ინგლისის თასი. “ლივერპული” და “ბლექბერნი” გამარჯვებულის ვინაობას გადათამაშებისას გაარკვევენ

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ინგლისის თასის 1/4 ფინალური შეხვედრა “ენფილდ როუდზე”, სადაც “ლივერპულმა” “ბლექბერნი” ვერ დაამარცხა და გამარჯვებული გადათამაშებულ მატჩში გაირკვევა.

“ლივერპული” 0-0 “ბლექბერნი”

გოლი: არავინ

ხიზანიშვილი – “ლიდსი” თუ “ბლექბერნი”?

შესაძლოა, თურქული “ქაისერისპორის” 32 წლის ქართველი ფეხბურთელი ზურაბ ხიზანიშვილი ინგლისის ჩემპიონლიგაში ვიხილოთ, ამ ინფორმაციას “სქაი სპორტსი” ავრცელებს.

2013-14 წლების სეზონში, “ქაისერისპორმა” თურქეთის სუპერ ლიგაში ბოლო ადგილი დაიკავა და რანგით მეორე დივიზიონში დაქვეითდა. რაც შეეხება ზურას, მას კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა, თუმცა თურქებმა მას ახალი ხელშეკრულება შეთავაზეს.

როგორც ირკვევა, ხიზანიშვილის მიმართ ინტერესს თურქული და ინგლისური კლუბები იჩენენ, რომელთა შორის “ლიდსი” და მისი ყოფილი გუნდი “ბლექბერნია” ნახსენები.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ჩემპიონლიგის გასულ სეზონში “ლიდსმა” მე-15 ადგილი დაიკავა, ხოლო “ბლექბერნი” მე-8 პოზიციას დაჯერდა.

დიტო ჭიჭინაძე

ბექჰემი “ბარსელონაში” და კიდევ ექვსი დიდი შესაძლო ტრანსფერი, რომელთა შესახებ არ იცით

Bleacher Report-მა გულშემატკივრებს ის შესაძლო დიდი ტრანსფერები გაახსენა, რომლებიც დიდი შანსი იყო, განხორციელებულიყო, თუმცა სხვადასხვა მიზეზთა გამო, ვერ მოხერხდა.

დევიდ ბექჰემი – “ბარსელონა”

beckham_

2003 წელს, როცა სერ ალექს ფერგიუსონმა ბექჰემის “მანჩესტერ იუნაიტედიდან” გაშვება მოინდომა, ფეხბურთელის შეძენის სურვილი “ბარსელონამაც” გამოთქვა. Guardian-ის ცნობით, კატალონიურ გრანდს ნახევარმცველში 25 მილიონი ფუნტი უნდა გადაეხადა.

საბოლოოდ, ტრანსფერი არ შედგა. ჟოან ლაპორტას მალე “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიეღო და ის გულშემატკივრების მოხიბვლას სუპერვარსკვლავების შეძენით ცდილობდა. ბექჰემმა კი თქვა: “მე პოლიტიკურ თამაშში მონაწილეობას არ ვაპირებ”. რამდენიმე კვირის შემდეგ, ის მადრიდის “რეალს” შეუერთდა.

სტივენ ჯერარდი – “ჩელსი”

gerrard

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში “ევერტონის” გულშემატკივარი იყო, სტივენი, ცხრა წლის ასაკში, “ლივერპულში” მოხვდა.

2004 წელს, Daily Mail-ი იუწყებოდა, რომ ჯერარდი “ჩელსიში” გადასასვლელად მზად იყო. ლონდონელები “ლივერპულს” 30 მილიონ ფუნტს უხდიდნენ. საბოლოოდ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრანსფერი იმის გამო ჩაიშალა, რომ “ლივერპულის” გაბრაზებული ფანები ჯერარდის ოჯახზე ზეწოლას ახდენდნენ.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – “არსენალი”

zlatan ibrahimovic fotboll

ზლატანს ჰოლანდიის, იტალიის, ესპანეთისა და საფრანგეთის საუკეთესო კლუბებში თამაშის გამოცდილება აქვს, მაგრამ მას ინგლისის პრემიერ ლიგაში არასოდეს უთამაშია.

ბევრმა არ იცის, რომ როცა იბრაჰიმოვიჩი 16 წლის ასაკში, “მალმიოს” ღირსებას იცავდა, ლონდონის “არსენალში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. შვედი თავდამსხმელი “არსენალის” ბაზასაც ესტუმრა და კლუბის მაისურში გამოწყობილმა ფოტოც გადაიღო.

არსენ ვენგერს იბრაჰიმოვიჩის სინჯებზე ყოფნა გადაეწყვიტა, რაც თავად ახალგაზრდა ფეხბურთელს არ მოეწონა და მან ლონდონი დატოვა.

დიეგო მარადონა – “შეფილ იუნაიტედი”

diego-maradona_1116639c

ყველაზე ცნობილი ადამიანი, რომელსაც “შეფილდის” ფორმა მოურგია, მსახიობი შონ ბინია. თუმცა, დიეგო მარადონა, რომ “შეფილდში” გადასულიყო, მაშინ სიტუაცია სხვაგვარად იქნებოდა.

