“ვოლფსბურგმა” ბენდტნერი ვარჯიშზე დაგვიანებისთვის დააჯარიმა

“ვოლფსბურგის” თავდამსხმელმა ნიკლას ბენდტნერმა ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა.

“ბილდის” ცნობით, 28 წლის დანიელმა ფეხბურთელმა ვარჯიშზე 45 წუთით დააგვიანა, რის გამოც მას განცალკევებით ვარჯიში მოუწია. გარდა ამისა, კლუბმა ბენდტნერი 2250 ევროს ოდენობით დააჯარიმა (50 ევრო თითოეული დაგვიანებული წუთისთვის).

“ვოლფსბურგის” მთავარი მწვრთნელი დიტერ ჰეკინგი ნიკლას ბენდტნერის საქციელით უკიდურესად აღშფოთებულია.

 

ბენდტნერი: “იდიოტის იმიჯის ტარებით დავიღალე”

“ვოლფსბურგის” თავდამსხმელმა ნიკლას ბენდტნერმა განაცხადა, რომ იმიჯი მას პრესამ შეუბღალა. დანიელი ფეხბურთელი ამბობს, რომ გუნდისთვის მაქსიმუმს აკეთებს.

“ყველა ინტერვიუს არ ვთანხმდები. პრესის მიერ შექმნილი იდიოტის იმიჯის ტარებით დავიღალე. იმ ჟურნალისტებსაც კი, რომელთაც ვენდობი, არ შეუძლიათ, სიტყვებით ახსნან ის, რასაც უთამაშებლობისას ვგრძნობდი. “ვოლფსბურგის” ნებისმიერ ფეხბურთელს ჰკითხეთ, რამდენს ვმუშაობ დარბაზში ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ. ამას ყველა დაადასტურებს. სახლში სავარჯიშოდ ველოტრენაჟორიც კი შევიძინე. მუდმივად ვმუშაობ და ყოველთვის მინდა თამაში”, – ბენდტნერის კომენტარს 11 Freunde ციტირებს.

 

ბენდტნერმა “ოქროს ბურთი” “დაისაკუთრა” და თავი პრემიერ-მინისტრად გამოაცხადა (ფოტო)

დანიის ნაკრების თავდამსხმელი ნიკლას ბენდტნერი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის საარჩევნო ბრძოლაში “ჩაერთო”. “ვოლფსბურგის” ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზედაც ის არის გამოსახული, ხელში “ოქროს ბურთი” უჭირავს, ზედ კი აწერია:

“პრემიერ-მინისტრი – ლორდი ბენდტნერი”.

Bendtner

„არსენალი“ ბენდტნერს დააჯარიმებს

ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელმა ნიკლას ბენდტნერმა ყოველგვარი ნებართვის გარეშე დაჰკრა ფეხი და კოპენჰაგენში გაემგზავრა, რამაც კლუბის მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის აღშფოთება გამოიწვია.

ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი დანიელმა ფორვარდის დაჯარიმებას აპირებს. ჯარიმის ოდენობა ჯერჯერობით არ სახელდება. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბენდტნერი კოპენჰაგენში ტაქსის მძღოლს დაესხა თავს.

„არავის არ მიუცია მისთვის კოპენჰაგენში გამგზავრების ნება. ამის გამო მას დავაჯარიმებთ. რაც შეეხება ტაქსის მძღოლთან მომხდარ ინციდენტს, არ ვიცი, რა მოხდა სინამდვილეში, არც თავად ბენდტნერთან არ მისაუბრია ამის შესახებ. ერთადერთი ის ვიცი, რომ კოპენჰაგენში მას არაფერი არ ესაქმებოდა“, – ვენგერის სიტყვები „ბი ბი სიმ“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

ბენდტნერმა „არსენალის“ მარცხი ღამის კლუბში „აღნიშნა“

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „არსენალი“ შინ მიუნხენის „ბაიერნთან“ ანგარიშით 0:2 დამარცხდა და წესით, ლონდონურ კლუბის ფეხბურთელებს სირცხვილით სახლიდან ცხვირიც არ უნდა გამოეყოთ, მაგრამ ნიკლას ბენდტნერი რისი ნიკლას ბენდტნერი იქნებოდა, საკუთარი სურვილის მიხედვით რომ არ ემოქმედა.

„მეთოფეთა“ დანიელმა თავდამსხმელმა არც აცია, არც აცხელა და წაგებული მატჩის შემდეგ ღამის კლუბს ეწვია, დრო ლამაზ გოგონებთან ერთად გაატარა და გუნდის წარუმატებლობაც უმალ დაივიწყა.

ღამის კლუბის მფლობელი საიმონ ჰამერშტეინი თავის დაწესებულებას მისტიკის, საიდუმლოებებისა და სექსუალური აღვირახსნილობის ადგილს უწოდებს. აღნიშნული კლუბი მთელს ბრიტანეთში ცნობილია თავისი ორსაათიანი სექს-შოუებით. ლონდონის ამ კლუბში ისეთი ცნობილი სტუმრები ჰყავთ გამოჭერილი, როგორებიც არიან პრინცი ჰარი, კეიტ მოსი და ჯუდ ლოუ.

ბენდტნერი ბევრს კი ეცადა, არავის შეემჩნია, მაგრამ ბრიტანელ პაპარაცებს ასეთი ფაქტების გამოჭერა არ ესწავლებათ. დანიელმა ფეხბურთელმა კლუბი დილის 5 საათზე დატოვა.

ბექა დოგრაშვილი

ალკანტარას და ბენდტნერის ორი განსხვავებული რეკორდი

გერმანიის ბუნდესლიგის XIX ტურში მიუნხენის „ბაიერნსა“ და ფრანკფურტის „აინტრახტს“ შორის გამართულ მატჩში (5:0) მასპინძელთა ესპანელი ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა ბურთს 185-ჯერ შეეხო, რითაც მისივე თანაგუნდელ ბასტიან შვაინშტაიგერის რეკორდი (159) დაამხო.

ალკანტარას არც ნიკლას ბენდტნერი ჩამორჩა, რომელიც ლონდონის „არსენალსა“ და „კრისტალ პალასს“ შორის გამართული მატჩის (2:0) მიწურულს გამოჩნდა მოედანზე, ოღონდ დანიელმა თავდამსხმელმა თამაშში ჩართვამდე სხვა სახის შეხებით დაამაყარა რეკორდი.

აქ ნათელი არ არის, თუ კონკრეტულად რას აკეთებს ბენდტნერი, თუმცა შევთანხმდეთ, რომ ამის გარკვევის მიზნით თავის მტვრევა არ ღირს.