„ინტერმა“, შესაძლოა, „ბაიერნის“ ყოფილი ფეხბურთელი დაიმატოს

მილანის „ინტერი“, შესაძლოა, მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი მცველით კრისტიან ლელით გაძლიერდეს. ამჟამად 30 წლის მოთამაშე თავისუფალი აგენტია.

გერმანელის დახმარებით „ნერაძურის“ ხელმძღვანელობა იუტო ნაგატომოს შეცვლას შეეცდება – ტრავმის გამო იაპონელი მილანელებს ორი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

ცნობისთვის, ბოლოს ლელმა ესპანური „ლევანტეს“ რიგებში ითამაშა.

14 წლის შემდეგ ივან კორდობამ „ინტერი“ დატოვა

მილანის „ინტერში“ 14 წლის განმავლობაში მოთამაშისა და შემდგომ მენეჯერის სტატუსით მოღვაწეობის შემდეგ კოლუმბიელმა ივან კორდობამ კლუბი დატოვა.

„ინტერნაციონალე“ ჩემპიონსა და უბრალოდ კარგ ადამიანს დიდ მადლობას უხდის და ივანს ყველაფერ საუკეთესოს უსურვებს“, – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კორდობა „ინტერში“ 2000 წელს არგენტინული „სან-ლორენსოდან“ გადავიდა. „ნერაძურის“ შემადგენლობაში ივანს ჯამში 24 მატჩი აქვს ჩატარებული, რომელშიც 15 გოლი გაიტანა.

მისი თამაშის პერიოდში მილანურმა კლუბმა 5 სკუდეტო, 4 იტალიის თასი, 4 იტალიის სუპერთასი, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. 2001 წელს კორდობა კოლუმბიის ნაკრების რიგებში „კოპა ამერიკას“ გამარჯვებულიც გახდა.

ვალტერ მაცარი: „პროგრესის ნიშნებს ვხედავ“

მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი თვლის, რომ მისი გუნდი მიმდინარე სეზონში უკეთ გამოიყურება, ვიდრე – გასულ სეზონში.

„პროგრესის ნიშნებს ვხედავ. ტაქტიკა და გუნდური მუშაობა გაუმჯობესდა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ კლუბმა შესაძლებლობის ფარგლებში სეზონი მაღალ პოზიციაზე დაასრულოს. სეზონის საბოლოო შედეგის ხილვის შემდეგ უფრო ადვილი იქნება სამომავლო გეგმების დასახვა.

ვისაც გუნდში დარჩენა სურს, გარკვეული მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. ჩვენ ყველაფერს განვსაზღვრავთ. მაღალ დონეზე დასარჩენად მუდმივი კონცენტრაცია არის საჭირო. ეს ადვილი საქმე არ გეგონოთ, რამდენიმე ფეხბურთელი ამისთვის მზად არ არის“, – მაცარის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი