ჩაბი ალონსომ კარიერის დასრულება გადაწყვიტა

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა, ჩაბი ალონსომ კლუბის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს ის კარიერას დაასრულებს. ამ ინფორმაციას გერმანული გამოცემა “ბილდი” ავრცელებს.

ალონსომ კარიერა “რეალ სოსიედადში” დაიწყო, საიდანაც 2004 წელს “ლივერპულში” გადავიდა, 2009 წელს ესპანელი ნახევარმცველი მადრიდის “რეალს” შეუერთდა. “სამეფო კლუბში” გატარებული ხუთი წლის შემდეგ, მან “ბაიერნს” მიაშურა. ალონსო თერთმეტი წლის განმავლობაში ესპანეთის ნაკრების ღირსებას იცავდა.

ჩაბი ალონსოს ტიტულები:

“ლივერპული”
ჩემპიონთა ლიგა: 2004-05
სუპერ თასი: 2005
ასოციაციის თასი: 2005-06

“რეალი”
ჩემპიონთა ლიგა: 2013-14
ლა ლიგა: 2011-12
ესპანეთის თასი: 2010-11, 2013-14
ესპანეთის სუპერთასი: 2012

“ბაიერნი”
ბუნდესლიგა: 2014-15, 2015-16
გერმანიის თასი: 2015-16
გერმანიის სუპერთასი: 2016

ესპანეთის ნაკრები:
მსოფლიოს ჩემპიონატი: 2010
ევროპის ჩემპიონატი: 2008, 2012

„ლივერპულს“ „ნაპოლის“ თავდამსხმელი სურს

„ლივერპულის“ ხელმძღვანელობა „ნაპოლისა“ და ბელგიის ნაკრების თავდამსხმელის დრის მერტენსის ტრანსფერით დაინტერესდა, რის შესახებაც ცნობილი ავტორიტეტული იტალიური გამოცემა „ლა გაძეტა დელო სპორტი“ წერს.

აქამდე 28 წლის ფეხბურთელის აგენტმა კლიენტის ნეაპოლიტანური კლუბიდან წასვლის ალბათობა არ გამორიცხა, უახლოეს დღეებში კი ის „ნაპოლის“ პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება და მასთან თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივას განიხილავს.

განვილ სეზონში ემრტენსმა სერია ა-ს 31 მატჩში ითამაშა და თავი ექვსი გოლითა და შვიდი საგოლე პასით გამოიჩინა.

რატომ ჩამოართვეს ბალოტელის მართვის მოწმობა?

„ლივერპულის“ თავდამსხმელ მარიო ბაოლოტელის დროებით მართვის მოქმობა ჩამოართვეს.

თავის ავტომობილ „Ferrari M62“-თ ფეხბურთელი საათში 109 მილით (175 კმ/საათში) მოძრაობდა. 24 წლის მოთამაშის თქმით, მან ამის შესახებ არ იცოდა, რადგან მის მანქანაში სიჩქარის კილომეტრებში გაგება შესაძლებელი არაა.

აღსანიშნავია, რომ სუპერმარიო სასამართლოზე არ გამოცხადდა, რის გამოც 800 ფუნტით დაჯარიმდა და 28 დღით ტარების უფლება დაკარგა.

28B863A900000578-3083732-image-a-47_1431722184967

ჯერარდმა გატანილი გოლების რაოდენობით ოუენს გაუსწრო და მეორე ადგილზე გავიდა

მოგეხსენებათ, „ჩელსისითან“ ინგლსისის პრემიერლიგის 36-ე ტურის მატჩში „ლივერპულსი„ კაპიტანი სტივენ ჯერარდი გოლით გამოირჩა, რომელიც მერსესაიდული კლუბის მაისურით მისთვის 119-ე გამოდგა.

აქედან გამომდინარე, 34 წლის ნახევარმცველმა „ლივერპულის“ მოთამაშეთა შორის გატანილი გოლების რაოდენობით მაიკლ ოუენს გაუსწრო, რომელსაც 118 გოლი აქვს გატანილი.

ამჟამად ჯერარდზე უკეთესი შედეგი მხოლოდ რობი ფაულერს აქვს, რომელმაც „წითლების“ შემადგენლობაში 128 გოლი გაიტანა.

ჯერარდი: “ლივერპული” ასე რომ არ მიყვარდეს, მოურინიოს გუნდში გადავიდოდი”

ეგვიპტელი მეკარე ლივერპულის ფორმით თამაშობს

ეგვიპტური “გაზლ ელ-მაჰალას” მეკარე ქვეყნის ჩემპიონატის მატჩებს “ლივერპულის” მაისურით ატარებს, რომელზეც მისი კლუბის სპონსორის, “მაკდონალდსის” ლოგოა დაკრობილი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თვითნაკეთი ფორმით, მეკარემ უკვე 15 მატჩი ჩაატარა.

_a81a11a9460ba400a644a269a0ed785a