კასანო: “თუ “ბარსელონა” ლუკაკუს დაიმატებს, მათ თამაშებს აღარ ვუყურებ”

მადრიდის “რეალისა” და იტალიის ანკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ ლონდონის “ჩელსიდან” “ბარსელონაში” რომელუ ლუკაკუს შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

“ბარსელონას” ფილოსოფია მიყვარს, მაგრამ თუ კატალონიელები ლუკაკუს დაიმატებენ, მათ თამაშებს აღარ ვუყურებ. ბელგიელი სამ პასსაც კი ვერ აკეთებს “ჩელსიში”, სადაც კონკურენტი არ ჰყავს, როცა “ბარსელონა” გოლამდე 55 გადაცემას ასრულებს. როგორ ითამაშებს ის ასეთ გუნდში?” – ციტირებს კასანოს სიტყვებს Football Italia.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” რომელუ ლუკაკუს იჯარაზე მუშაობს, რაც დორტმუნდის “ბორუსიადან” ერლინგ ჰოლანისა და მიუნხენის “ბაიერნიდან” რობერტ ლევანდოვსკის გადმობირების გართულებამ გამოიწვია. კლუბის წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტს უკვე შეხვდნენ.

ლუკაკუ: “ვგავარ ლეოპარდს, რომელიც გალიაშია გამომწყვდეული”

რომელუ ლუკაკუმ მექსიკას ამხანაგურ შეხვედრაში დუბლი შეუსრულა და ნაკრებში 30 გოლი დაუგროვდა. ბელგიელი ამით გაუთანაბრდა გუნდის ორ ბომბარდირს, პოლ ვან ჰიმსტსა და ბერნარ ვორჰორს.

“წითელმა ეშმაკმა” შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან თავის მიღწევაზე ისაუბრა.

“ამისთვის დავიბადე. ვგავარ ლეოპარდს, რომელიც გალიაშია გამომწყვდეული. მინდა, რამდენიც შემეძლება, იმდენი გოლი გავიტანო. ბედნიერი ვარ, რომ ბომბარდირებს გავუთანაბრდი. ვიცოდი, რომ ამას შევძლებდი. ახლა კი ძალიან მსურს, რეკორდი 2018 წლის დადგომამადე დავამხო. ჩვენ ვართ შესანიშნავი თაობა, რომელიც დიდ ძალას წარმოადგენს. მაქვს სურვილი, ამ თაობამ რამე მოიგოს და თასი აღვმართო!”

“პოლ ვან ჰიმსტი ერთ-ერთი მათგანია, ვინც “ანდერლეხტური” კარიერის განვითარებაში დამეხმარნენ. ჩემთვის ნამდვილად საამაყოა მისი რეკორდის გამეორება. ის ყველა დროის საუკეთესო ბელგიელ ფეხბურთელად რჩება და ძალიან დიდ პატივს ვცემ. ჩემს შესაძლებლობებში თავდაჯერებული ვარ. როცა ამდენს შრომობ, შედეგი აუცილებლად მოვა. თუმცა, ყოველთვის ვამბობ და კიდევ ვიტყვი, რომ პირველ რიგში, მთავარი გუნდური წარმატებაა,” – აცხადებს 24 წლის ფორვარდი.

 

მოურინიო: “ლუკაკუ ხელშეუხებელია”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში “მანჩესტერ იუნაიტედი” ლისაბონის “ბენფიკას” მიიღებს.

მატჩის წინ “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ჟურნალისტებს ესაუბრა. პორტუგალიელმა რომელუ ლუკაკუს როლზე გაამახვილა ყურადღება.

“რომელუ ჩემს გუნდში ხელშეუხებელია. იგი კრიტიკას არ იმსახურებს. მას აქვს როგორც ჩემი, ასევე გულშემატკივართა მხრიდან მხარდაჭერა. ის საოცრად კარგად თამაშობს. ფანები თავიანთი ნებისმიერი დამოკიდებულების გამოხატვაში თავიუფალნი არიან. თუმცა, ჩემი მოვალეობა მოთამაშეთა დაცვაა და ლუკაკუ ხელშეუხებელი უნდა იყოს. ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია.”

