ბოსნია & ჰერცეგოვინა — ირანი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბოსნია & ჰერცეგოვინისა და ირანის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ევროპელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ბალკანელთა თავდამსხმელი ედინ ჯეკო დაასახელეს, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში გახსნა

„მანჩესტერ სიტიში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მოედანზე 84 წუთი დაჰყო, გააკეთა 25 გადაცემა და კარში დაარტყა 4-ჯერ.

არგენტინა — ირანი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე არგენტინისა და ირანის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ალეხანდრო საბელიას გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად „ალბისელესტეს“ ლიდერი ლიონელ მესი დაასახელეს, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორია.

ლეო მესიმ მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 49 გადაცემა და კარში 6-ჯერ დაარტყა.

 

ირანი — ნიგერია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ირანისა და ნიგერიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

მატჩის გმირი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა ოფიციალურად შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ნიგერიელთა ნახევარმცველი ჯონ ობი მიკელი დასახელდა

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 94 გადაცემა და კარში დაარტყა 1-ელ.

 

ირანის ქალთა ნაკრების ოთხი წევრი კაცი აღმოჩნდა

ირანში საფეხბურთო სკანდალი აგორდა. ირანის ქალთა ნაკრების ოთხი წევრი სინამდვილეში მამრობითი სქესისა აღმოჩნდა, რომლებსაც სქესის შეცვლის ოპერაცია ბოლომდე დასრულებული არ ჰქონდათ.

„თუ ეს ფეხბურთელები სრულად ჩაიტარებენ ოპერაციას და ჩვენს ტესტირებასაც წარმატებით გაივლიან, მაშინ ქალთა ფეხბურთში დაბრუნების უფლება მიეცემათ“, – განაცხადა ირანის ფეხბურთის ფედერაციის სამედიცინო კომიტეტის ხელმძღვანელმა ახმად ჰაშემიანმა.

ირანის ფეხბურთის ფედერაციაში უკვე განაცხადეს, რომ ამიერიდან სქესობრივ ტესტებს შემთხვევითი წესით ჩაუტარებენ არამხოლოდ ირანის ნაკრების, არამედ საკლუბო ფეხბურთის წარმომადგენლებსაც. ის სპორტსმენები, რომლებიც შემოწმებას ვერ გაივლიან, დისკვალიფიკაციით დაისჯებიან.