ბაკარი სანიამ ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

“მანჩესტერ სიტის” 31 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა ბაკარი სანიამ ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

მანჩესტერ სიტიმ სანია წარადგინა

“არსენალიდან” “მანჩესტერ სიტიში” გადასული ბაკარი სანია მანჩესტერული კლუბის ღირსებას 3-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

შეგახსენებთ, გასული სეზონის შემდეგ სანიამ “არსენალი” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და კარიერის გაგრძელება “მანჩესტერ სიტიში” გადაწყვიტა.

 

ჯანო ანანიძე ბაქარი სანიას წინააღმდეგ

როგორც იცით, 6 სექტემბერს, საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.

თამაშის მიმდინარეობისას, ქართველთა ნახევარმცველმა, ჯანო ანანიძემ გულშემატკივრებს რამდენიმე ლამაზი ეპიზოდი შესთავაზა. ერთხელ კი, მან ლონდონის “არსენალის” მცველი, ბაქარი სანია ოსტატურად ჩამოიცილა.

გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც “Georgian Football & Footballers”-მა გაავრცელა:

Fanebi.Com-ის არქივიდან

რობენი: “ეს მხოლოდ ოფლია”

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი, არიენ რობენი მსოფლიო პრესაში გავრცელებულ ინფორმაციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ლონდონის “არსენალთან” შეხვედრაში, მას ბაქარი სანიასთვის არ დაუფურთხებია.

შეგახსენებთ, რომ 19 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, “არსენალმა” “ბაიერნი” საკუთარ მოედანზე მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

“სამწუხაროდ, თავზე თმა არ მაქვს, ამიტომ ოფლის წვეთი ჩამოვარდა. სიმართლე გითხრათ, ჩემი ცხოვრების მანძილზე, არასოდეს გადამიფურთხებია. ეს რომ ფურთხი იყოს, 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია უნდა მომცენ. მეტოქის მიმართ ასეთი უპატივცემულობა არასოდეს გამომიჩენია”, – ამბობს რობენი.

“ლივერპულს” სანია მოუნდა

“ლივერპული” ლონდონის “არსენალის” მცველით, ბაკარი სანიათი დაინტერესდა.

ფეხბურთელს არსენალთან გაფორმებული კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და კლუბთან ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებას ჯერ-ჯერობით ვერ მოახერხა.
შესაბამისად ფრანგს ნებისმიერ სხვა გუნდთან აქვს მოლაპარაკებების წარმოების საშუალება. გავრცელდა ხმები, რომ “ლივერპულმა” სანიას საკმაოდ სარფიანი კონტრაქტი შესთავაზა.

გარდა ლივერპულური გუნდისა, მცველზე პრეტენზიას მილანის “ინტერიც” აცხადებს.

ინგლისის პრემიერ ლიგის ფეხბურთელების საუკეთესო მეორე ნახევრები

პორტალმა FTBPRO-მ ინგლისის პრემიერ ლიგის ფეხბურთელების საუკეთესო მეორე ნახევრები გამოავლინა.

კარლა ჰიგსი – ვაინსენ კომპანი

კაია ჰოლი – ფილ ჯონსი

კრისტინ ბლექლი – ფრენკ ლამპარდი

ჩარლინ სურიკი – გაელ კლიში

ანარა ატარესი – სამირ ნასრი

ევანჯელინა ანდერსონი – მარტინ დემიკელისი

მარგარეტ ნაცუკი – შინჯი კაგავა

ბიანკა სლეიტერი – რაიან ბერტრანდი

ლორენა ბერნალი – მიკელ არტეტა

ტანია რობინსონი – ფილ ბარდსლი

ალექს კურანი – სტივენ ჯერარდი

მენდი კაპრისტო – მესუთ იოზილი

ჯორჯინა დორსეტი – ტომ ქლევერლი

ელენა გომესი – ხავი გარსია

პოლი პარსონსი – თომას ვერმაელენი

ნატალი სალიმანი – კიერან რიჩარდსონი

კაილა კოლინსი – ეშლი კოული

ელენ ფლანაგანი – სკოტ სინკლერი

აბი კლენსი – პიტერ კრაუჩი

ლუდვინ სანია – ბაკარი სანია

სანია გამოჯანმრთელდა

ლონდონის “არსენალის” მცველი, ბაკარი სანია ტრავმისგან გამოჯანმრთელდა და შესაძლოა პრმიერლიგის მე-16 ტურის მატჩი ითამაშოს. აღნიშნული სათამაშო დღის შეხვედრას მეთოფეები “მანჩესტერ სიტისთან” გამართავენ.შეგახსენებთ, რომ სანიამ დაზიანების გამო უკანასკნელი სამი მატჩი გამოტოვა.

“მანჩესტერ სიტისა” და არსენალის დაპირისპირება 14 დეკემბერს “ეტიჰადზე” შედგება.