მადრიდის “რეალისა” და იტალიის ანკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ ლონდონის “ჩელსიდან” “ბარსელონაში” რომელუ ლუკაკუს შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.
“ბარსელონას” ფილოსოფია მიყვარს, მაგრამ თუ კატალონიელები ლუკაკუს დაიმატებენ, მათ თამაშებს აღარ ვუყურებ. ბელგიელი სამ პასსაც კი ვერ აკეთებს “ჩელსიში”, სადაც კონკურენტი არ ჰყავს, როცა “ბარსელონა” გოლამდე 55 გადაცემას ასრულებს. როგორ ითამაშებს ის ასეთ გუნდში?” – ციტირებს კასანოს სიტყვებს Football Italia.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” რომელუ ლუკაკუს იჯარაზე მუშაობს, რაც დორტმუნდის “ბორუსიადან” ერლინგ ჰოლანისა და მიუნხენის “ბაიერნიდან” რობერტ ლევანდოვსკის გადმობირების გართულებამ გამოიწვია. კლუბის წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტს უკვე შეხვდნენ.