კიელინიმ, შესაძლოა, “რეალთან” გასამართ პირველ მატჩში ვერ ითამაშოს

ტურინის “იუვენტუსის” იტალიელი მცველის, ჯორჯო კიელინის, თამაში მადრიდის “რეალთან” დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. საქმე ის არის, რომ ჯორჯომ სერია ა-ს გასულ ტურში ტრავმა მიიღო.

თავდაპირველად იტალიელი დაცვის ბურჯის ტრავმა არც ისე სერიოზული ჩანდა, მაგრამ შემდეგმ გამოკვლევებმა საპირისპირო დაამტკიცეს. კიელინის კუნთი სერიოზულად აქვს დაზიანებული და ამის გამო იტალიის ნაკრებსაც ვერ დაეხმარება ამხანაგურ მატჩებში.

Tuttosport-ის ჟურნალისტები კი ირწმუნებიან, რომ “რეალთან” გასამართ პირველ მატჩში, რომელიც 3 აპრილს, ტურინში უნდა გაიმართოს, კიელინის თამაში გამორიცხულია.

ოფიციალურად: კიელინიმ “იუვენტუსთან” გაახანგრძლივა

ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლი მიხედვითაც, “ბებერმა ქალბატონმა” ჯორჯო კიელინისთან არსებული კონტრაქტი გაახანგრძლივა.

როგორც იცით, 33 წლის იტალიელ ფეხბურთელსა და “იუვენტუსს” შორის მანამე არსებულ ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გადიოდა. კიელინის გადაბირების სურვილს კი რამდენიმე ევროპული გრანდი გამოთქვამდა.

საბოლოო ჯამში, მხარეებმა ახალი კონტრაქტი გააფორმეს, რომელსაც ვადა 2020 წლის ზაფხულში ამოეწურება. შეგახსენებთ, რომ კიელინი უკვე 12 წელზე მეტია, რაც “იუვეს” ღირსებას იცავს.

კიელინი: “მესის ერთი ფეხბურთელი ვერ შეაჩერებს”

ტურინის “იუვენტუსის” გამოცდილ მცველს, ჯორჯო კიელინის სჯერა, რომ “ბარსელონას” არგენტინელი გოლეადორის, ლეო მესის შეჩერების ერთადერთი გზა გუნდური მუშაობაა.

“იმ წამსვე ხვდები რომ მკვდარი ხარ, როგორც კი გადაწყვეტ, რომ მის წინააღმდეგ მარტო წახვიდე. ის იმდენად სწრაფად კითხულობს მეტოქის ქმედებებს, რომ გააზრებასაც ვერ ასწრებენ.

ერთადერთი გზა, რასაც მისი ჩარჩოებში მოქცევა შეუძლია გუნდური მუშაობაა. თუნდაც საუკეთესო იყო, მარტო მის წინააღმდეგ ვერაფერს გახდები, ამაში დარწმუნებული უნდა ვიყო,” – აცხადებს კიელინი.

ჯორჯომ “სკუადრა აძურადან” ბუფონის წასვლაზეც გააკეთა მცირე კომენტარი:”მალე ის “იუვედანაც” წავა და დიდ სიცარიელეს დატოვებს, რაც ერთგვარ უსიამოვნო, უცნაურ შეგრძნებას შექმნის. იღბლიანი ვარ, მასთან ყოფნის საშუალება რომ მეძლევა.”

კიელინი: “იუვენტუსს” საუკეთესო შეტევა ჰყავს”

ტურინის “იუვენტუსის” ვეტერანმა მცველმა, ჯორჯო კიელინიმ ახალი სეზონის დაწყების წინ გუნდში არსებული მდგომარეობა შეაფასა.

“ბონუჩი? პირლომ და ვიდალმაც დატოვეს გუნდი, ისევე როგორც პოგბამ. რა თქმა უნდა, დროა საჭირო, რათა ახალმა ფეხბურთელებმა ადაპტაციის პერიოდი გაიარონ და მათი შეცვლა შეძლონ.

შესაძლოა, ჩვენმა თამაშმა რაღაც დაკარგა, სამაგაიეროდ, საუკეთესო შეტევის ხაზი გვყავს. არის იმის შანსიც, რომ პიანიჩმა ცოტა უკან ჩამოიწიოს.

