2014 წლის ზაფხულში, აშშ-ში გაიმართება მეორე საერთაშორისო საკლუბო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას რვა ევროპული კლუბი მიიღებს.
უკვე ოფიციალურად ცნობილია, რომ Champions Cup-2014-ზე ითამაშებენ: მადრიდის „რეალი“, „მილანი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „მანჩესტერ სიტი“, „ლივერპული“, მილანის „ინტერი“, „რომა“ და „ოლიმპიაკოსი“.
ტურნირი 26 ივლისიდან 4 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება.
გუნდები ორ ჯგუფად განაწილდებიან. უკვე ცნობილია ჯგუფების შემადგენლობა: ერთ ჯგუფში ითამაშებენ „ლივერპული“, „ოლიმპიაკოსი“, „მანჩესტერ სიტი“ და „მილანი“, ხოლო მეორე ჯგუფში – „ინტერი“, „რომა“, „რეალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს აღნიშნულ ტურნირზე პირველი ადგილი „რეალმა“ დაიკავა, მეორე პოზიციაზე „ჩელსი“ გავიდა, მესამეზე კი – „მილანი“.
ბექა დოგრაშვილი