ნოა „ბულზთან“ ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აგრძელებს

ცენტრი ჟოაკიმ ნოა „ჩიკაგო ბულზთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებას აგრძელებს, რის შესახებაც კომპეტენტურ პირზე დაყრდნობით ESPN იუწყება. წყაროს ცნობით, მოთამაშე კლუბთან გრძელვადიანი შეთანხმების გაფორმებას აპირებს, რაც აქამდე გავრცელებულ ინფორმაციას ეწინააღმდეგება, რომლის თანახმად, ნოა „ჩიკაგოდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლას აპირებს.

31 წლის კალათბურთელმა NBA-ში თავისი ცხრავე სეზონი „ხარების“ შემადგენლბოაშ გაატარა. მიმდინარე სეზონში მისმა საშუალო მონაგარმა სათამაშო დროის 22 წუთში 4,3 ქულა და 8,8 მოხსნა შეადგინა.

პაუ გასოლი „სან-ანტონიოში“ გადასვლაზე ფიქრობს

ესპანურ გამოცემა „მარკასთან“ ინტერვიუში „ჩიკაგო ბულზის“ ცენტრმა პაუ გასოლმა, რომელიც უახლოეს ზაფხულში თავისუფალი აგენტების ბაზარზე გადავა, განაცხადა, რომ „სან-ანტონიო სპურსთან“ თანამშრომლობითაა დაინტერესებული და ტეხასური კლუბის მხრიდან წინადადების მიღების შემთხვევაში, ამ ვარიანტს აუცილებლად განიხილავს.

თვითონ „ხარებს“, რომლებიც პლეიოფში ვერ გავიდნენ, ესპანელთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურთ.

რეგულარულ ჩემპიონატში გასული საშუალო მონაგარმა სათამაშო დროის 31,8 წუთში 16,5 ქულა, 11 მოხსნა და 4,1 პასი შეადგინა.

პაუ გასოლი: „გული მწყდება, რომ „ოლ სტარზე“ ვერ ვითამაშებ“

„ჩიკაგოს“ ფორვარდი პაუ გასოლი 2016 წლის „ოლ სტარის“ მიღმა დარჩენით გულდაწყვეტილია.

„სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა გულდაწყვეტილი ვარ, რომ ყველა ვარსკვლავის მატჩში ვერ ვითამაშებ, თუმცა ამ გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ. ჩემი სამუშაო „ოლ სტარის“ მონაწილეთა არჩევაში არ გამოიხატება. ამიტომაც მხოლოდ მოედანზე გამოსვლა და იმის დამტკიცება შემიძლია, რომ ასეთ შეხვედრაში მოწვევას ვიმსახურებ“, – ციტირებს ესპანელს ESPN.

მიმდინარე სეზონში ფორვარდის საშუალო მონაგარი, სათამაშო დროის 32 წუთში, 16,7 ქულასა და 10,9 მოხსნას შეადგენს.

ნოამ კვლავ იგივე ტრავმა მიიღო

„ჩიკაგო ბულზის“ ცენტრმა ჟოაკიმ ნოამ „დალას მავერისკთან“ ანგარიშით 77:83 წაგებულ მატჩში კვლავ მარცხენა მხრის ტრავმა მიიღო, რის შესახებაც ESPN.com-ი იტყობინება.

ინციდენტი მეორე მეოთხედში მოხდა, რის შემდეგაც ფრანგმა თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. „ხარების“ ლეგიონერი სულ მალე სამედიცინო შემოწმებასაც გაივლის.

გამოჯანმრთელების შემდეგ ნოასთვის ეს მხოლოდ მეორე მატჩში იყო. 21 დეკემბერს მან ანალოგიური ტრავმა მიიღო, რის გამოც სამი კვირა ვერ ითამაშა.

ნოა „ჩიკაგოში“ თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა

“ჩიკაგო ბულზის“ ცენტრი ჟოაკიმ ნოა გუნდში თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით უკმაყოფილოა, რის შესახებაც მოთამაშესთან დაახლოებული პირისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით „Chicago Sun-Times“-ი წერს. როგორც წყარო იუწყება, ნოა სასტარტო შემადგენლბოაში ადგილის დაკარგვის გამო ახლაც წუხს და ბოლო დროს გუნდის მთავარ მწვრთნელს ფრედ ჰოიბერგს ბევრ რამეში არ ეთანხმება. ამასთანავე, ნოა თავის პოზიციას საჯაროდ არ აზიარებს.

მიმდინარე სეზონში 30 წლის ცენტრის საშუალო მონაგარი სათამაშო დროის 22 წუთში 4,3 ქულასა და 8,8 მოხსნას შეადგენს. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება.

დანლივი, მინიმუმ, ორ კვირას გამოტოვებს

„ჩიკაგო ბულზის“ ფორვარდს მაიკლ დანლივის, რომელმაც სეზონის დაწყების წინ ზურგის ოპერაცია გაიკეთა, კვლავ ჯანმრთელობასთან დაკავშირებვული პრობლემები გაუჩნდა. როგორც ESPN.com წერს, კალათბურთელის გამოჯანმრთელების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ის, მინიმუმ, ორ კვირას გამოტოვებს.

დანლივის ოპერაცია 25 სექტემბერს ჩუატარდა და აღსადგენად 9 კვირა დასჭირდება.

