ესპანური “დეპორტივოს” მთავარი მწვრთნელის პოსტს უახლოეს მომავალში კლარენს ზეედორფი დატოვებს. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს.
42 წლის სპეციალისტსა და “დეპორტივოს” შორის არსებულ ხელშეკრულებას ვადა მიდმინარე წლის 30 ივნისს ეწურება, მხარეები კი ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ გეგმავენ.
როგორც იცით, ჰოლანდიელი ზეედორფი “ლა-კორუნიელებს” სათავეში თებერვლის თვეში ჩაუდგა, თუმცა გუნდის ლა ლიგაში დატოვება ვერ შეძლო – “დეპორტივომ” სეზონი 18-ე ადგილზე დაასრულა.