ბენდტნერი სეზონში მინიმუმ ხუთ მილიონ ევროს ითხოვს

ლონდონის „არსენალის“ ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერი ფანჯრის დროს თავდამსხმელ ნიკლას ბენდტნერის თავისუფალი აგენტის სტატუსით გაშვებაზე ფიქრობს. ამის გამო დანიის ნაკრების ფეხბურთელის აგენტმა თავისი კლიენტისათვის ახალი კლუბის ძებნა დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, თავად ფეხბურთელს წასვლა მხოლოდ იქ სურს, სადაც მას სეზონში მინიმუმ ხუთ მილიონ ევროს გადაუხდიან.

შეგახსენებთ, რომ „მეთოფეთა“ რიგებში ბენდტნერი 2005 წლიდან ირიცხება. ამ პერიოდში მან იჯარით „ბირმინგემ სიტიში“, „სანდერლენდსა“ და ტურინის „იუვენტუსშიც“ ითამაშა.

ალექსანდრე მატევოსოვი

„არსენალი“ ბენდტნერს დააჯარიმებს

ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელმა ნიკლას ბენდტნერმა ყოველგვარი ნებართვის გარეშე დაჰკრა ფეხი და კოპენჰაგენში გაემგზავრა, რამაც კლუბის მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის აღშფოთება გამოიწვია.

ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი დანიელმა ფორვარდის დაჯარიმებას აპირებს. ჯარიმის ოდენობა ჯერჯერობით არ სახელდება. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბენდტნერი კოპენჰაგენში ტაქსის მძღოლს დაესხა თავს.

„არავის არ მიუცია მისთვის კოპენჰაგენში გამგზავრების ნება. ამის გამო მას დავაჯარიმებთ. რაც შეეხება ტაქსის მძღოლთან მომხდარ ინციდენტს, არ ვიცი, რა მოხდა სინამდვილეში, არც თავად ბენდტნერთან არ მისაუბრია ამის შესახებ. ერთადერთი ის ვიცი, რომ კოპენჰაგენში მას არაფერი არ ესაქმებოდა“, – ვენგერის სიტყვები „ბი ბი სიმ“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

ბენდტნერმა „არსენალის“ მარცხი ღამის კლუბში „აღნიშნა“

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „არსენალი“ შინ მიუნხენის „ბაიერნთან“ ანგარიშით 0:2 დამარცხდა და წესით, ლონდონურ კლუბის ფეხბურთელებს სირცხვილით სახლიდან ცხვირიც არ უნდა გამოეყოთ, მაგრამ ნიკლას ბენდტნერი რისი ნიკლას ბენდტნერი იქნებოდა, საკუთარი სურვილის მიხედვით რომ არ ემოქმედა.

„მეთოფეთა“ დანიელმა თავდამსხმელმა არც აცია, არც აცხელა და წაგებული მატჩის შემდეგ ღამის კლუბს ეწვია, დრო ლამაზ გოგონებთან ერთად გაატარა და გუნდის წარუმატებლობაც უმალ დაივიწყა.

ღამის კლუბის მფლობელი საიმონ ჰამერშტეინი თავის დაწესებულებას მისტიკის, საიდუმლოებებისა და სექსუალური აღვირახსნილობის ადგილს უწოდებს. აღნიშნული კლუბი მთელს ბრიტანეთში ცნობილია თავისი ორსაათიანი სექს-შოუებით. ლონდონის ამ კლუბში ისეთი ცნობილი სტუმრები ჰყავთ გამოჭერილი, როგორებიც არიან პრინცი ჰარი, კეიტ მოსი და ჯუდ ლოუ.

ბენდტნერი ბევრს კი ეცადა, არავის შეემჩნია, მაგრამ ბრიტანელ პაპარაცებს ასეთი ფაქტების გამოჭერა არ ესწავლებათ. დანიელმა ფეხბურთელმა კლუბი დილის 5 საათზე დატოვა.

ბექა დოგრაშვილი

ალკანტარას და ბენდტნერის ორი განსხვავებული რეკორდი

გერმანიის ბუნდესლიგის XIX ტურში მიუნხენის „ბაიერნსა“ და ფრანკფურტის „აინტრახტს“ შორის გამართულ მატჩში (5:0) მასპინძელთა ესპანელი ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა ბურთს 185-ჯერ შეეხო, რითაც მისივე თანაგუნდელ ბასტიან შვაინშტაიგერის რეკორდი (159) დაამხო.

ალკანტარას არც ნიკლას ბენდტნერი ჩამორჩა, რომელიც ლონდონის „არსენალსა“ და „კრისტალ პალასს“ შორის გამართული მატჩის (2:0) მიწურულს გამოჩნდა მოედანზე, ოღონდ დანიელმა თავდამსხმელმა თამაშში ჩართვამდე სხვა სახის შეხებით დაამაყარა რეკორდი.

აქ ნათელი არ არის, თუ კონკრეტულად რას აკეთებს ბენდტნერი, თუმცა შევთანხმდეთ, რომ ამის გარკვევის მიზნით თავის მტვრევა არ ღირს.