მადრიდის “რეალი” სამედიცინო შტაბის ორმა წევრმა დატოვა

მადრიდის “რეალის” სამედიცინო შტაბში ცვლილებებია. ამის შესახებ Marca იტყობინება.

ცნობილი გახდა, რომ კლუბი მთავარმა ექიმმა, ჟესუს ოლმომ დატოვა. “ბლანკოსში” ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნიან, რომ თავად ექიმს სურდა სხვა პროქტებში მოანწილეობის მიღება.

ნახსენების გარდა, დიდი ალბათობით, კლუბს ქირურგი, მიკელ არამბერი დატოვებს, რომელიც 2015 წლიდან მუშაობს “რეალში”.

ოლმოს შემცვლელად “კასტილიას ექიმი განიხილება, რომელსაც ზინედინ ზიდანი ნდობას უცხადებს.

რამოსი: “ვიმედოვნებ, ჩვენი ძლიერება დიდ ხანს გაგრძელდება!”

ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, მადრიდის “რეალი” სამშობლოში დაბრუნდა. კვირას, შუადღისას გაიმართა საზეიმო ცერემონია, რომელზეც “ბლანკოსის” კაპიტანი, სერხიო რამოსი სიტყვით გამოვიდა.

“ბედნიერები ვართ, რომ ეს გავაკეთეთ და გულშემატკივრების გული გავახარეთ. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ძლიერება დიდ ხანს გაგრძელდება. ეს დიდი შრომისა და მონდომების დამსახურებაა!”

ამის შემდეგ ტრიბუნასთან მადრიდის კომუნის პრეზიდენტი, კრისტინა სიფუენტესი მივიდა.

“მხოლოდ და მხოლოდ, ორი კვირს შემდეგ ჩვენ ისევ აქ ვართ. მადლობას გიხდით თქვენ, რომ ამ ზეიმის საშუალება კიდევ ერთხელ მოგვეცით. “რეალმა” 59 წლის შემდეგ ისტორიული დუბლი ისევ შეასრულა. თქვენ მოიგეთ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ იმიტომ, რომ ყველაფრისშემძლენი ხართ!” – განაცხადა პრეზიდენტმა.

“რეალის” ფეხბურთელები ფინალის წინ ცოლებთან ერთად ისვენებენ (ფოტოები)

შაბათს, კარდიფში ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს “იუვენტუსი” და “რეალი” შეერკინებიან.

გუშინ აღნიშნულ თამაშზე ნაკლებად ფიქრობდნენ მადრიდული გუნდის ფეხბურთელები: სერხიო რამოსი, ლუკას ვასკესი და კეილორ ნავასი. ისინი თავიანთ მეუღლეებთან ერთად ასე ატარებდნენ დროს…

რონალდუ ლოპესს ვარცხნილობაზე ეხუმრა, რაც კამერამ დააფიქსირა და კრიშტიანუც დაიბნა (ვიდეო)

“ლა ლიგის” 23-ე ტურში “რეალმა” “ესპანიოლი” მიიღო და ანგარიშით, 2:0 დაამარცხა.

მატჩის დაწყებამდე, ყოლფილი თანაგუდნელები, კრიშტიანუ რონალდუ და დიეგო ლოპესი ერთმანეთს შეხვდნენ. პორტუგალიელი ესპანელ კიპერს ვარცხნილობაზე გაეხუმრა: “3600 თმის ღერი ამოგივიდა?” ამის შემდეგ, მორატამ კრიშტიანუს უთხრა, რომ ხუმრობის მომენტი კამერამ დააფიქსირა. ამ ნათქვამმა რონალდუ დააბნია.

იხილეთ ვიდეო

 

ოფიციალურად: ადრიან რამოსი ზაფხულში დორტმუნდის “ბორუსიას” დატოვებს

მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში ადრიან რამოსს დორტმუნდის “ბორუსიაში” არც ისე დიდი სათამაშო დრო ეძლეოდა. იგი იშვიათად ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში. სწორედ ამიტომ, რამოსი ნახევარწლიანი იჯარით “გრანადაში” გადავიდა.

დორტმუნდელების ოფიციალური გევრდი იტყობინება, რომ კოლუმბიელი ფეხბურთელი, არენდის პერიოდის დასრულების შემდეგ, ივნისში ჩინურ “ჩონგქინგ ლიფანში” გადავა. 31 წლის სპორტსმენი ხელფასის სახით წელიწადში 12 მილიონ ევროს მიიღებს.

უცნობია, რა თანხა გადაიხადეს აზიელებმა რამოსში.

შეგახსენებთ, რომ ადრიანმა საფეხბურთო კარიერა საკუთარი ქვეყნის კლუბ “ამერიკაში” დაიწყო. ორი წლის შემდეგ, ბერლინის “ჰერტაში” გადავიდა და იქ ხუთი სეზონი გაატარა. წარმატებული ასპარეზობის შედმეგ კი, იგი დორტმუნდულ კლუბს შეუერთდა.

სერხიო რამოსმა რეკორდი დაამყარა

21 იანვარს პრიმერა დივიზიონის მე-19 ტურის მატჩები გაიართა.

ერთ-ერთ შეხვედრაში მადრიდის “რეალი” “მალაგას” საკუთარ მოედანზე დაუპირირსპირდა და მეტოქე, ანგარიშით, 2-1 დაამარცხა. დუბლი შეასრულა “თეთრების” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, რომელმაც 35-ე და 43-ე წუთებზე შეძლო მალაგელთა კარის აღება.

საგულისხმა, რომ რამოსმა ამ შეხვედრაში მიმდინარე სეზონის ლა ლიგის მე-6 გოლი გაიტანა. ეს მისი პირადი რეკორდია. აქამდე ეს მაჩვენებელი 4-ს შეადგენდა.

აქვე გეტყვით, რომ ყველა ტურნირზე სერხიოს 8 გოლი აქვს გატანილი.

სერხიო რამოსი 2017 წლის პირველ ორ შეხვედრას გამოტოვებს

2016 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მადრიდის “რეალი” და “კაშიმა ანთლერსი” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მატჩში “ბლანკოსის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა მარჯვენა ფეხის ერთ-ერთ კუნთზე ტრავმა მიიღო.

როგორც ირკვევა, ესპანელ მცველს ისევ აქვს მცირე ტკივილი დაზიანებულ ფეხზე. ზიდანის, რამოსისა და ექიმების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სერხიო 2017 წლის პირველ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამ მატჩში, რომელიც 5 იანვარს, 00:15 საათზე გაიმართება, “თეთრები” სამეფო თასზე “სევილიას” დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება წლის მეორე შეხვედრას (7 იანვარს) იგი პრიმერა დივიზიონის ეგიდით გაიმართება. “რეალი” აქ “გრანადას” დაუპირისპირდება. რამოსი ამ თამაშს 5 ყვითელი ბარათის ქონის გამო გამოტოვებს.

შესაბამისად, მადრიდელთა კაპიტანი გუნდს 13 იანვარს “კოპა დელ რეის” განმეორებით შეხვედრაში დაუბრუნდება.

“რეალს” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში ერთ-ერთი ლიდერი ვერ დაეხმარება

მადრიდის “რეალი” ცოტა ხნის წინ იაპონიაში გაემგზავრა, სადაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

“თეთრების” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხი განიხილა. მისი თქმით, ნახევარფინალურ შეხვედრაში, რომელსაც “რეალი” 15 დეკემბერს მექსიკის “ამერიკას” წინააღმდეგ გამართავს, გუნდს კაპიტანი, სერხიო რამოსი დააკლდება.

 

“სერხიო არ ითამაშებს. ის რაღაც დისკმფორტს გრძნობს, თანაც ფრენამ ძალიან გადაღალა. გართულებებს თავს ვარიდებთ, ” – განაცხადა ფრანგმა.

სერხიო რამოსი: “მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ჩემში კარგ ასოციაციებს იწვევს”

მადრიდის “რეალი” 2016 წლის მოსფლიოს საკლუბო ჩემპიონატში მიიღებს მონაწიელობას. “ბლანკოსი” 15 დეკემბერს, ტურნირის ნახევარფინალში მექსიკურ “ამერიკას” დაუპირისპირდება.

სერხიო რამოსმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებს შეჯიბრების მოსაგებად.

“ეს ტურნირი შესანიშნავი შესაძლებლობაა იმის გასაგებად, თუ რამდენად კარგად შეუძლია “რეალს” განსხვავებული სტილის ფეხბურთით მოთამაშე გუნდის წინააღმდეგ ასპარეზობა.”

“მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატთან დაკავშირებით ბევრი კარგი მოგონება მაქვს. წარსულში ამ ტურინირის ნახევარფინალსა და ფინალში გატანილი მაქვს გოლები. ყველაფერს ვიზამ, რომ წელსაც წარმატებულად ვითამაშო და გუნდს დავეხმარო,” – განაცხადა ესპანელმა მცველმა.

რას აღნიშნავს რამოსის თითებზე გამოსახული რიცხვები?

ცოტა ხნის წინ სერხიო რამოსმა ახალი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ “ბლანკოსის” კაპიტანმა თითებზე ტატუ გაიკეთა.

 

სერხიოს თითებზე გამოსახული აქვს: 35, 90+, 32, 19. როგორც აღმოჩნდა, პირველი და მესამე მათგანი რამოსმა იმიტომ დაიხატა, რომ მშობლიურ კლუბ “სევილიაში” ამ ნომრიანი მაისურებით გამოდიოდა. 90+ – დრო, როცა 2014 წლის ფინალში მცველმა “ატლეტიკოს” თავური გაუტანა. რაც შეეხება ბოლო ციფრს, სწორედ 19 წლის ასაკში გადავიდა რამოსი “რეალში”.

ზიდანი რისკავს: რამოსი “ხიხონთან” ითამაშებს

ზინედინ ზიდანმა ყველასათვის ნათელი გახადა ფაქტი, რომ “რეალისა” და “ხიხონს” შორის გასამართ მატჩს სერხიო რამოსი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ მატჩში ყვითელი ბარათი მისთვის და კლუბისთვის “სასიკვდილო” იქნება.

საქმე ისაა, რომ მადრიდელთა ესპანელ კაპიტანს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 4 ყვითელი ბარათი დაუგროვდა, მეხუთე ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში კი, ის “კამპ ნოუზე”, “ბარსას” წინააღმდეგ თამაშს ვეღარ შეძლებს.

“სერხიო რამოსმა უნდა ითამაშოს. ყვითელ ბარათებზე არც კონცენტრირებული ვარ და დიდად არც ვდარდობ. “ბარსელონასთან” გასამართ მატჩამდე “ხიხონს” უნდა ვეთამაშოთ, სადაც მისი დახმარება აუცილებლად დაგვჭირდება.”

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის პირველი “ელ კლასიკო” 3 დეკემბერს, “კამპ ნოუზე” გაიმართება.

მოურინიოს ოცნებები: პორტუგალიელს “რეალის” სუპერვარსკვლავის შეძენა სურს!

ჟოზე მოურინიოს “მანჩსესტერს” დაცვაში ძალიან დიდი პრობლემები აქვს. ახალ სეზონში გუნდმა უკვე არც თუ ისე ცოტა იზარალა უკანა ხაზის შეცდომების გამო.

The Sun-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი მისი დაცვის მომავალ ბურჯად, არც მეტი, არც ნაკლები, მადრიდის “რეალის” კაპიტანს, სერხიო რამოსს მიიჩნევს. როგორც ირკვევა, მოურინიომ უკვე აცნობა მისი სურვილის შესახებ “მანჩესტერის” ხელმძღვანელობას; სავარაუდოდ, “წითელი ეშმაკები” 42 მილიონ ფუნტს ჩამოვლენ 30 წლის ფეხბურთელში.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით სერხიო რამოსმა ისაუბრა: “მართალი რომ გითხრათ, ინგლისური კლუბისგან ადრეც იყო წინადადება. დავფიქრდი და მივხვდი, რომ “რეალში” დარჩენა სჯობდა. ეს გუნდი ჩემი პრიორიტეტია. “ბლანკოსში” ადრე მცირე არეულობები იყო, თუმცა ახლა ყველაფერი საუკეთესოდაა,” – განაცხადა “ფურია როხას” კაპიტანმა.