ჯოზეფ მინალა: “იმისათვის, რომ ჩემი ასაკი დავამტკიცო, სამედიცინო შემოწმებას გავივლი”

2014 წლის თებერვალში, რომის “ლაციოს” ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელი ჯოზეფ მინალა საკმაოდ ცნობადი გახდა. ამის მიზეზი კი მის გარშემო ამტყდარი სკანდალი გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ ბევრის აზრით, მინალა 17 წლის მაგივრად, 40 წლის ადამიანი იყო. ამ ყოველივემ ახალგაზრდა მოთამაშე ისე გააღიზიანა, რომ საბოლოოდ სამედიცინო შემოწმების გავლა გადაწყვიტა.

“მე კამერუნიდან ვარ. 1996 წლის 24 აგვისტოს დავიბადე. ჩემი აზრით, აფრიკელები ჩვენს ასაკთან შედარებით უფრო დიდად გამოვიყურებით, მაგრამ იმისათვის, რომ ჩემი წლოვანება დავამტკიცო, სამედიცინო შემოწმებას გავივლი”, – ამბობს მინალა.

მინალა 42 წლის არის?

ბოლო დროს “ლაციოს” ახალწვეული ჯოზეფ მინალა მსოფლიო პრესის ყურადღბის ცენტრში მოექცა. ბევრისთვის რთული დასაჯერებელია, რომ ფეხბურთელი მართლაც 17 წლის არის.

დღეს იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც მინალა თავის ასაკზე საუბრობდა და აღნიშნა, რომ იგი სინამდვილეში 42 წლის გახლავთ. თუმცა, რამოდენიმე საათში ფეხბურთელმა ეს ინფორმაცია უარყო და გამოცემა Senego.net-ს, სადაც მინალას ინტერვიუს იყო განთავსებული, სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.