როგორც იცით, 7 იანვარს, NBA-მ ყველა ვარსკვლავის გამოკითხვის შუალედური შედეგები გამოაქვეყნა. “დალას მავერიქსის” კალათბურთელი ზაზა ფაჩულია თხუთმეტეულში მოხვდა, სადაც ის მე-8 პოზიციას იკავებს. რეიტინგში ზაზას ასეთი პროგრესი ქართველი გულშემატკივრების დიდი დამსახურებაა.
ცხადია, ამ ფაქტს გამოხმაურება საქართველოს ფარგლებს გარეთაც მოჰყვა. მაგალითად, ისრაელში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გაზეთის, “ჰაარეცის” საკალათბურთო ჟურნალისტმა ქართველ კოლეგას წერილი მისწერა. ელად ზეევის აინტერესებს, თუ როგორ მოახერხა ქართულმა მედიამ გულშემატკივრების აყოლიება და ზაზასთვის ამდენი ხმის მიცემა.
როგორც ჩანს, ზეევს სურს, რომ იგივე პრინციპით “საკრამენტოს” კალათბურთელ ომრი კასპის ყველა ვარსკვლავის მატჩში მოხვედრაში დაეხმაროს.
ებრაელები მთხოვენ საიდუმლო იარაღს, რათა ომრი კასპი აღაზევონ 🙂 ებრაელები კაცო…
Posted by Irakli Pertaia on Friday, 8 January 2016