გიუნტერი “გალათასარაიში” ითამაშებს

დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა ცენტრალური მცველი, კორაი გიუნტერი ამიერიდან თურქული “გალათასარაის” ღირსებას დაიცავს.

თურქული კლუბის წარმომადგენლებმა გერმანელებს 2.5 მილიონი ევრო გადაუხადეს, ხოლო მოთამაშემ “გალათასარაისთან” 4.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ გიუნტერი წარმოშობით თურქია, თუმცა ის გერმანიაში დაიბადა. ახალგაზრდა მცველს თურქეთის 16-წლამდელთა ნაკრებში უასპარეზია, რის შემდეგაც გერმანიის 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ღირსება დაიცვა.