“ჩემპიონთა ლიგაზე “ცსკ”-სთან და “ბაზელთან” გამარჯვება მარიტივი იყო, თუმცა “ბენფიკასთან” რთული მატჩი გამოდგა. “ბენფიკა” სხვებზე უკეთესი გუნდია. ახლა სხვა შეხვედრაზე არ ვფიქრობთ. მხოლოდ მომავალ მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი. “ჩელსი”? ამაზე შემდეგ დავიწყებთ ფიქრს, რაც “ბენფიკასთან” თამაშს ჩავატარებთ,” – აცხადებს პორტუგალიელი.

მოურინიო: “ნეიმარის ტრანსფერის შემდეგ, ლუკაკუ ამდენი უნდა ღირდეს”

გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე კატალონიის “ბარსელონამ” ნეიმარი “პსჟ”-ში 222 მილიონ ევროდ გაყიდა. ამან დიდი გავლენა იქონია მთლიანად, სატრანფერო ფასებზე.

ჟოზე მოურინიოს აზრით, თავისი ფეხბურთელი, რომელუ ლუკაკუ ახლა უკვე 150 მილიონი ფუნტი უნდა ღირდეს.

“ვიცოდით, რომ მალე ისეთი რამ მოხდებოდა, რაც სატრანსფერო ფასებზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენდა. ასეთ მოვლენად ნეიმარის ტრანსფერს მივიჩნევ, რამაც ბევრი რამ შეცვალა. სწორედ ამიტომ, ჭკვიანურად მოვიქეცით, ლუკაკუ ზაფხულში რომ ვიყიდეთ. თუნდაც, მატიჩი ახლა 60 ამ 70 მილიონი ფუნტი უნდა ღირდეს,” – აცხადებს პორტუგალიელი.

 

მოურინიო: “ჩიჩარიტოს” ყიდვა შემეძლო, თუმცა ლუკაკუზე არჩევანი ამ მიზეზის გამო გავაკეთე”

კვირას, ინგლისის პრემიერლიგის პირველი ტურის შეხვედრაში, “ოლდ ტრაფორდზე” ადგილობრივი “მანჩესტერ იუნაიტედი” “ვესტ ჰემს” დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა იმით იქნება გამორჩეული, რომ “ჩაქუჩების” შეტევაში ხავიერ ერნანდესი ითამაშებს, რომელიც წარსულში “წითელი ეშმაკი” იყო.

ჟოზე მოურინიომ აღნიშნულ მატჩზე საუბრის დროს განაცხადა, რომ მას “ჩიჩარიტოს” “მანჩესტერში” დაბრუნება შეეძლო, თუმცა არჩევანი ბელგიელ რომელუ ლუკაკუზე გააკეთა.

“ხავიერს ჩემს შემადგენლობაში ყოველთვის მივესალმები, რადგან მას ძალიან ცოტა დრო სჭირდება გოლის გასატანად. თუმცა, ჩვენ ამ სატრანსფერო ფანჯარაზე სხვა მიმართულებით წავედით და რომელუ ლუკაკუ შევიძინეთ. ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ბელგიელი მექსიკელთან შედარებით ახალგაზრდაა. ასევე, გვყავს მარკუს რეშფორდი, რომელსაც შეუძლია თავდამსხმელის პოზიციაზე თამაში. ამიტომ, “ჩიჩარიტოს” ყიდვაზე უარი ვთქვით,” – აცხადებს პორტუგალიელი.

მადრიდის “რეალი” ევროპის სუპერთასის გამარჯვებულია! (ვიდეო)

დღეს მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, ევროპის სუპერთასის შეხვედრა გაიმართა: მადრიდის “რეალი” “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით დაიწყო, თუმცა ესპანელებმა პირველი ტაიმის შუა ფაზაში უპირატესობა მოიპოვეს, რაც მალე გოლში აისახა: კარვახალის ჩაწოდების შემდეგ კაზემირომ ვარდნაში მოახერხა დარტყმა და ანგარიშის გახსნა.

მეორე ნახევარში, 52-ე წუთზე ბეილი-ისკოს ლამაზი კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა. 62-ე წუთზე მატიჩმა შორიდან ძლიერად დაარტყა, ნავასმა ბურთი უხერხულად მოიგერია, დამატებაზე ლუკაკუმ ივარგა და ბელგიელმა ერთი ბურთი გაქვითა.

ამის შემდეგ ინგლისელები ცდილობდნენ გათანაბრებას, “რეალსაც” ჰქონდა მომენტები, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა ანგარიშით, 2-1 დასრულდა: მადრიდის “რეალმა” მეოთხედ მოიგო ევროპის სუპერთასი!

რა ნომრით ითამაშებს რუნი “ევერტონში”?

დღეს ოფიციალურად დადასტუდა, რომ უეინ რუნი, 13-წლიანი განშორების შემდეგ, “ევერტონში” დაბრუნდა.

ცნობილი გახდა, რომ ინგლისელი შემტევი ახალ კლუბში ათნომრიანი მაისურით ითამაშებს. “ევერტონის” ოფიციალურ ონალინმაღაზიაში უეინის მაისურების ფასი 76$-დან 99$-მდე მერყეობს.

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში ამ ნომრით მერსესაიდელთა რიგებში რომელუ ლუკაკუ გამოდიოდა, რომელიც “მანჩესტერ უნაიტედში” სულ ცოტა ხნის წინ გადავიდა.

ლუკაკუ: “მე არ ვგავარ იბრაჰიმოვიჩს”

სულ ცოტა ხნის წინ “მანჩესტერ უნაიტედს” ბელგიელი თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუ შეუერთდა. რეალურად, იგი იმ სიცარიელის შესავსებად მივიდა კლუბში, რომელიც ზლატან იბრაჰიმოვიჩის წასვლის შემდეგ დარჩა.

“ევერტონის” ყოფილმა ფეხბურთელმა შვედზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მას საერთოდ არ ჰგავს.

“ის საოცარი ფეხბურთელია. გასული სეზონის მანძილზე ზლატანმა “მანჩესტერისთვის” ბევრი კარგი რამ გააკეთა. ის გუნდის ლიდერი იყო. “იბრას” ხშირად ვაკვირდებოდი და ურთირთობაც მქონდა მასთან. ჩვენ ხომ ერთი აგენტი გვყავს. შესაბამისად, მისგან ბევრი რამ ვისწავლე. თუმცა, შვედ მოთამაშეს ნამდვილად არ ვგავარ.”

“მე ვარ რომელუ ლუკაკუ და არა ზლატან იბრაჰიმოვიჩი. ახლა კიდევ უფრო ბევრი შრომა მომიწევს, რომ “მანჩესტერულ” შეტევაში კარგად ჩავჯდე. ახლა იმაზე მეტი უნდა გავაკეთო, ვიდრე აქამდე გამიკეთებია,” – აცხადებს ბელგიელი.

Goal: “ორი სავარაუდო სქემა, რომლებითაც “მანჩესტერი” ლუკაკუსთან ერთად ითამაშებს”

უკვე ბევრი სანდო გამოცემა იუწყება, რომ რომელუ ლუკაკუ “ევერტონიდან” “მანჩესტერში” სულ მალე გადავა. ტრანსფერის სავარაუდო ღირებულებად 75 მილიონი ფუნტი სახელდება.

ინგლისური საიტი, Goal.Com-ი გვთავაზობს იმ ორ სავარაუდო სქემას, “მანჩესტერი” 24 წლის თავდამსხმელთან ერთად ითამაშებს.