Daily Mail-ის ცნობით, 1978 წელს, როცა დიეგო 17 წლის ასაკში, “არგენტინოს ხუნიორსის” ღირსებას იცავდა, “შეფილდ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელს, ჰარი ჰასლემს ის ძალიან მოეწონა. თუმცა, ტრანსფერი მაინც არ შედგა, ხოლო ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ინგლისელებმა არგენტინულ კლუბს 200 000 ფუნტი ვერ გადაუხადეს.

საბოლოოდ, “შეფილდმა” მალე, 176 000 ფუნტის სანაცვლოდ, “რივერ პლეიტიდან” ალექს საბელა შეიძინა, რომელმაც 76 მატჩში, 8 გოლის გატანა მოახერხა.

ზინედინ ზიდანი – “ბლექბერნი”

zinedine-zidane-real-madrid-champions-league-goal-transfer

1995 წელს, “ბლექბერნი” ზიდანის შეძენასთან ძალიან ახლოს იყო. გუნდის მთავარ მწვრთნელ კენი დაგლიშს “ბორდოს” ახალგაზრდა ფეხბურთელი ძალიან მოსწონდა, ამიტომ მან თავისი კლუბის ხელმძღვანებლებს მოთამაშის შეძენა სთხოვა. მაშინ, “ბლექბერნს” საკმაოდ შეძლებული პრეზიდენტი ჰყავდა, რომელმაც განაცხადა:“რატომ უნდა ვიყიდოთ ზინედინ ზიდანი, როცა ჩვენ ტიმ შერვუდი გვყავს?”

ცნობისთვის, 2008 წელს, “ბლექბერნს” რობერტ ლევანდოსვკიც უნდა შეეძინა. პოლონელი თავდამსხმელი ინგლისში ჩასასვლელად მზად იყო, სადაც კლუბთან კონტრაქტს გააფორმებდა. თუმცა, ვულკანის ფერფლის ამოფრქვევის გამო, ის დიდ ბრიტანეთში ვეღარ ჩაფრინდა და უკან დაბრუნდა.

რობინიო – “ჩელსი”

robinho_1365464c

თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ 2008 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, რობინიო ლონდონის “ჩელსის” შეუერთდებოდა. ბრაზილიელმა თავდამსხმელმა მადრიდის “რეალის” დატოვების სურვილი არაერთხელ გამოთქვა, “სამეფო კლუბი” კი მის გასაშვებად მზად იყო.

2008 წელს, “ჩელსის” ლუიშ ფელიპე სკოლარი თავკაცობდა. რობინიომ კი თქვა: “ჩემი ოცნება, ლუიშ ფელიპე სკოლარისთან ერთად მუშაობაა, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია”.

თუმცა, “მანჩესტერ სიტის” მფლობელმა შეიხებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ რობინიო მათ გუნდში გადასულიყო. “სიტიმ” ბრაზილიელ ფეხბურთელში 32.5 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

ალან შირერი – “მანჩესტერ იუნაიტედი”

article-2015219-000B7D4900000258-566_634x436

ლეგენდარული ინგლისელი თავდამსხმელი სერ ალექს ფერგიუსონის ყურადღების სფეროში 1992 წელს მოექცა. მაშინ, ალანი “საუთჰემპტონის” ღირსებას იცავდა.

“მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემით დაინტერესებული იყო. თუმცა, მითხრეს, რომ სამი-ოთხი კვირა უნდა მომეცადა, რადგან მათ ამ დროის განმავლობაში, ფული უნდა მოეგროვებინათ. ჩემი აზრით კი, თუ მათ ჩემი შეძენა მართლაც ძალიან სურდათ, ბევრს აღარ მალოდინებდნენ”, – განაცხადა შირერმა.

საბოლოოდ, ალანმა “ბლექბერნში” გადასვლა არჩია, სადაც პრემიერ ლიგის მოგება მოახერხა. შირერმა კლუბში ჩატარებულ 138 მატჩში, 112 გოლის გატანა მოახერხა.

BBC იუწყებოდა, რომ 1996 წელს, “მანჩესტერ იუნაიტედმა” შირერის შეძენის სურვილი კვლავაც გამოთქვა, მაგრამ მოთამაშემ მშობლიურ გუნდში, “ნიუკასლში” გადასვლა არჩია.

დიტო ჭიჭინაძე 

მოედანზე შეჭრილი ქათამი

9 მარტს, ინგლისის ჩემპიონლიგის 34-ე ტურში, “ბლექბერნსა” და “ბარნლის” შორის გამართულ შეხვედრაში ძალიან საინტერესო რამ მოხდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ “ბლექბერნის” გულშემატკივრებმა მოედანზე ქათამი შეუშვეს.

10 ყველაზე ცუდი ფორმა ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში, 10 ყველაზე ცუდი ფორმა გამოაქვეყნა.

10. “ნიუკასლი” (1997-98)

9. “ევერტონი” (2013-14)

8. “მანჩესტერ სიტი” (1994-96)

7. “ბლექბერნი” (1996-97)

6. “მანჩესტერ იუნაიტედი” (1996)

5. “ქოვენთრი” (1992-94)

4. “არსენალი” 1991-93

3. “ნორვიჩი” 1992-94

2. “ჩელსი” (1994-96)

1. “ნოტინგემი” (1995-96)