ვერატის გოლმა გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია (ვიდეო)

დღეს, 6 მაისს საფრანგეთის ლიგა 1-ის 36-ე ტურის მატჩი გაიმართა, სადაც მოქმედმა ჩემპიონმა (“პსჟ”) საშინაო არენაზე “ბასტია” მიიღო და გამანადგურებელი ანგარიშით, 5:0 დაამარცა.

გამარჯვების მიუხედავად, ფრანგული “პარი სენ-ჟერმენი” და მარკო ვერატი გულშემატკივრებმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, რისი მიზეზიც “ბასტიას” კარში გატანილი “უსამართლო” გოლი იყო.


“ვერატის პატივისცემის გრძნობა საერთოდ არ გააჩნია… უნდა რცხვენოდეს ეს გოლი რომ აღნიშნა”


“ვერატის ბურთი მოედნის ფარგლებს გარეთ უნდა გადაეგდო. უნდა გაიზარდოს. სამარცხვინოა”

ვერატიმ ტიაგო სილვა ბონუჩისა და კიელინის შეადარა

“პარი სენ-ჟერმენის” იტალიელმა ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ ტიაგო სილვა ჯორჯო კიელინისა და ლეონარდო ბონუჩის შეადარა.

“ის შესანიშნავი ფეხბურთელია. მას მსოფლიოს ორ საუკეთესო მცველს შორის, სერხიო რამოსთან ერთად დავაყენებდი. შესაძლოა, მათ ჯორჯო კიელინი და ლეონარდო ბონუჩიც დავუმატოთ, მაგრამ ამ ორ მცველს ერთმანეთი სჭირდებათ, ტიაგო სილვა კი მარტოც ძალიან ძლიერია”, – ციტირებს ვერატის სიტყვებს Goal.Com.

“იუვენტუსი” ვერატის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს ჩამოდის

ტურინის “იუვენტუსის” გენერალური დირექტორი, ბეპე მაროტა უახლოეს დღეებში “პარი სენ-ჟერმენის” წარმომადგენლებთან აპირებს შეხვედრის გამართვას.

როგორც ცნობილი ხდება, მხარეებს მოლაპარაკებები ოფიციალურად ჯერაც არ წამოუწყიათ, თუმცაღა, მაროტამ უკვე დაასახელა ის თანხა, რომლის გადახდასაც იტალიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ აპირებს – 80 მილიონი ევრო.

Corriere dello Sport-ის ცნობით, პარიზელები 80 მილიონით არ კმაყოფილდებიან და “ბებერ ქალბატონს” კიდევ 20 მილიონის დამატებას თხოვენ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ იტალიის ჩემპიონის გეგმა ბ “ლიონის” ჰავბეკის, კორენტენ ტოლისოს გადაბირებას გულისხმობს.

ვერატი: “მინდა, ჩემპიონთა ლიგა “პარი სენ-ჟერმენთან” ერთად მოვიგო”

ფრანგული “პსჟ”-ის იტალიელმა ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ პრესაში გავრცელებულ ჭორებზე გააკეთა კომენტარი, რომლის მიხედვითაც, მას “ბარსელონაში” სურს გადასვლა.

“მინდოდა რაღაც მეთქვა, მაგრამ მატჩის წინ მსგავსი განცხადების გაკეთებას მოვერიდე. ახლახან ვნახე ცნობები, რომლის თანახმადაც “ბარსელონაში” მსურს კარიერის გაგრძელება.

მსგავსი რამ არასდროს მითქვამს. ყველამ იცის, რაზეც ვოცნებობ. მინდა, აქ, პარიზში მოვიგო. გუშინ, “ბარსელონასთან” რომც წაგვეგო, აზრს მაშინაც არ შევიცვლიდი. მე მჯერა გუნდი და გუნდის პროექტის.

როდესაც დიდი პროექტის ნაწილი ხარ, თავს ღირებულად გრძნობ. თუ აქ მოვიგებ, სრულიად განსხვავებული გრძნობა იქნება, უფრო მძაფრი და აღმატებული,” – აცხადებს იტალიელი ნახევარმცველი.

მარკო ვერატიმ ყვითელი ბარათი საკმაოდ უცნაური ქმედების გამო მიიღო (ვიდეო)

“პარის სენ-ჟერმენსა” და “ნანტის” გუნდებს შორის გამართულ შემთხვევაში საკმაოდ საინტერესო და ამავდროულად კურიოზული მომენტიც დაფიქსირდა.

მატჩის მიმდინარეობისას, ფრანგთა იტალიელმა ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ მეკარეს ბურთი უცნაური მოქმედებით დაუბრუნა, რაც მატჩის მთავარმა არბიტრმა არასპორტულ საქციელად ჩათვალა და მას ყვითელი ბარათი უჩვენა.

“ინტერი” ვერატის სანაცვლოდ 78 მილიონს იხდის

მილანური “ინტერის” მფლობელები მზად არიან, 78 მილიონი ევრო გამოყონ “პარის სენ-ჟერმენის” იტალიელი ნახევარმცველის, მარკო ვერატის ტრანსფერისთვის. ამ ინფორმაციას La Repubblica-ს რედაქცია ავრცელებს.

