

კარმელო ენტონი გამოჯანმრთელდა

„ნიუ-იორკ ნიქსის“ ფორვარდი კარმელო ენტონი ტერფის ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა და „ატლანტა ჰოუქსთან“ დღევანდელ შეხვედრაში თამაშს მოახერხებს, რის შესახებაც ESPN.com-ი იტყობინება.

ტრავმის გამო ენტონიმ „კლივლენდ კავალიერსთან“ ოთხშაბათს გამართული მატჩი გამოტოვა.

ნიუ-იორკელებს ასევე კაილ ო’კუინი დაუბრუნდა, რომელსაც ენტონის მსგავსი ტრავმის გამო ბოლო ორ დაპირისპირებაში არ მიუღია მონაწილეობა.

ბარკლი: „გარანტიას გაძლევთ, რომ „ნიუ-იორკი“ პლეიოფში ითამაშებს“

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი მოთამაშე, ამჟამად კი ტელეწამყვანი, ჩარლს ბარკლი, დარწმუნებულია, რომ 2015/16 წლების სეზონში „ნიუ-იორკ ნიქსი“ პლეიოფში გავა.

„ნიქსი“ ერთ-ერთი ის გუნდია, რომელსაც პლეიოფში ვხედავ. ვფიქრობ, ფილ ჯექსონმა, კალათბურთელთა სელექციის მხვრივ, კარგად იმუშავა. კრისტაპს პორზინგისი დიდი შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდაა. გარანტიას გაძლევთ, რომ „ნიუ-იორკი“ პლეიოფში ითამაშებს“, – ციტირებს ბარკლის „The Knicks Blog“-ი.

კარმელო ენტონი: „მიხარია, რომ რეგულარულ ჩემპიონატს ჯანმრთელი დავიწყებ“

„ნიუ-იორკ ნიქსის“ ფორვარდმა კარმელო ენტრონიმ განაცხადა, რომ მუხლის ოპერაციის შემდეგ აღდგენითი პროცესი, პრაქტიკულად, დაასრულა და რეგულარურ ჩემპიონატს არც თუ ისე ცუდ ფორმაში შეხვდება.

„ამჟამად ჯანმრთელი ვარ. ძალიან მიხარია, რომ რეგულარულ ჩემპიონატს ასე დავიწყებ, რადგან ეს მიზანი მქონდა. რეაბილიტაციის მხვრივ, მიმდინარე კვირა ბოლოა და თავს კარგად ვგრძნობ“, – ციტირებს კალათბურთელს „New York Daily News“-ი.

აქამდე კარმელო ჟურნალისტებს იმის გამო აკრიტიკებდა, რომ მათი აზრით, „ნიქსი“ ახალ სესზონში კვლავ ერთ-ერთი მთავარი აუტსაიდერი იქნება.

ჯორდანი „ნიუ-იორკში“ გადასვლაზე ფიქრობდა

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ცენტრმა დეანრე ჯორდანმა აღიარა, რომ მიმდინარე ზაფხულში „ნიუ-იორკ ნიქსში“ გადასვლის ალბათობას განიხილავდა. შემდგომ მოთამაშე „დალას მავერიკსს“ შეუთანხმდა, თუმცა საბოლოოდ „ლოს-ანჯელეს კლიპერსში“ გადაბარგდა.

„ჩინებული შეხვედრა გვქონდა. ფილ ჯექსონის სახელი ყველაფერზე მეტყველებს. დერეკ ფიშერი თავის სამუშაოს ბრწყინვალედ ასრულებს. კლუბს სამომავლო მუშაობის გეგმა აქვს, რომელიც მომწონს. გადავწყვიტე, „კლიპერსში“ დავრჩე, თუმცა „ნიქსის“ წინადადება კარგი იყო. მას სერიოზულად განვიხილავდი“, – ციტირებს ჯორდანს „New York Post“-ი.

ჯექსონმა ლებრონი შეაქო

„ნიუ-იორკ ნიქსის“ პრეზიდენტმა ფილ ჯექსონმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის განვლილი სეზონის პლეიოფი შეაფასა.

