ვინ იქნება დღეს – 22 ივნისი მინსკის ევროპულ თამაშებზე

22 ივნისს, 2019 წლის ევროპულ თამაშებზე 21 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. ქართველი სპორტსმენები ასპარეზობას დილის 10:00 საათიდან დაიწყებენ.


ძიუდო

-60კგ: ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (11:30-)
-66კგ: ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი (11:30-)
-57კგ: ეთერ ლიპარტელიანი (11:30-)

სამბო

57კგ: ვახტანგ ჩიდრაშვილი (11:00 – )
68კგ: მინდია ლილუაშვილი (11:00 – )
82კგ: ბექა ბერულავა (11:00 – )
100კგ: დავით ლორიაშვილი (11:00 – )
56კგ: მარიამ ჯანაშვილი (11:00 – )
72კგ: ნინო ოძელაშვილი (11:00 – )
+80კგ: ელენე ქებაძე (11:00 – )

კრივი

56კგ: არტუშ გომციანი (15:00 – 18:00)
69კგ: ესკერხან მადიევი (15:00 – 18:00)
75კგ: გიორგი ხარაბაძე (15:00 – 18:00)
60კგ: ოთარ ერანოსიანი (19:30 – 22:30)
69კგ: ესკერხან მადიევი (19:30 – 22:30)
81კგ: გიორგი მანჯავიძე (19:30 – 22:30)

ტყვიის სროლა

ნინო სალუქვაძე/ცოტნე მაჭავარიანი (პნევმატური პისტოლეტი, შერეული წყვილები) – 10:00 – 13:30

მხატვრული ტანვარჯიში

სალომე ფაჟავა (15:00 – 20:00)

ქართველი ძიუდოისტის დასაფასებელი საქციელი ბაქოს გრან სლემზე (ვიდეო)

12 მაისს, აზერბაიჯანში მიმდინარე ბაქოს გრან სლემის მეორე რაუნდში -100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ონისე სანებლიძე ავსტრიელ ლორინ ბოეჰლერს დაუპირისპირდა.

შეხვედრის დასრულებამდე დაახლოებით ორი წუთით ადრე ავსტრიელმა ძიუდოისტმა ტრავმა მიიღო და ჭიდაობა ვერ გააგრძელა. სანებლიძე მეტოქეს გვერდში ამოუდგა და მას ტატამიდან გასვლაში დაეხმარა.

იხილეთ ვიდეო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მარაქეშის გრან პრიზე

8-10 მარტს მაროკოში, მარაქეშის გრან პრი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებიც მიიღებს.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე -100 კგ და +100 კგ წონით კატეგორიებში მოასპარეზე ძიუდოისტების გარეშე წარსდგება.

-60 კგ: ამირან პაპინაშვილი;
-66 კგ: ნიკო ჭიკაიძე, გიორგი გუგულაშვილი;
-73 კგ: ფრიდონ გიგანი, ლაშა შავდათუაშვილი;
-81 კგ: ბექა დონღვანი, ნუგზარ ტატალაშვილი;
-90 კგ: გიორგი პაპუნაშვილი.

დაძაბულობა ლუხუმ ჩხვიმიანსა და რუსეთის ნაკრების წევრ მშვიდობაძეს შორის (ვიდეო)

22 თებერვალს, დიუსელდორფის გრან სლემის ნახევარფინალში, 60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუხუმ ჩხვიმიანი რუსეთის ნაკრების წევრ რობერტ მშვიდობაძესთან ვაზარით დამარცხდა.

შეხვედრის ბოლო წამებში ტატამიზე ძიუდოისტებს შორის ურთიერთობა ცოტათი დაიძაბა.

იხილეთ ვიდეო

ლუხუმ ჩხვიმიანმა ესპანელ მეტოქეს ხელი ისევ არ ჩამოართვა (ვიდეო)

10 აგვისტოს, უნგრეთში სტარტი აიღო ბუდაპეშტის გრან პრიმ. ტურნირის პირველ დღეს სამმა ქართველმა ძიუოისტმა იასპარეზა.

66 კგ. წონით კატეგორიაში მესამე რაუნდში უკრაინელ იადოვთან დამარცხდა თორნიკე ნაგლიაშვილი. 60 კგ. წონით კატეგორიაში მეოთხედფინალში დამარცხდნენ ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი.

ჩხვიმიანმა მარცხი ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან იწვნია. ქართველმა ძიუდოისტმა წაგების შემდეგ მეტოქე ხელი ისევ არ ჩამოართვა. მსგავსი რამ ამ ორი სპორტსმენის დაპირისპირების შემდეგ რამდენჯერმე მოხდა.

