23 ივნისს, ავსტრალიისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას, დავიდ ვილა 57-ე წუთზე შეცვალეს, მან კი ცრემლები ვერ შეიკავა.
ჭდე: დავიდ ვილა
ოფიცილურად: დავიდ ვილა “ნიუ იორკ სიტის” ფეხბურთელია
ესპანური “ვალენსიას”, “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” ყოფილი ფეხბურთელი დავიდ ვილა ამიერიდან ამერიკის შეერთებული შტატების კლუბის “ნიუ იორკ სიტის” ღირსებას დაიცავს. ამ ინფორმაციას ნიუ იორკელები სოციალური ქსელის საშუალებით ოფიციალურად ადასტურებენ.
შეგახსენებთ, რომ “ნიუ იორკ სიტი” 2013 წლის, 21 მაისს დაარსდა. კლუბის ერთ-ერთი აქციონერი კი “მანჩესტერ სიტის” მფლობელია.
აღსანიშნავია, რომ დავიდ ვილა კლუბის პირველი ფეხბურთელია. შესაძლოა, მალე ნიუ იორკელთა რიგებში ფრენკ ლამპარდიც ვიხილოთ.
დიტო ჭიჭინაძე
დავიდ ვილამ და ფელიპე ლუისმა ერთმანეთს ხელი დაარტყეს
მადრიდის “ატლეტიკო” ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ემზადება. კამერებმა კი საკმაოდ სახალისო კადრები დააფიქსირეს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალებში გატანილი ხუთი საუკეთესო გოლი
პორტალმა FTBPRO-მ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, საფინალო მატჩებში გატანილი ხუთი საუკეთესო გოლი გამოაქვეყნა.
5. 2011 წელი: დავიდ ვილა (“ბარსელონა”) – “მანჩესტერ იუნაიტედი”
4. 1994 წელი: დეიან სავიჩევიჩი (“მილანი”) – “ბარსელონა”
3. 1997 წელი: ლარს რიკენი (“დორტმუნდი”) – “იუვენტუსი”
2. 2005 წელი: ერნან კრესპო (“მილანი”) – “ლივერპული”
1. 2002 წელი: ზინედინ ზიდანი (“რეალი”) – “ლევერკუზენი”