„პლეიოფთან დაკავშირებით ბევრი აზრი გავიგე. ზოგს ის მოეწონა, რადგან აქ ბევრი ბრძოლა იყო. სხვებს განსხვავებული აზრი აქვთ. ვთვლი, რომ „კლივლენდმა“ ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც შეეძლო. ფინალი ლებრონ ჯეიმსის ძლიერი ხასიათის დამადასტურებელია, ის გუნდისთვის წარმატების მოტანას მაქსიმალურად ცდილობდა.
„გოლდენ სტეიტი“ თავიდან დაბნეული ჩანდა, თუმცა შემდგომ გუნდი ახალ პირობებს შეეჩვია“ – ციტირებს ჯექსონს „ნიუ-იორკ თაიმსი“.

ჰარდუეის გამარჯვების მომტანი ჩაგდება (ვიდეო)

„ორლანდო მეჯიკთან“ მატჩის დასრულებამდე 12 წამით ადრე „ნიუ-იორკ ნიქსის“ უკანახაზელმა ტიმ ჰარდუეიმ მეტოქის ფარში სამქულიანი ჩააგდო, რამაც მის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ოფიციალურად: სტაუდემაიერი „დალასის“ მოთამაშეა

„დალას მავერიკსმა“ თავისუფალ აგენტ ამარე სტაუდემაიერთან კონტრაქტის გაფორმება ოფიციალურად დაადასტურა. კლუბის პოლიტიკის მიხედვით, ხელშეკრუბეის დეტალები საჯაროდ უცნობია.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლიდან ფორვარდი „ნიუ-იორკ ნიქსის“ ფერებს იცავდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მისი კონტრაქტი გამოისყიდა.

მიმდიანრე სეზონში ამარემ 36 მატჩი ჩაატარა, მისმა საშალო მონაგარმა კი 12 ქულა, 6,8 მოხსნა და 1 ასისტი შეადგინა.

სტაუდემაიერი კარიერას „დალასში“ გააგრძელებს

„დალას მავერიკსის“ ხელმძღვანელობამ „ნიუ-იორკის“ ფორვარარდ ამარე სტაუდემაიერთან მოლაპარაკების შედეგად მოთამაშესთან კონტრაქტის გაფორმებაზე შეთანხმდა.

მხარეები შეთანხმებას ხელს მას შემდეგ მოაწერენ, რაც კალათბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება.

შეგახსენებთ, რომ „ნიუ-იორკის“ ფერებს ამარე 2011 წლიდან იცავდა. მიმდინარე სეზონში 32 წლის მოთამაშემ „ნიქსის“ შემადგენლობაში 36 მატჩი ჩაატარა, რომელშიც მისმა საშუალო მონაგარმა 12 ქულა, 6,8 მოხსნა და 1 ასისტი შეადგინა.

ენტონი: „NBA-ს „ლეიკერსისა“ და „ბოსტონის“ დაბრუნება სჭირდება“

„ნიუ-იორკ ნიქსის“ ლიდერმა კარმელო ენტონიმ განაცხადა, რომ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მისი გუნდი, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ და „ბოსტონ სელტიკსი“ კვლავ წამყვან პოზიციებზე უნდა დაბრუნდნენ.

„ლიგისთვის მნიშვნელოვანია, რომ „ნიუ-იორკი“ კვლავ ლიდერთა შორის იყოს. იგივეს „ლეიკერსსა“ და „ბოსტონზეც“ ვიტყოდი“, – განუცხადა ენტონიმ „NBC Sports“-ს.

ამ მომენტისთვის „ნიქსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის ბოლო ადგილზე იმყოფება. „ლეიკერსი“ დასავლეთში მე-14 საფეხურზეა, ხოლო „სელტიკსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 პოზიციას იკავებს.

ენტონი სეზონს ოლ სტარის შემდეგ დაასრულებს

„ნიუ-იორკ ნიქსის“ ფორვარდმა კარმელო ენტონიმ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში აღიარა, რომ, დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონში თამაშს ოლ სტარის შემდეგ დაასრულებს.

შეგახსენებთ, რომ „ნიუ-იორკის“ ლიდერს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები დიდი ხნის განმავლობაში აწუხებს.
30 წლის მოთამაშეს მარცხენა მუხლის პრობლემები აქვს, რის გამოც უახლოეს მომავალში მას ოპერაცია ჩაუტარდება.

მიმდინარე სეზონში ენტონიმ 40 მატჩატარა, რომელშიც საშუალოდ 24,2 ქულა, 6,6 მოხსნა და 3,1 ასისტი მიითვალა.