„ხარების“ მთავარი მწვრთნელის ფრედ ჰოიბერგის თქმით, ფორვარდს კლვავ ტკივილი აწუხებს.სპეციალისტმა ისიც აღნიშნა, რომ დანლივის, შესაძლოა, კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდეს. სრული სეზონის გამოტოვებაზე ამჟამად საუბარი არ არის.

ნოა: „შეტევაში უფრო აგრესიული უნდა გავხდე“

„ჩიკაგო ბულზის“ ცენტრმა ჟოაკიმ ნოამ მიმდინარე სეზონში თავისი დაბალი სტატისტიკური მაჩვენებელი შეტევაში ნაკლებ აგრესიულობას დაუკავშირა.

„უბრალოდ, უფრო აგრესიული უნდა გავხდე და შესაძლებლობები ვეძებო. ახლა არ ვიცი, ეს შესაძლებლობები როგორ მივიღო, თუმცა, როდესაც შანსი მქონდა, ბევრ ქულას ვაგროვებდი“, – ციტირებს ნოას ESPN-ი.

მიმდინარე სეზონში ფრანგის საშუალო მაჩვენებელი 2,5 ქულას, 8,4 მოხსნასა და 3,4 გადაცემას შეადგენს.

„ჩიკაგომ“ ისტორიაში პირველად ოვერტაიმში ქულები ვერ დააგროვა

„მინესოტა ტიბმერვულვზთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩის ოვერტაიმი „ჩიკაგო ბულზმა“ ანგარიშთ 0:9 წააგო. კლუბის ისტორიაში ეს პირიველი შემთხვევაა, როდესაც გუნდმა დამატებით დროში ქულის დაგროვებაც კი ვერ შეძლო. ხუთ წუთში „ხარების“ მოთამაშეებმა ახლო დისტანციიდან ორი სროლიდან ვერც ერთი ჩააგდეს.

„მინესოტასთან“ შეხვედრა „ჩიკაგოსთვის“ 101-ე გამოვიდა, რომელშიც საქმე ოვერტაიმამდე მივიდა. ამასთანავე ამ თამაშებიდან „ბულზმა“ 57 მოიგო და 44 წააგო.

ცნობისთვის, მატჩი „მინესოტას“ გამარჯვებით, 102:93 დასრულდა.

ლებრონ ჯეიმსის კომენტარი „ჩიკაგოსთან“ წაგების შემდეგ

„ჩიკაგო ბულზთან“ ახალი სეზონის გახსნის მატჩში მარცხის მიუხედავად, „კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი კმაყოფილია, რომ მისი გუნდი შეხვედრის ბოლო წამამდე იბრძოდა.

„კავალიერსს“ მოგების შემნსი ჰქონდა, რომელიც ჩვენ თვითნ შევქმენით, მეტი კი არც გვჭირდებოდა“, – ციტირებს ჯეიმსს ESPN-ი.

სათქმელია, რომ ლებრონს შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანა შეეძლო, თუმცა პაუ გასოლმა მას ჩაგდების საშუალება არ მისცა.

ბარაკ ობამა – „ჩიკაგო“ „კლივლენდის“ მატჩს დაესწრო (ვიდეო)

აშშ-ს 44-ე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ეროვნული საკალათბურთ ასოციაციის ახალი სეზონის პირველი მატჩი მოინახულა, რომელშიც ერთმანეთს „ჩკაგო ბულზი“ და „კლივლენდ კავალიერსი“ დაუპირისპირდნენ. ობაბამამ ამ დროს მცირე ინტერვიუც მოასწრო.

ითამაშებს თუ არა როუზი სეზონის პირველ მატჩში?

„ჩიკაგო ბულზის“ გამთამაშებელი დერიკ როუზი რეგულარული ჩემპიონატის სასტარტო მატჩში ითამაშებს, რის შესახებაც ESPN იტყობინება.

29 სექტემბერს სახის ერთ-ერთი ძვლის მოტეხილობის შემდეგ როუზმა პარასკევს თავისთვის პირველი წინასასეზონო მატჩში ითამაშა. მართალია, „ჩიკაგოს“ თავკაცს ფრედ ჰოიბერგს ჯერ არ გადაუწყვეტია, გამოიყვანოს თუ არა დერიკი შეხვედრის პირველივე წუთებიდან.

ცნობისთვის, სეზონის სადებიუტი მატჩში „ხარები“ „კლივლენდ კავალეირსს“ უმასპინძლებენ.

როუზმა, შესაძლოა, ნაკრებთან ერთად ვერ ივარჯიშოს

„ჩიკაგო ბუზლის“ გამთამაშებელს დერიკ როუზს ჯერ არ გადაუწყვიტავს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა აშშ-ს ნაკრების სამწვრთნელო ბანაკში, რომელიც ლას-ვეგასში გაიმართება და არამხოლოდ ვარჯიშისგან, არამედ მატჩებისგანაც შედგება.

როუზი, შეგახსენებთ, ნაკრებს განვლილი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა, მაგრამ, მზადაა, მოახლოებული შეკრება გამოტოვოს, რათა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპოიონატისთვის უეკთესად მოემზადოს.

ამავდროულად აშშ-ს ნაკრების გენერალურ მენეჯერ ჯერი კოლანჯელოს არაერთხელ თქვამს, რომ მათთვის, ვინც რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას გეგმავს, ლას-ვეგასში ჩასვლა აუცილებელია.