ლებრონ ჯეიმსმა აიზია ტომასი დიდებული სიტყვებით შეამკო

ოთხშაბათს, სამ მაისს გამართულ პლეიოფურ დაპირისპირებაში აიზია ტომასმა კიდევ ერთხელ დაუმტკიცა საკალათბურთო სამყაროს, რომ ის მსოფლიო დონის მოთამაშეა.

ტომასის სიძლიერე, რომელმაც “ვაშინგტონ ვიზარდის” წინააღმდეგ მოგებულ მატჩში (129-119) 53 ქულის დაგროვებასთან ერთად ოთხი მოხსნაც ჩაიწერა აქტივში, ლებრონ ჯეიმსმაც აღიარა.

აღსანიშნავია, რომ 2003 წლის შემდეგ ამ რაოდენობის ქულა პლეიოფში არავის დაუგროვებია. მაშინ კი ეს “ფილადელპიას” ალენ ივერსონმა შეძლო, რომელმაც “ჰორნეტსს” 55 ქულა ჩაუგდო.

შეგახსენებთ იმასაც, რომ აიზია ტომასის დის, ჯინას ტრაგიკული სიკვდილიდან სულ რაღაც ორი კვირაა გასული.

“აიზია განსაკუთრებული, ძალიან განსხვავებული მოთამაშეა. ის ნამდვილად გამორჩეული, უნიკალური ნიჭის პატრონია.

გუშინ მისი დის დაბადების დღე იყო, მჯერა, რომ ის მისთვის ყველაფერს აკეთებდა. დაღლაზე საუბარიც ზედმეტი იყო. მე ეს შევამჩნიე. მისი და მას ზეციდან დაჰყურებდა და დამატებით მოტივაციას აძლევდა,” – განაცხადა ჯეიმსმა.

“კლივლენდ კავალიერსის” საჩემპიონო მსვლელობა (ფოტოები)

როგორც იცით, საკმაოდ დაძაბული, 7-მატჩიანი ფინალის შემდეგ NBA-ს ახალი ჩემპიონი “კლივლენდ კავალიერსი” გახდა, რომელმაც “გოლდენ სტეიტ უორიორსი” დაამარცხა (4-3).

ქალაქი ამ გამარჯვებას საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ელოდა – და მართლაც, ლებრონის წყალობით 52-წლიანი ლოდინი დასრულდა. გუშინ კი “კავალიერსმა” კლივლენდელებთან ერთად აღნიშნა ჩემპიონობა.

ბუნებრივია, რომ გულშემატკივრები ყველანაირად ცდილობდნენ მოეპოვებინათ საუკეთესო, ყველაზე კომფორტული ადგილები, რათა ზეიმით მაქსიმალური სიამოვნება მიეღოთ.

საჩემპიონო პარადს არაფერი არ აკლდა: კანფეტები, ორკესტრი და რაც მთავარია – ვარსკვლავები.

ხალხის მთელი ნაკადი კლივლენდის ცენტრში იყო შეკრებილი. ჯერჯერობით ვერავინ ასახელებს ზუსტ რიცხვს, თუ რამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩებში ამ გამარჯვების აღსანიშნავად.

აქვე იყვნენ ექსტრემის მოყვარულებიც.

საღამოს მთავარი ვარსკვლავი რა თქმა უნდა ლებრონ ჯეიმსი იყო.

ლებრონმა კლივლენდის ცენტრში მყოფი უზარმაზარი ბანერის პოზაც გააკეთა.

ჩემპიონთა ფლეიმეიკერი, ირვინგი მთელი ზეიმის მანძილზე მოძრავი მანქანის სახურავზე იყო მოკალათებული … საბედნიეროდ ის უვნებლად გადარჩა.

როგორც იცით, მატჩის დამთავრებისთანავე ჯეი არ სმიტმა მაისური გაიხადა და მამამისს უსახსოვრა. როგორც სჩანს, მან ახალი მაისურის პოვნა ვერ მოახერხა, არადა მას შემდე უკვე 3 დღე გავიდა…

მას მო უილიამსმაც მიბაძა.

მშვენიერი ამინდი და საყვარელი გუნდის გაჩემპიონება – რა გინდა სხვა?

