სტერლინგმა “ლივერპულს” ტრანსფერზე დაყენება მოთხოვა

სტივენ ჯერარდის წასვლის შემდეგ, “ლივერპულს” შეიძლება, კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოეთხოვოს.

მერსისაიდელთა ნახევარმცველი გუნდთან ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას ვერ აღწევს, მიმდინარე ხელშეკრულების ვადა კი 2017 წელს ეწურება.

“წითლები” 20 წლის ფეხბურთელს კვირაში 100 ათასს ფუნტს სთავაზობენ, თუმცა ინგლისელი უარზეა.

ნიჭიერი ნახევარმცველის გაფორმების მთავარ კანდიდატად “მანჩესტერ სიტის”, “ჩელსის”, “არსენალს” და ტურინის “იუვენტუსს” მიიჩნევენ.

მიმდინარე სეზონში, სტერლინგმა პრემიერ ლიგაში 35 მატჩი ჩაატარა, გაიტანა შვიდი გოლი, ხოლო გააკეთა ცხრაჯერ თანაგუნდელს გაატანინა.

“ლივერპული” სტერლინგის გასაყიდად მზადაა

ბრიტანული გამოცემა “მირორი” იუწყება, რომ “ლივერპული” რაჰიმ სტერლინგის გასაყიდად მზად არის. წყაროს თანახმად, მერსისაიდული გუნდის ხელმძღვანელობა ახალგაზრდა ნახევარმცველის სანაცვლოდ 50 მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვს.

თავის მხრივ, “წითლები” “ასტონ ვილას” თავდამსხმელ კრისტიან ბენტეკეს, “პეესვე ეინდჰოვენის” შემტევის მემფის დეპაისა და “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველ ჯეიმს მილნერის დამატებას აპირებენ. ამ უკანასკნელს “ქალაქელებთან” კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს ეწურება, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.

რაჰიმ სტერლინგმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, შვიდი გოლი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

სტერლინგი „ლივერპულთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს

„ლივერპულის“ ნახევარმცველი რაჰიმ სტერლინგი კლუბთან არსებული კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.

აქამდე ინგლისელმა „წითლების“ წინადადება უკვე უარყო, რომლის მიხედვითაც, ის კვირაში 100 ათას ფუნტს მიიღებდა.

ცნობისთვის, ნახევარმცველით არაერთი ინგლისური კლუბია დაინტერესებული. აქამდე გავრცელებული ცნობით, მერსესაიდელები მის სანაცვლოდ 68 მილიონ ევროს ითხოვენ.

“არსენალი” და “ლივერპული”: მზადება ხმამაღალი გაცვლისთვის?

ინგლისური გუნდები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე საკმაოდ საინტერესო გაცვლას აპირებენ.

როგორც ცნობილი გახდა ბრიტანული პრესისთვის, “არსენალმა” და “ლივერპულმა” ზაფხულში შეიძლება, საკმაოდ საინტერესო გაცვლა გააკეთონ.

კლუბები მზად არიან, დაიწყონ მოლაპარაკება თეო უოლკოტისა და რაჰიმ სტერლინგის გაცვლაზე. ამას გარდა, ლონდონელები ახალგაზრდა ფეხბურთელში სოლიდურ 20 მილიონ ფუნტს ჩამოდიან.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ტალანტს “ლივერპულთან” კიდევ ორწლიანი ხელშეკრულება აკავშირებს. ინგლისელი არ აპირებს თანამშრომლობის გაგრძელებას “წითლებთან”.

ადრინდელი ინფორმაციით, რაჰიმმა თქვა, რომ ის არ იყო წინააღმდეგი, კარიერა რომელიმე წამყვან ლონდონურ გუნდში გაეგრძელებინა. ამგვარად, “არსენალს” სტერლინგის გაფორმების კარგი შანსი აქვს.

თავის მხრივ, “ლივერპული” უკვე დიდი ხანია დაინტერესებულია თეო უოლკოტით, რომლის ყიდვასაც ლუის სუარესის დახმარებითაც ცდილობდა. თუმცა, გარიგება არ შედგა, ლუისი დარჩა “ლივერპულში” და მეორე წელს, ურუგვაელი კატალონიურ “ბარსელონას” შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ მერსისაიდული გუნდი ნიჭიერი ტალანტების ნაკლებობას არ განიცდის. სტერლინგით “არსენალის” გარდა, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი”, “ჩელსი”, “რეალი” და “ბაიერნი” ინტერესდებიან.