“ტოტენჰემთან” წაგება? ვფიქრობ, ცივი შხაპი გვჭირდებოდა. წინ სუპერთასის მატჩია და სრულ მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ,” – აცხადებს კიელინი.

კიელინი: “დაცვაში უფრო უკეთ თამაში შეგვიძლია”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში ტურინის “იუვენტუსმა” სტუმრად “მონაკო” ანგარიშით, 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი გონსალო იგუაინმა გაიტანა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან “ბებერი ქალბატონის” მცველმა, ჯორჯო კიელინიმ ისაუბრა.

“სტუმრად გატანილი ორი გოლი ძალიან მნიშვნელოვანია. გახარებულები ვართ, თუმცა ვფიქრობ დაცვაში უკეთესად თამაში შეგვიძლია. ასევე, გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ფანტასტიკურ შემტევებს უფრო მეტი მომენტი შევუქმნათ.”

“ვულოცავ ალვეშსა და იგუაინს. მათთვის დღეს განსაკუთრებული საღამო იყო. მეტოქემ რამდენიმე რეალური შანსი შექმნა, თუმცა ჯიჯი იდეალურად გამოიყურებოდა.”

“კარდიფის ფინალს ვუახლოვდებით. სწორედ იმ ეტაპზე ვიყაით ორი წლის წინ, რომლიდან მოყოლებულიც ყოველ დღე ვიზრდებით,” – განაცხადა ჯორჯომ.

ვერატიმ ტიაგო სილვა ბონუჩისა და კიელინის შეადარა

“პარი სენ-ჟერმენის” იტალიელმა ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ ტიაგო სილვა ჯორჯო კიელინისა და ლეონარდო ბონუჩის შეადარა.

“ის შესანიშნავი ფეხბურთელია. მას მსოფლიოს ორ საუკეთესო მცველს შორის, სერხიო რამოსთან ერთად დავაყენებდი. შესაძლოა, მათ ჯორჯო კიელინი და ლეონარდო ბონუჩიც დავუმატოთ, მაგრამ ამ ორ მცველს ერთმანეთი სჭირდებათ, ტიაგო სილვა კი მარტოც ძალიან ძლიერია”, – ციტირებს ვერატის სიტყვებს Goal.Com.

ჯორჯო კიელინიმ მაგისტრის ხარისხი მიიღო (ფოტო)

ტურინის “იუვენტუსის” მცველმა, ჯორჯო კიელინიმ ტურინის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის სკოლა წარმატებით დაასრულა და ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში მაგისტრის ხარისხიც მიიღო.

იტალიელმა ფეხბურთელმა სადიპლომო ნაშრომის სახით, თემა სახელად “იუვენტუსის” საფეხბურთო კლუბის ბიზნეს-მოდელი” წარადგინა და პროფესორების, პიეტრო პაულო ბიანკონესა და ალბერტო გალატარის მოწონებაც დაიმსახურა.

კიელინიმ მაგისტრის ხარისხი დღეს, 6 აპრილს მიიღო.

“ჩელსის” კიელინი არ სჭირდება, გუნდს უკვე ჰყავს ახალი ჯონ ტერი”

ჯეიმი რედნაპი თვლის, რომ “ჩელსის” სულაც არ სჭირდება ისეთ ფეხბურთელში დიდი ფულის გადახდა, როგორიც ჯორჯო კიელინია მაშინ, როდესაც “არისტოკრატებს” ახალგაზრდა ნათან აკესთვის შანსის მიცემა შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელი ამჟამად “ბორნმუთის” ღირსებას იცავს, თუმცა ის “სტემფორდ ბრიჯელთა” მფლობელობაში იმყოფება, სადაც ის 2012 წელს გადაბარგდა.

“ჩელსი” მთელი ძალისხმევით ცდილობს ცაცია ცენტრალური მცველის პოვნას. მართალია, გარი კეჰილი ამ პოზიციაზე თამაშს მიეჩვია და კარგადაც გამოსდის, თუმცა ფაქტია, რომ ეს მისი ნამდვილი პოზიცია არ არის.