გვირგვინი რა თქმა უნდა მეფესთან იყო.

ამ გამარჯვებას ქალაქი ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე ელოდა.

ლებრონ ჯეიმსი: „სამქულიანები ჩემი საქმე არაა“

„კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა „ბოსტონ სელტიკსთან“ მარცხისა და სამქულიანი სროლების ცუდი მონაკვეთის შესახებ ისაუბრა.

ცნობისთვის, ბოლო ექვს მატჩში ჯეიმსმა 18 შორეული სროლა ვერ ჩააგდო.

„უფრო მეტი უნდა ვიფიქრო იმაზე, რომ შორიდან ვერ ვისვრი. სამქულიანები ჩემი საქმე არაა.

„ბოსტონთან“ მარცხი ძალიან მტკივნეულია. ასეთი გულდაწყვეტილი დიდი ხანი არ ვყოფილვარ“, – ციტირებს ლებრონს „კლივლენდის“ ოფიციალური ვებგვერდი.

ლებრონ ჯეიმსი: „როგორც იქნა, ლავი თავს კომფორტულად გრძნობს“

„კლივლენდ კავალიერსის“ ლიდერი ლებრონ ჯეიმსი გუნდის ახალი თავკაცის ტაირონ ლუს ხელმძღვანელობით თანაგუნდელ კევინ ლავის თამაშით კმაყოფილია.

„ვფიქრობ, ახლა ლავი თავის როლში თავს კომფორტულად გრძნობს. მწვრთნელმა ლუმ კარგად იმუშავა, ახსნა, რა ელის ყველა ჩვენგანს, მათ შორის კევინსაც, რომელიც ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. როდესაც ის ასე ყვეასთან შეთამაშებულად მოქმედებს, ძალიან გვეხმარება“, – ციტირებს ჯეიმსს „Akron Beacon Journal“-ი.

ცნობისთვის, ლავის საშუალო მაჩვენებელი ამჟამად 23,7 ქულას შეადგენს.

ლებრონ ჯეიმსი: „სამწუხაროა, რომ კობი ბრაიანტს ფინალში ვერ შევხვდი“

„კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდის ლებრონ ჯეიმსის თქმით, მისთვის გულდასაწყვეტია, რომ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალში „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ლეგენდას კობი ბრაიანტს არასდროს შეხვედრია. შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში „შავმა მამბამ“ მიმდინარე სეზონის შემდეგ კარიერის დასრულება დაადასტურა.

„ფანებისთვის ის ვერ გავაკეთე, რაც 2009 წელს უნდა გამეკეთებინა. ვიცოდი, ამის ნახვა მთელ მსოფლიოს სურდა. მაშინ მან გულშემატკივართა წინ თავისი ვალი მოიხადა, მე კი – ვერა. ვერ ვიტან, რომ ეს ასე მოხდა“, – განაცხადა ლებრონმა.

2009/10 წლების რეგულარული სეზონი „კლივლენდმა“ მაჩვენებლით 66-16 დაასრულა, მის შემდეგ კი „ლეიკერსი“ მოდიოდა (65-17). პლეიოფის პირველ რაუნდში „კავალიერსმა“ „ჩიკაგო ბულზთან“ სერია 4-1 მოიგო, თუმცა შემდგომ ეტაპზე მოულოდნელად „ბოსტონ სელტიკსთან“ 2-4 დამარცხდა. იმ სეზონში „ლეიკერსი“ ფინალში გავიდა და საბოლოოდ პლანეტის უძლიერესი საკალათბურთო ლიგაც მოიგო.

ლებრონი -ს ყველა დროის შედეგიანი მოთამაშეების სიაში მე-19 ადგილზე ავიდა

„დეტროიტ პისტონსთან“ მატჩში „კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა 30 ქულა დააგროვა, რითიც კარიერაში მისმა ჯამურმა შედეგმა 25 213 ქულა შეადგინა.

ზემოხსენებული შედეგით ლებრონმა ლეგენდარულ ჯერი უესტს გაუსწრო და პლანეტის უძლიერესი საკალათბურთო ლიგის ისტორიაში მე-19 ადგილზე ავიდა.

