სამი ძლიერი სასტარტო შემადგენლობა, რომლითაც ესპანეთს მუნდიალზე თამაში შეუძლია (ფოტოები)

ესპანეთის ეროვნული ნაკრები მაღალი დონის ფეხბურთელების ნაკრლებობას არ განიცდის. ხულენ ლოპეგედს ძალიან დიდი არჩევანი აქვს: მას თითოეულ პოზიციაზე რამდენიმე პროფესიონალი ჰყავს.

Marca გვთავაზობს საინტერესო სტატიას, სადაც ნათლადაა ასახული, რომ “ფურია როხას” სამი ძლიერი სასტარტო შემადგენლობის დაყენება შეუძლია.

დე ხეა, ხორდი ალბა, რამოსი, პიკე, კარვახალი, ინიესტა, ბუსკეცი, კოკე, ისკო, მორატა, სილვა.

 

კეპა (რეინა), მონრეალი (მორენო), ნაჩო, ბარტრა, ორაისოლა (ასპილიკუეტა), საული (სუსო), ილარამენდი, ტიაგო, ასენსიო (ლუის ალბერტო), როდრიგო (ასპასი), ვიტოლო (კალეხონი).

სერხიო რიკო, მარკოს ალონსო, ინიგო მარტინესი, ალბიოლი, სერხი რობერტო, ანდერ ერერა, ხავი მარტინესი (პარეხო), მატა, ნოლიტო (პედრო), დიეგო კოშტა, დეულოფეუ (ლუკას ვასკესი).

როგორ სასტუმროში იცხოვრებს მადრიდის “რეალი” იაპონიაში? (ფოტოები)

სულ მალე მადრიდის “რეალი” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. პირველ შეხვედრას ესპანელები 15 დეკემბერს გამართავენ.

გაირკვა, რომ ტურნირის მიმდინარეობის დროს “თეთრები” “იოკოჰამა როიალ პარკ ჰოტელში” იცხოვრებენ. ეს შენობა იაპონიის ყველაზე მაღალ ნაგებობებს შორის რიგით მეორეა. მისი სართულების რაოდენობა 70-ს შეადგენს, სიმაღლე – 295.8 მეტრია. “იოკოჰამა როიალ პარკ ჰოტელს” გააჩნია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ლიფტი მსოფლიოში – იგი 0-დან 70-ე სართულამდე მხოლოდ და მხოლოდ 43 წამში ადის. ესპანური გრანდის დელეგაციას 48-ედან 69-ე სართულამდე მოუწევს ცხოვრება.

ეს შენობა იქნება პირველი, რომელსაც “რეალის” ფეხბურთელები მაშინ დაინახავენ, როცა  “ჰანედას” აეროპორტს მიუახლოვდებიან.

იხილეთ ფოტოები

 

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღის გამორჩეული ტრანსფერები

სატრანსფერო ფანჯარა გუშინ შუაღამით დაიხურა. ტრადიციულად, 31 აგვისტო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო ტრანსფერების მხრივ.

Fanebi.Com-ი გთავაზობთ იმ გამორჩეულ ტრანსფერებს, რომლებიც გუშინ განხორციელდა.

დავიდ ლუისი, “პსჟ”-დან “ჩელსიში” გადავიდა. ამას გუშინ დილით ვერავინ წარმოიდგენდა, თუმცა ბრაზილიელი იქ დაბრუნდა, საიდანაც 2 წლის წინ წამოვიდა.

ჯო ჰარტი, “მანჩესტერ სიტიდან” “ტორინოში”. ინგლისელის ტრანფსერის შესახებ ყველამ რამდენიმე ხნით ადრე იცოდა. ეს მეკარე გვარდიოლამ მოსვლისთანავე აითვალწუნა. ჰარტი ერთწლიანი იჯარით ითამაშებს “ტორინოში”.

სამირ ნასრი და ელიაკიმ მანგალა, ორივემ “სიტი” დატოვა. ნასრიმ “სევილიას” მიაშურა ერთწლიანი იჯარის წესით. რაც შეეხება მანგალას, იგი “ვალენსიაში” გადავიდა.

ვილფრიდ ბონი, “მანჩესტერ სიტიდან” “სტოკ სიტიში”. კიდევ ერთი მოთამაშე, რომელიც პეპ გვარდიოლას გეგმებში არ შედიოდა. იგი “სტოკში” ერთი წლით გაანათხოვრეს.

ეზიკელ გარაი, “ზენიტიდან” “ვალენსიაში”. არგენტინელი მცველი წლების მანძილზე თამაშობდა პრიმერა დივიზიონში. იგი “რეალის” შემადგენლობაში ირიცხებოდა. ახლა კი, წლების შემდეგ მას იგივე ჩემპიონატში მოუწევს ასპარეზობა, ოღონდ, ამჯერად, იგი “ღამურების” ღირსებას დაიცავს. 29 წლის სპორტსმენის ტრანსფერის ღირებულებამ 20 მილიონ ევროს შეადგინა.

ჯეკ უილშირი, “არსენალიდან” “ბორნმუთში”. ინგლისელს წინა სეზონში, ტრავმის გამო, საკმაოდ ბევრი გაუცდა. იგი ფორმაში არაა; ნაკრებშიც არ გამოიძახეს არასასურველ კონდიციებში ყოფნის გამო. ფორმაში შესასვლელად მას მუდმივი სათამაშო დრო სჭირდება. ამისთვის კი, მისი აზრით, საუკეთესო ვარიანტი ერთი წლით “ბორნმუთში” წავსლა აღმოჩნდა.

ისლამ სლიმანი, “სპორტინგიდან” “ლესტერში”. სლიმანიში ინგლისის ჩემპიონებმა 29 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. ეს კი გუნდის რეკორდია. “სპორტინგის” უკვე ყოფილმა მოთამაშემ პორტუგალიის ჩემპიონატში 27 გოლის გატანა შეძლო წინა სეზონში.

მარიო ბალოტელი, “ლივერპულიდან” “ნიცაში”. “სუპერმარიო” თავისუფალი აგენტი იყო და ისე წავიდა ფრანგულ კლუბში.

მუსა სისოკო, “ნიუკასლიდან” “ტოტენჰემში”.”ჩემპიონშიფში” გადასულ გუნდში დარჩენა ნამდვილად არასამართლიანი და შეუფერებლი იქნებოდა ამ დონის მოთამაშისთვის. ფრანგს “ევერტონის” ვარიანტიც ჰქონდა, თუმცა, საბოლოოდ, “სპურსებს” მიაშურა.