პრევიუ: ირანი – ნიგერია

ირანის და ნიგერიის გუნდები მუნდიალებზე ბოლო დროს კარგად ვერ ასპარეზობენ. ურთიერთშეხვედრა წარუმატებელი სერიის შეწყვეტის კარგი შანსია. 

10-15 წლის წინ ნიგერია და ირანი საკუთარ კონტინენტებზე უძლიერეს გუნდებად ითვლებოდნენ. შემდაგ მათ პრაქტიკულად ერთდროულად დაეწყოთ ჩავარდნა, საიდანაც სინქრონულად დაიწყეს აღმავლობა.

კარლუშ კეირუშის ირანის ნაკრები კარგი დაცვით გამოირჩევა. აზიური შესარჩევი ციკლის დროს ირანელებმა ცოტა გოლი გაიტანეს, თუმცა საკუთარ კარსაც თითქმის ყოველთვის მშრალად ინარჩუნებდნენ.

მუნდიალის დაწყებამდე ირანალებმა საკმაოდ ბევრი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს. ბოლოს კეირუშის შეგირდებმა ტრინიდადი და ტობაგო დაამარცხეს.

ნიგერიის ნაკრების თავკაცმა სტივენ კეშიმ უკანასკნელი ამხანაგური მატჩები ოპტიმალური შემადგენლობის ძიებაში ჩაატარა. თუმცა, მისი გეგმები მარცხენა მველის ეჩიეჯილეს ტრავმამ შეცვალა, რომლის სრუფლასოვანი შემცვლელი ნიგერიელებს უბრალოდ არ ჰყავთ.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Iran_Nigeria_GEO

უცნაური შემთხვევა ირანში: სათადარიგოთა რიგებში მყოფმა მოთამაშემ მეტოქეს გოლი არ გაატანინა

ძალიან უცნაური რამ მოხდა ირანის მეორე დივიზიონის ერთ-ერთ მატჩში. საქმე იმაში გახლავთ, რომ სათადარიგოთა რიგებში მყოფი ფეხბურთელი მოედანზე შეიჭრა და მეტოქეს გოლი არ გაატანინა.

ირანის ქალთა ნაკრების ოთხი წევრი კაცი აღმოჩნდა

ირანში საფეხბურთო სკანდალი აგორდა. ირანის ქალთა ნაკრების ოთხი წევრი სინამდვილეში მამრობითი სქესისა აღმოჩნდა, რომლებსაც სქესის შეცვლის ოპერაცია ბოლომდე დასრულებული არ ჰქონდათ.

„თუ ეს ფეხბურთელები სრულად ჩაიტარებენ ოპერაციას და ჩვენს ტესტირებასაც წარმატებით გაივლიან, მაშინ ქალთა ფეხბურთში დაბრუნების უფლება მიეცემათ“, – განაცხადა ირანის ფეხბურთის ფედერაციის სამედიცინო კომიტეტის ხელმძღვანელმა ახმად ჰაშემიანმა.

ირანის ფეხბურთის ფედერაციაში უკვე განაცხადეს, რომ ამიერიდან სქესობრივ ტესტებს შემთხვევითი წესით ჩაუტარებენ არამხოლოდ ირანის ნაკრების, არამედ საკლუბო ფეხბურთის წარმომადგენლებსაც. ის სპორტსმენები, რომლებიც შემოწმებას ვერ გაივლიან, დისკვალიფიკაციით დაისჯებიან.