ირლანიის პარლამენტის ქვედა პალატის წევრი მიკ უოლესი იტალიური „ტორინოს“ გულმხურვალე ქომაგია და ხუთშაბათს, პარლამეტში ქვეყნის კომუნიკაციების მინისტრის წინაშე მისი საყვარელი კლუბის ფორმით წარსდგა. როცა დანარჩენი პარლამენტარები კოსტიუმებში იყვნენ გამოწკეპილი, უოლესი დაბაზში „ტორინოს“ ფორმით იჯდა.
ირლანდიელმა პარლამენტარმა თავისი გადაწყვეტილების მიზეზები თავისივე ოფიციალურ ვებ-გვერდზე განმარტა:
„ტოროს“ ქომაგი ვარ. „კურვა ნორდის“ სექტორის მეორე იარუსზე სეზონური აბონემენტი მაქვს. „ტოროს“ ბარში ვიკვებები ხოლმე. იტალიური ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ და 1982 წლიდან მსოფლიოსა და ევროპის ყველა ჩემპიონატს ვესწრები. ყოველთვის იტალიის ნაკრების მატჩებზე მივდივარ. ბოლო 25 წელიწადია, ტურინს რეგულარულად ვსტუმრობ. ჩემი და მერი სან მაუროში ცხოვრობს. „ტორინო“ ამ კლუბის ფანებმა შემაყვარეს. მე მათში ღრმა სოციალური აზროვნება აღმოვაჩინე. „ტოროს“ ფანები ტურინის სული და გულია, ამიტომ ეს ქალაქი ძალიან მიყვარს“.
სხვადასხვა წყაროების ცნობით, მიკ უოლესი პარლამეტში ალესიო ჩერჩის 11-ნომრიანი მაისურით იყო მიბრძანებული.
ბექა დოგრაშვილი