იხილეთ ვიდეო

ჩხვიმიანი – გარიგოსი (დიუსელდორფის გრან პრი)
ჩხვიმიანი – გარიგოსი (ევროპის ჩემპიონატი)
ჩხვიმიანი – გარიგოსი (ეკატერინბურგის გრან სლემი)

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პოსტი: “ვინ ერთობა ძიუდოთი რუსეთში?”

რუსეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, სხვადასხვა შეხვედრაში, ფეხბურთელების ორთაბრძოლის დროს რამდენიმე უხეშ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. ამ მომენტების ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია, სათაურით: “ვინ ერთობა ძიუდოთი რუსეთში?”

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ეკატერინბურგის გრან სლემზე

20-21 მაისს, რუსეთში ეკატერინბურგის გრან-სლემი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებიც იღებს.

უკვე ცნობილია, თუ როგორი შემადგენლობით გამოვა ირაკლი ცირეკიძის გუნდი ტურნირზე.

-60კგ – ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი.
-66კგ – ლაშა გიუნაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი.
-81კგ – ზებედა რეხვიაშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი.
-90კგ – უშანგი მარგიანი, ნიკა სიდამონიძე.
-100კგ – ვარლამ ლიპარტელიანი, გიორგი პარკატი.
+100კგ – ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე.

ქართველმა ძიუდოისტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ მეტოქეს ხელი არ ჩამოართვა (ვიდეო)

დღეს, სტარტი აიღო დიუსელდორფის გრან-პრიმ, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ძიუდოისტთან ნაკრებიც იღებს. პირველ დღეს, ჭიდაობა სამმა ქართველმა ძიუდოისტმა (პაპინაშვილმა, მარგველაშვილმა და ჩხვიმიანმა) დაიწყო.

60 კგ. კატეგორიაში პირველივე შეხვედრა დათმო ლუხუმ ჩხვიმიანმა. ის ბულგარელ იანისლავ გერჩევს დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სამწუხარო რამ მოხდა – ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქისთვის ხელის ჩამორთმევა არ ისურვა.

იხილეთ ვიდეო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია!

ესპანეთის ქალაქ მალაგაში მიმდინარეობს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ჭიდაობაში.

დღეს ნახსენებ ქალაქში ერთმანეთს სხვადახვა ქვეყნის ნაკრები შეეჯიბრა ევროპის ჩეპიონობისთვის. ჩვენი ეროვნული გუნდის წარმომადგენლები ნინიაშვილი, გიგაური, მჭედლიშვილი, გველესიანი და მუმლაძე იყვნენ. ისინი მერვედფინალში რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისიპირდნენ და მეტოქე, ანგარიშით, 5:0 გაანადგურეს. მეოთხედფინალში ავსტრიას 4:1 სძლიეს, ხოლო ნახევარფინალში კი მეზობელ რუსეთს დაძაბულ ბრძოლაში 3:2 მოუგეს.

ფინალში საქართველო აზერბაიჯანს დაუპირისპირდა, ანგარიშით, 3:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა!

რას წერს პრეზიდენტი მარგველაშვილი პარაოლიმპიადაზე გოგოჭურის გამარჯვებაზე? (ფოტო)

დღეს პარაოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ძიუდოისტმა, ზვიად გოგოჭურმა ჩვენს ქვეყანას ოქროს მედალი მოუტანა. ამ დიდ წარმატებას საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა.

ბექა ღვინიაშვილი რეპეშაჟში გადაერთო

რამდენიმე წამის წინ დასრულდა ქართველი მოჭიდავის, ბექა ღვინიაშვილისა და ფრანგი სირილ მარეს ორთაბრძოლა რიოს ოლიმპიადაზე.

ჩვენდა სამწუხარო, ბექამ მეოთხედფინალური დაპირისპირება მის მეტოქესთან დათმო და რეპეშაჟში გადაერთო!

ლიპარტელიანი ნახევარფინალშია!

ქართველი ძიუდოისტი, ვარლამ ლიპარტელიანი რიო 2016-ზე, ძიუდოში, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეოთხედფინალურ ეტაპზე მონღოლ ლხაგვასურენს დაუპირისპირდა. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოვიდა და, ჩვენდა გასახარად, ქართველი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა.

ვარლამის მეტოქე ნახევარფინალში სამხრეთ კორეელ დონგ-ჰანსი იქნება. შეხვედრა დაახლოებით 23:19 საათზე დაიწყება.