ხავი გარსია „სიტის“ დატოვებს

„მანჩესტერ სიტიმ“ ესპანელ ნახევარმცველ ხავი გარსიასთან განშორება გადაწყვიტა. უახლოეს პერიოდში „ქალაქელებმა“ „პორტუს“ ნახევარმცველ ფერნანდოსთან კონტრაქტი უნდა გააფორმონ, რის შემდეგაც ხავი გარსიას ადგილი გუნდში აღარ მოიძებნება.

„სიტიში“ ფერნანდოს შესაძლო გადასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კლუბში იაია ტურეს დარჩენის საკითხსაც. გავიხსენოთ ისიც, რომ სეზონის ბოლო კოტ დივუარელ ფეხბურთელსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის ერთგვარი კონფლიქტი აგორდა, როცა „სიტის“ მეპატრონეებმა ტურეს იუბილე არ მიულოცეს.

 

ინგლისის პრემიერ ლიგის ფეხბურთელების საუკეთესო მეორე ნახევრები

პორტალმა FTBPRO-მ ინგლისის პრემიერ ლიგის ფეხბურთელების საუკეთესო მეორე ნახევრები გამოავლინა.

კარლა ჰიგსი – ვაინსენ კომპანი

კაია ჰოლი – ფილ ჯონსი

კრისტინ ბლექლი – ფრენკ ლამპარდი

ჩარლინ სურიკი – გაელ კლიში

ანარა ატარესი – სამირ ნასრი

ევანჯელინა ანდერსონი – მარტინ დემიკელისი

მარგარეტ ნაცუკი – შინჯი კაგავა

ბიანკა სლეიტერი – რაიან ბერტრანდი

ლორენა ბერნალი – მიკელ არტეტა

ტანია რობინსონი – ფილ ბარდსლი

ალექს კურანი – სტივენ ჯერარდი

მენდი კაპრისტო – მესუთ იოზილი

ჯორჯინა დორსეტი – ტომ ქლევერლი

ელენა გომესი – ხავი გარსია

პოლი პარსონსი – თომას ვერმაელენი

ნატალი სალიმანი – კიერან რიჩარდსონი

კაილა კოლინსი – ეშლი კოული

ელენ ფლანაგანი – სკოტ სინკლერი

აბი კლენსი – პიტერ კრაუჩი

ლუდვინ სანია – ბაკარი სანია

ნასრიმ ვარჯიში დაიწყო

შეგახსენებთ, რომ სამირ ნასრიმ მუხლის სერიოზული ტრამვა 12 იანვარს, ,,ვესტ ჰემის” წინააღმდეგ მატჩში მიიღო. ,,მანჩესტერ სიტის” ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ფრანგი 8 კვირას გამოტოვებდა, თუმცა იგი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

,,ნასრი და ხავი გარსია უკვე გუნდს შეუერთდნენ, მაგრამ ისინი ,,სანდერლენდთან” გასამართ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. შევხედოთ მათ მდგომარეობას ამ კვირაში და მერე გადავწყვეტ ითამაშებენ თუ არა ისინი ,,ჩელსთან” გასამართ მატჩში შაბათს”. – განაცხადა ,,მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინმა უცხოურ პრესასთან ინტერვიუში.

,,მიხარია, რომ შევუერთდი გუნდს და მათთან ერთად ვარჯიშობ. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გულშემატკივრებს, ისინი ძალიან დამეხმარნენ”. – წერს ნასრი თავის Twitter-ზე.