ასეთი ფეხბურთელების პოვნა დღესდღეობით ძალიან ძნელია. ლონდონელებს შუძლიათ ჯორჯო კიელინი დაიმატონ, თუმცა უმჯობესი იქნება, თუ ისინი გათვლას მომავალზე გააკეთებენ და აკეს დაიბრუნებენ.

მიუხედავად იმისა, რომ აკეს თამაშშიც არის ხარვეზები, მჯერა, რომ ის “ჩელსის” გამოადგება, თანაც ისინი საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხასაც დაზოგავენ.”

ცნობილია, რამდენ ხანს იუქმებს კიელინი

15 ოქრომბერს, სერია ა-ს მე-8 ტურში ტურინის “იუვენტუსი” საკუთარ მოედანზე “უდინეზეს” დაუხვდა და მეტოქეს, ანგარიშით, 2-1 სძლია.

შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ტურინელთა დაცვის ბურჯს, ჯორჯო კიელინის, რომელმაც თამაშის დღეს, დილის ვარჯიშზე ბარძაყის ტრავმა მიიღო.

“იუვენტუსის” ოფიციალური გვერდი წერს, რომ ჯორჯოს დაიზიანება სახიფათო არაა. მან, შესაძლოა, სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე საფრანგეთში “ლიონთან” გასამართი შეხვერდა გამოტოვოს. ხოლო, სერია ა-ს მეცხრე ტურის მატჩისთვის ( “მილანის” წინააღმდეგ, 22 ოქტომბერს) 32 წლის მცველი სრულ მზადყოფნაში იქნება.

მჭედლიძემ კიელინის მოუბოდიშა (ვიდეო)

2 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ში მე-7 ტურის მატჩები გაიმართა. ლევან მჭედლიძის “ემპოლიმ” საკუთარ მოედანზე “იუვენტუსი” მიიღო და ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

ჩვენებური თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო. ერთ-ერთ მომენტში მასთან ორთაბრძოლის შემდეგ ჯორჯო კიელინი წაიქცა. რამდენიმე წუთში ლევანმა “იუვენტუსის” მცველს მოედანზევე მოუბოდიშა.

კიელინი: “ვერასოდეს გავიტანთ იმდენ გოლს, რამდენიც “რეალს” გააქვს”

ჯორჯო კიელინიმ “იუვენტუსის” ფანების გასაგონად განაცხადა, რომ ტურინელებისაგან არავინ არ უნდა ელოდოს იმდენივე გოლის გატანას, რამდენიც მადრიდის “რეალს” გააქვს, რადგანაც ეს მათი კლუბის ფილოსოფიაში არ ჯდება.

“დიდი პატივისცემის მიუხედავად, უნდა ვთქვა, რომ “იუვენტუსი” არ არის მადრიდის “რეალი” ან “მილანი” (რონალდინიოს დროინდელი), რომლებსაც შეუძლიათ მატჩები დიდი ანგარიშით, 5-2-ით ან 6-2-ით მოიგონ.”იუვე” ასეთი არ არის.

ჩვენი მატჩები 1-0 ან 2-0 უნდა დასრულდეს. ეს კლუბის დნმ-შია. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ 3-0-ით მოგებას არ ვეცდებით, უბრალოდ ჩვენი გუნდი გოლს არ უნდა უშვებდეს. ესაა მთავარი.

ჩვენ არ ვართ “რეალი” და არც არასდროს ვიქნებით. განსხვავებული ხასიათები გვაქვს. მადრიდის “ატლეტიკოს” ევროპაში წარმატებას 5-0-ით ან 6-0-ით მოგებული მატჩებით არ მიუღწევია.

“იუვენტუსმა” კიელინი დაკარგა

“ბებერი ქალბატონების” მცველმა ტრავმა მიიღო.

“ლეხიასთან” ამხანაგურ მატჩში ჯორჯო კიელინიმ ფეხი დაიზიანა, რომელიც საბოლოოდ სერიოზული აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ იტალიელი მცველი სამი კვირა იუქმებს და მის გუნდს ვერ დაეხმარება იტალიის სუპერთასის მატჩში 8 აგვისტოს, სადაც “იუვენტუსი” “ლაციოს” დაუპირისპირდება.