 

დე ხეა, შოუ, ლინდელოფი, ბაილი, ვალენსია, პოგბა, ერერა, მარსიალი, მხითარიანი, რეშფორდი, ლუკაკუ.

დე ხეა, შოუ, ლინდელოფი, ბაილი, ვალენსია, პოგბა, კერიკი, ერერა, მარსიალი, რეშფორდი, ლუკაკუ.

“ჩელსი” ლუკაკუსა და ბარკლის ტრანსფერებისთვის 100 მილიონს გამოყოფს

The Telegraph-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები ზაფხულში რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავენ.

როგორც ცნობილი ხდება, ლონდონელთა მთავარი სამიზნე “ევერტონის” ბელგიელი ფორვარდი, რომელუ ლუკაკუ იქნება, რომელიც მერსესაიდულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ აპირებს.

გარდა ამისა, “არისტოკრატები” როს ბარკლის გადაბირებასაც აპირებენ, რომელსაც “კამფეტები” 30 მილიონად აფასებენ. ლუკაკუს ტრანსფერი კი დაახლოებით 70 მილიონი უნდა დაჯდეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ოსკარის ჩინურ კლუბის მიყიდვის მეოხებით, ლონდონელებმა უკვე მოახერხეს ტრანსფერებისთვის 60 მილიონი ევროს შეგროვება.

ლუკაკუ: “ზაფხულში ჩემს გადაბირებას ერთი პრემიერ ლიგური კლუბი ცდილობდა”

რომელუ ლუკაკუ ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ზაფხულში მისი გადაბირება პრემიერ ლიგურ კლუბს სურდა. ბელგიელი ფორვარდის ცნობით, მისი გადაბირების სურვილი ლონდონის “ჩელსიმ” გამოთქვა.

“არ მინდა მოგატყუოთ. ზაფხულში ჩემს გადაბირებას პრემიერ ლიგის კონკრეტული კლუბი ნამდვილად სცდილობდა. მაგრამ, “ევერტონის” ხელმძღვანელებმა ამიხსნეს, რომ მათ ჩემი შენარჩუნება სურდათ, მეც არ დავაღალატე.

სერია ა-ს, ლა ლიგის, ლიგა 1-ის ან ბუნდესლიგის კლუბებში გადაბარგებაზე უარს ნამდილად არ ვიტყვი, მაგრამ სანამ ამას გავაკეთებ, მანამ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი უნდა შევათანხმო.

პირველ რიგში, ისეთი მწვრთნელი მჭირდება, რომელიც ჩემს შესაძლებლობებში დარწმუნებული იქნება, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.”,

“პსჟ”-მ იბრაჰიმოვიჩის შემცვლელი იპოვა

გასულ ზაფხულზე ფრანგული “პსჟ” დატოვა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა. იგი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგდა. პარიზელებს სატრანსფერო ფანჯარაზე შვედი ფორვარდის შემცველი არ უყიდიათ და ისინი ახალ სეზონს ერთი ფორვარდის – ედინსონ კავანის იმედად შეხვდნენ.

გავლენიანი გამოცემა, Mirror-ი იტყობინება, რომ “პსჟ”-ს ბოსები უკმაყოფილონი არიან იმ სიტუაციით, რომ მათ მხოლოდ ერთი გამოკვეთილი თავდამსხმელი ჰყავთ. ამიტომ, სურთ ლივერპულის “ევერტონის” ლიდერის, რომელუ ლუკაკუს შეძენა. ბელგიელმა ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის 11 ტურში უკვე შვიდი გოლი გაიტანა. იგი, შარშანდელივით, ძალიან კარგ ფორმაშია და პროგრესს განაგრძობს.

საინტერესოა, რა თანხას შესთავაზებენ პარიზელები ინგლისური კლუბის მესვეურებს და დათმობს თუ არა “ევერტონი” წამყვან ფიგურას.