ცნობისთვის, მე-18 ადგილზე მყოფ რეჯი მილერამდე ამჟამად ლებრონს 66 ქულა აშორებს.

როუზი: „ჩიკაგოს“ ყოველი მატჩს მოგების შანსი ექნება“

„კლვილენდ კავალიერსთან“ მოგების შემდეგ „ჩიკაგოს“ პლეიმეიკერმა დერიკ როუზმა აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა კარგი სათადარიგო სკამის დახმარებით მოიგო.

„ყოველი შემდეგი მატჩის მოგებას სწორედ ასე ვაპირებთ. „ბულზის“ კალათბურთელები მოედანზე თავდაჯერებულები გამოვლენ. გვესმის, რომ გამარჯვება შეგვიძლია. სხვანაირად ვერც იქნება, რამეთუ ძალიან კარგი სათადარიგოთა სკამი გვყავს“, – ციტირებს როუზს ESPN-ი.

ლებრონ ჯეიმსის კომენტარი „ჩიკაგოსთან“ წაგების შემდეგ

„ჩიკაგო ბულზთან“ ახალი სეზონის გახსნის მატჩში მარცხის მიუხედავად, „კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი კმაყოფილია, რომ მისი გუნდი შეხვედრის ბოლო წამამდე იბრძოდა.

„კავალიერსს“ მოგების შემნსი ჰქონდა, რომელიც ჩვენ თვითნ შევქმენით, მეტი კი არც გვჭირდებოდა“, – ციტირებს ჯეიმსს ESPN-ი.

სათქმელია, რომ ლებრონს შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანა შეეძლო, თუმცა პაუ გასოლმა მას ჩაგდების საშუალება არ მისცა.

ბარაკ ობამა – „ჩიკაგო“ „კლივლენდის“ მატჩს დაესწრო (ვიდეო)

აშშ-ს 44-ე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ეროვნული საკალათბურთ ასოციაციის ახალი სეზონის პირველი მატჩი მოინახულა, რომელშიც ერთმანეთს „ჩკაგო ბულზი“ და „კლივლენდ კავალიერსი“ დაუპირისპირდნენ. ობაბამამ ამ დროს მცირე ინტერვიუც მოასწრო.

ლებრონმა სრულყოფილი ვარჯიში განაახლა

„კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა ბოლო ორ კვირაში პირველად ივარჯიშა. ეროვნული საკალათბურთო ასოცაციის გამორჩეულმა მოთამაშემ ვარჯიშ მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მას პროფილაქტიკისთვის სპეციალალური აცრა ჩაუტარდა. ამის შემდეგ ჯეიმსი საკონტაქტო ვარჯიშებში არ მონაწილეობა და მხოლოდ სროლებზე მუშაობდა.

მსგავსი აცრა ჯეიმსმა იანვარშიც გაიკეთა, რის გამოც მაშინ რეგულარული ჩემპიონატის ორი კვირა გამოტოვა.

კევინ ლავი სრულყოფილ ვარჯიშს უბრუნდება

„კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდი კევინ ლავი დღეს გუნდის სრულყოფილ ვარჯიშში მიიღებს მონაწილეობას, რის შესახებაც „ Northeast Ohio Media Group“-ი იტყობინება.

შეგახსენებთ, რომ მაისში ლავმა მხრის ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა.

წინასასეზონო მოსამზადებელ მატჩებში კევინის დებიუტი ორშაბათს შედგება, როდესაც მისი გუნდი „მემფის გრიზლისს“ დაუპირისპირდება.

„კლივლენდმა“ ჯეი არ სმიტთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

„კლივლენდ კავალიერსის“ გენერალურმა მენეჯერმა დევიდ გრიფინმა განაცხადა, რომ კლუბმა შემტევ უკანახაზელთან ჯეი არ სმიტთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. არაოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის მიხედვით, კალათბურთელის ხელფასი, ჯამში, ათ მილიონ დოლარს შეადგენს.

გასული სეზონის პლეიოფის შემდეგ, შეგახსენებთ, სმიტმა კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტი გამოიყენა და შეთანხმება გაწყვიტა, თუმცვა სხვა კლუბებისგან უეკთესი წინადადება არ მიუღია.