„მანჩესტერ იუნაიტედის” სატრანსფერო ბომბა: 50 მილიონი “ლივერპულის” ტალანტისთვის

“მანკუნიანელები” მზად არიან ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მოთამაშის დასამატებლად.

“ლივერპულის” ნიჭიერი გარემარბი, რაჰიმ სტერლინგი ევროპული გუნდების ყურადღების ცენტრშია. ნიჭიერი ნახევარმცველი “არსენალს”, “ჩელსის”, “რეალს”, “ბაიერნს”, “მან.სიტის” და “მანჩესტერ იუნაიტედს” სურს.

ბრიტანული მედიის თქმით, “მანჩესტერელთა” ხელმძღვანელობა ელოდება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას, რათა გადადგან სერიოზული ნაბიჯი პერსპექტიული შემტევის გაფორმებაზე. “წითელი ეშმაკები” 50 მილიონ ფუნტს ჩამოდიან.

შეგახსენებთ, რომ სტერლინგი “ლივერპულთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. გუნდს ხელშეკრულების თანახმად 2016 წლამდე უკავშირდება.

ამ სეზონში, რაჰიმმა 29 ჩატარებული მატჩიდან გაიტანა ექვსი გოლი და გააკეთა ცხრა საგოლე გადაცემა.

“სტოკის” ფეხბურთელი: “რაჰიმ სტერლინგზე მეტს უნდა მიხდიდნენ” (ფოტო)

“სტოკ სიტის” თავდამსხმელმა ჯონათან უოლტერსმა ხუმრობით განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ მას უფრო მაღალი ხელფასი უნდა გადაუხადოს, ვიდრე “ლივერპული” რაჰიმ სტერლინგს უხდის. ირლანდიელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატია სათაურით: “რაჰიმ სტერლინგმა კვირაში 100 ათასი ფუნტი მოითხოვა, თუმცა ჯონათან უოლტერსზე ნაკლები აქვს გატანილი”. უოლტერსმა ამავე სტატიასთან ერთად გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია, თუ როგორ აკაკუნებს კლუბის ხელმძღვანელის კარზე.

“უკმაყოფილო ვარ. კვირაში მინიმუმ 120 ათასი ფუნტი მინდა”, – დაწერა უოლტერსმა.

Jonathan Walters Tweet

„ლივერპული“ სტერლინგის სანაცვლოდ 68 მილიონს ითხოვს

ბრიტანული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ლივერპულის“ ხელმძღვანელობამ შემტევ რაჰიმ სტერლინგის შესაძლო ტრანსფერი 68 მილიონ ევროდ შეაფასა.

„წითლები“ მოთამაშეს კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ჯერ ვერ შეუთანხმდნენ, თუმცა მისი გაშვება არ სურთ.

ცნობისთვის, სტერლინგის შეძენის სურვილი „არსენალის“, „რეალის“, „ბაიერნისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელებს აქვთ.

როჯერსი: “სტერლინგი არსად წასვლას არ აპირებს”

“წითლების” მენტორი დარწმუნებულია, რომ გუნდს ზაფხულში ახალგაზრდა ტალანტი არ გამოეთხოვება.

მიუხედავად იმისა, რომ რაჰიმ სტერლინგს გუნდთან კონტრაქტი ჯერ კიდევ არ გაუხანგრძლივებია, “ლივერპული” ზაფხულში მის გასხვისებას არ აპირებს.

“ლივერპული ევროპის ერთ-ერთი ძლიერი გუნდია, ჩვენ ვხვდებით, რომ მისი გაშვება შეგვასუსტებს. ახლა მხოლოდ მომდევნო თამაშებზე ვფიქრობთ. თუ კლუბი სტერლინგის კონტრაქტზე გადაერთვება, სეზონის დარჩენილ ნაწილს ჩავაგდებთ”.

გავიხსენოთ, რომ რაჰიმმა BBC-სთან ინტერვიუში თქვა: “გუნდთან ფინანსური პრობლემები არ მაქვს, ტიტულების მოგება მსურსო”.

როჯერსმა განაცხადა, რომ სტერლინგს ეს ინტერვიუ არ მიუცია.

