“ლივერპულის” მარჯვენა ფლანგის მცველი გლენ ჯონსონი ერთ თვეს გამოტოვებს.
ინგლისელმა ფეხბურთელმა პრემიერლიგის XVI ტურში “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ გამართული მატჩის პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქნა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა “წითელი ეშმაკების” დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
გლენ ჯონსონმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 11 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.