ტურინის “იუვენტუსის” მცველმა, ჯორჯო კიელინიმ მილანის “ინტერთან” გამართული შეხვედრა შეაფასა და თქვა, რომ “ბიანკონერიმ” თავისი სიძლიერე კვლავაც დაამტკიცა.
შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს, სერი A-ში გამართული შეხვედრა “იუვენტუსის” გამარჯვებით, 3:1 დასრულდა, კიელინიმ კი მატჩში ერთ-ერთი გოლის გატანა მოახერხა.
“რა თქმა უნდა, დიდი სურვილი და იმედი გვქონდა იმისა, რომ “ინტერი” დაგვემარცხებინა. ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ძლიერი გუნდი გვყავს. ვფიქრობ, ჩემპიონობის კარგი შანსი გვაქვს”, – ამბობს კიელინი.