როგორც იცით, სერია ა-ს გიგანტს ზურგს “სუნინგ ჯგუფი” უმაგრებს, რომელთა ბიუჯეტიც საკმაოდ დიდია და მათ უკვე დაისახეს მიზნად იტალიელი ტალანტის სამშობლოში დაბრუნება.

როგორც იტალიური წყაროები იუწყებიან, “ნერაძურის” აგენტები უკვე შეხვდნენ მარკოს წარმომადგენელს, დონატო დი კამპლის და მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

აგენტი ადასტურებს: “ვერატის იტალიაში ეპატიჟებიან”

“პარის სენ-ჟერმენის” იტალიელი ნახევარმცველის, მარკო ვერატის გადაბირება სერია ა-ს რამდენიმე კლუბს სურს. ამ ინფორმაციას ფეხბურთელის აგენტი, დონატო დი კამპლიც ადასტურებს.

“სუნინგს” (“ინტერის” დამფინანსებელი კომპანია) შეუძლია, არა მარტო ვერატიზე, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი სხვა ფეხბურთელის ტრანსფერზე გამოთქვას პრეტენზია.

ვერატის გადაბირებით ბევრი კლუბია დაინტერესებული, თუმცა ტრანსფერის განსახორციელებლად პირველ რიგში “პსჟ”-ს თანხმობაა საჭირო.

ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ვერატის ერთ დღეს პარიზის დატოვება მოუწევს. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მას იტალიიდანაც აქვს შემოთავაზებები, თუმცა ამ დროისთვის განსაკუთრებული არაფერი ხდება.”

მარკო ვერატი სიგარეტის მოწევისას დააფიქსირეს (+ფოტო)

ფრანგული “პარის სენ-ჟერმენის” იტალიელი ნახევარმცველი, მარკო ვერატი, რომელსაც ბოლო დროს უნაი ემერისთან არასახარბიელო ურთიერთობა აქვს, სიგარეტის მოწევისას დააფიქსირეს.

ფოტო, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ეწევა ვერატი სიგარეტს, მარკინიოსის მეუღლემ, კაროლ კაბრინიომ სოციალურ ქსელში შემთხვევით ატვირთა.

მართალია, ფოტო გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთშივე წაიშალა (როდესაც კაბრინიომ გაანალიზა დაშვებული შეცდომის მნიშვნელობა), მაგრამ მისი ნახვა უკვე ბევრმა გულშემატკივარმა მოასწრო:

ვერატი: “პარის სენ-ჟერმენს” მხოლოდ იტალიურ კლუბში გავცვლი”

“პარის სენ-ჟერმენის” იტალიელმა ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში საფრანგეთის დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს.

“”პარიზში თავს მშვენივრად ვგრძნობ. აქ კარგად ვარ და მინდა “პარის სენ-ჟერმენში” იმდენი ხანი დავრჩე, რამდენიც შესაძლებელი იქნება.

ხოლო, თუ ერთ დღეს გადავწყვეტ, რომ “პსჟ” უნდა დავტოვო, კვლავ იტალიაში დავბრუნდები. თუმცა, ახლა ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობ.” – განაცხადა 23 წლის ვერატიმ.

შეგახსენებთ, რომ “პესკარას” ექს-ფეხბურთელს ბოლო დროს ძალიან ბევრ ევროპულ გრანდს უკავშირებდნენ, მათ შორის “ბარსელონასა” და “რეალსაც”.

ვერატი პსჟ-სთან გაახანგრძლივებს

„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველი მარკო ვერატი სამუშაო ადგილის შეცვლას არ აპირებს. იტალიელმა დაადასტურა, რომ უახლოეს მომავალში პარიზელებთან შეთანხმებას, სავარაუდოდ, 2021 წლამდე გაახანგრძლივებს.

„ბაიერნი“ თუ „ბარსელონა“? არა, მე პარიზში დავრჩები. სულ მალე კონტრაქტს გავაგრძელებ“, – ციტირებს ვერატის „ლე ფიგარო“.

ვერატის წასვლა სურს

პსჟ-ს იტალიელ ნახევარმცველს, მარკო ვერატის პარიზული კლუბის დატოვება სურს.

Marca-ს ცნობით მოთამაშე გრძნობს, რომ მას გარემოს შეცვლა სჭირდება და მზად არის კარიერა “რეალში” ან “ბარსელონაში” გააგრძელოს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მადრიდელებმა ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ვერატის გადაბირების სურვლის უარყოფდნენ.

იტალიელი პსჟ-ს ღირსებას 2012 წლიდან იცავს და სამ სეზონში პარიზული გუნის მაისურით 88 მატჩი ჩაატარა.

მადრიდის “რეალის” ოფიციალური განცხადება მარკო ვერატის ტრანსფერზე

მადრიდის “რეალის” ოფიციალური ვებ-გვერდი მარკო ვერატის ტრანსფერთან დაკავშირებულ ამბებს გამოეხმაურა.

“მადრიდის “რეალს” “პარი სენ-ჟერმენთან” ან ფეხბურთელის აგენტთნ არანაირი კონტაქტი არ აქვს. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.” – წერს “სამეფო გუნდის” ვებ-საიტი.