იტალიის ჩემპიონატის მე-3 ტურის ცენტრალური მატჩი “ჯუზეპე მეაცაზე” გაიმართა, სადაც “ინტერი” თანაქალაქელ “მილანს” დაუპირისპირდა. შეხვედრა “ნერაძურის” გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
გოლი 58-ე წუთზე ფრედი გუარინმა სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ გაიტანა.
სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად “ინტერი” ლიდერობს, რომელსაც 9 ქულა აქვს. “მილანს” 3 ქულით მე-12 პოზიცია უკავია.
იტალიის ჩემპიონატი
მე-3 ტური
“ინტერი” — “მილანი” 1:0 (0:0)
გოლი: გუარინი 58′.
გაფრთხილებები: ჟუან ჟესუსი 37′, ფელიპე მელო 63′ — აბატე 22′, ჰონდა 42′, კუცკა 66′.