“რაჰიმისთვის მედიასთან თანამშრომლობის უფლება არ მიგვიცია. ყველა უშვებს შეცდომას, განსაკუთრებით ახალგაზრდები. ამიტომაც, საჭიროა, სტერლინგი მხოლოდ ფეხბურთზე იყოს ფოკუსირებული”.

“არსენალმა” სტერლინგის გაფორმებას დაუმიზნა

“მეთოფეები” “ლივერპულის” ნიჭიერი გარემარბის გაფორმებას აპირებენ.

მთელი სეზონის განმავლობაში ცდილობს, რაჰიმ სტერლინგს გუნდმა ახალი კონტრაქტი გაუფორმოს, მაგრამ ინგლისელმა ეს საკითხი ზაფხულისთვის შემოინახა.

ახლა The Telegraph-სთვის ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელის შეძენას “არსენალი” ეცდება. ლონდონელებმა უკვე გააკეთეს ოფიციალური შეთავაზება, ხოლო ფეხბურთელთან მოლაპარაკებას სეზონის დასრულების შემდეგ გამართავენ.

უკვე ცნობილია, რომ ლონდონური გუნდი სტერლინგს საკმაოდ კარგ პირობებს სთავაზობს, ხოლო “ლივერპულის” ბოსებს “არსენალზე” უკეთესი შეთავაზების გაკეთება მოუწევს.

სტერლინგი: “იმედი მაქვს, “არსენალთან” ვითამაშებ”

“ლივერპულის” ლიდერს მცირე დაზიანების გამო ინგლისის ეროვნული ნაკრების მატჩში მოედნის იძულებით დატოვება მოუხდა.

რაჰიმი ლივერპულში ფეხის ტრავმით დაბრუნდა, რომელიც იტალიის ეროვნულ ნაკრებთან თამაშს ვერ მოახერხებს.

ფეხბურთელი გაივლის სპეციალურ სამედიცინო კურსს და გაირკვევა, შეძლებს თუ არა 4 აპრილს, “არსენალის” წინააღმდეგ თამაშს.

“რამდენიმე დღეში გვეცოდინება, შევძლებ თუ არა “არსენალთან” თამაშს,”-განაცხადა სტერლინგმა.

“ლივერპული” ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის, ხოლო “მეთოფეებს” ექვსი ქულით ჩამორჩებიან.

რაჰიმ სტერლინგმა ამ სეზონში ექვსი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე პასი გააკეთა.

“ლივერპული”: სტერლინგმა ახალი ხელშეკრულების საკითხი ზაფხულისთვის გადადო

“წითლების” წამყვანი მოთამაშე გუნდთან ახალ ხელშეკრულებაზე არ აწერს ხელს.

მთელი სეზონია “ლივერპული” ახალგაზრდა ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმებას ცდილობს, თუმცა ინგლისელმა ყველა შეთავაზება დაბლოკა. ახლა, მოთამაშემ ზაფხულში გადაწყვტიტა ამ საქმის მოგვარება.

“სტერლინგის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ რაჰიმი ახლა მხოლოდ ფეხბურთზეა კონცენტრირებული. ამიტომ, იგი ახალ კონტრაქტს ზაფხულში განიხილავს”.

“დარწმუნებული ვარ, ყველა პრობლემის მოგვარებას შევძლებთ,”-განაცხადა ბრენდან როჯერსმა.

20 წლის შემტევმა, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 27 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სტერლინგი: “ვიმედოვნებ, ჩემი კონტრაქტის საკითხი მალე გადაწყდება”

“ლივერპულის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, რაჰიმ სტერლინგმა განაცხადა, რომ მის კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებაში პროგრესია.

“ჩვენ ვმუშაობთ, რათა ჩემი კონტრაქტის პრობლემა მალე მოგვარდეს,”-განუცხადა 20 წლის შემტევმა Liverpool Echo-ს.

ადრე, ბრენდან როჯერსმა განაცხადა, რომ მერსისაიდულმა გუნდმა რაჰიმს კარგი პირობები შესთავაზა, ამიტომაც წარმოუდგენელი იყო, სტერლინგს გახანგრძლივებაზე უარი ეთქვა.

მომდევნო კონტრაქტი რაჰიმ სტერლინგზე 2017 წლამდეა გათვალისწინებული.