კუმანი “ფეინოორდს” დატოვებს

როტერდამის “ფეინოორდის” მთავარ მწვრთნელი რონალდ კუმანი სეზონის დასრულების შემდეგ საკუთარ პოსტს დატოვებს. 50 წლის სპეციალისტი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.

“აქ მუშაობის დროს საკმაოდ მჭიდრო ურთიერტობა მქონდა როგორც მოთამაშეებთან, ასევე კლუბის ხელმძღვანელობასთანაც. “ფეინორდში” მუშაობის პირველივე დღიდან სიამოვნებას ვიღებდი. საქმე წარმატებულ კოლექტივთან მქონდა, რომელმაც კარგ შედეგებს მიაღწია. ჩვენ ერთად სამი დაუვიწყდარი წელიწადი გავატარეთ” – განაცხადა კუმანმა.

რონალდ კუმანმა “ფეინოორდი” 2011 წელ ჩაიბარა. მთავარი მწვრთნელის პოსტზე მან მარკო ბენა შეცვალა. ამჟამად როტერდამული კლუბი ერედივიზიონში მეოთე ადგილზე იმყოფება და ლიდერ “აიაქსს” 6 ქულით ჩამორჩება.

გურამ კაშია: „მოხარული ვარ, რომ „ვიტესს“ ჩემი გოლით დავეხმარე“

როგორც მოგეხსენებათ, ჰოლანდიის ერედივიზიონის 21-ე ტურში როტერდამის „ფეინოორდსა“ და არნემის „ვიტესს“ შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მასპინძლები 39-ე წუთიდან იგებდნენ, თუმცა შეხვედრის 57-ე წუთზე გურამ კაშიამ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და „ვიტესს“ ქულა მოუტანა.

ჰოლანდიური კლუბის ქართველმა კაპიტანმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„იმედგაცრუებული არ ვარ, თუმცა არც კმაყოფილი არ გახლავართ. აქ ქულის მოპოვება ყველა გუნდს უჭირს. ჩვენი საუკეთესო თვისებები გამომავლინეთ, განსაკუთრებით ეს მეორე ტაიმში მოვახერხეთ. დიდი მუშაობა გავწიეთ და ვფიქრობ, რომ არც ერთი ქულაა ურიგო შედეგი.

მშვენიერი გოლი გავიტანე. ვცდილობდი, რომ გამეტანა და მოხარული ვარ, რომ გუნდს ჩემი გოლით დავეხმარე.

ვამაყობ, რომ ჩემს გუნდს ჩემპიონატის ბოლო 12 მატჩში არცერთი მარცხი არ აქვს. ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ვამაყობ ჩემი გუნდით, ეს ჩვენი მუშაობის შედეგია“, – აღნიშნა გურამ კაშიამ.

21 ტურის შემდეგ მეორეადგილოსან „ვიტესს“ აქტივში 42 ქულა აქვს და და ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერ ამსტერდამის „აიაქსს“, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ბექა დოგრაშვილი