ლიპარტელიანმა მეორე შეხვედრაშიც იმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა!

ახლახანს დასრულდა ვარლამ ლიპარტელიანისა და ნაურუელი ოვინი უერას შეხვედრა. ქართველმა ძიუდოისტმა ამჯერადაც გაახარა მისი ერი, დაამარცხა ნახსენები მეტოქე შებოჭვით და მეოთხედფინალურ ეტაპზე გავიდა!

გეტყვით, რომ ვარლამი მონღოლ ოტგონბაატარ ლხავგასურენსა და კუბელ ეშლი გონსალესს შორის გამარჯვებულს შეერკინება.

ლაშა შავდათუაშვილი: “ოლიმპიურ თამაშებზე ნებისმიერი სინჯის მედლის მოპოვება დიდი წარმატებაა!”

რიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ, ქართველმა ძიუდოისტმა, ლაშა შავდათუაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“2012 წელს ლონდონში გამარჯვების შემდეგ წონა შევიცვალე. კონკრეტულად, 66-დან 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში გადავედი და შეგუება ძალიან გამიჭირდა. თავდაუზოგავად ვშრომობდი და მიხარია, რომ ეს ყველაფერი დამიფასდა. რა თქმა უნდა, ჩემპიონობაზე ვფიქრობდი, მაგრამ ვფიქრობ, ბრინჯაოს მედალიც მშვენიერი შედეგია. ოლიმპიურ თამაშებზე ნებისმიერი სინჯის მედლის მოპოვება დიდი წარმატებაა. მიხარია, რომ საქართველოს პირველი მედალი ამ უმნიშვნელოვანეს დღეს – 8 აგვისტოს მოვუტანე. თან გზად რუსი მეტოქეც დავამარცხე. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ შედეგის მიღწევაში დამეხმარა” – განაცხადა 24 წლის გმირმა!

ლაშა შავდათუაშვილმა კუბელი ძიუდოისტი დაამარცხა (ვიდეო)

8 აგვისტოს, რიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოში, 73 კგ. კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა თავის პირველ შეხვედრაში კუბელი ძიუდოისტი, ესტრადა დაამარცხა.

ამირან პაპინაშვილი ნახევარფინალშია! (ვიდეო)

ქართველი ძიუდოისტი 60 კილოგრამ კატეგორიაში, ამირან პაპინაშვილი რიოს ოლიმპიადის ნახევარფინალშია!

პაპინაშვილმა იაპონელ ტაკატო ნაოჰისას მოუგო მეოთხედფინალში. მანამდე ქართველმა სპორტსმენმა ბულგარელი მეტოქე დაამარცხა.

ნახევარფინალური შეხვედრა ამირან პაპინაშვილსა და რუს ბესლან მუდრანოვს შორის 23:12 საათზე გაიმართება!

წინ, ოქროსკენ!

ვინ იქნება დღეს – 6 აგვისტო რიოს ოლიმპიადაზე

6 აგვისტოს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის სამი წარმომადგენელი – ძიუდოისტი ამირან პაპინაშვილი, ტყვიის მსროლელი ცოტნე მაჭავარიანი და ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი იასპარეზებს.

papinashvili

ამირან პაპინაშვილი, 60 კგ. (ძიუდო)

17:00 – 20:00 კვალიფიკაცია, 1/4-ფინალები
22:30 – 23:40 რეპეშაჟი, 1/2-ფინალები
23:40 – 00:20 შეხვედრა III ადგილისთვის
00:20 – 01:10 ფინალი

tsotne machavariani

ცოტნე მაჭავარიანი (ტყვიის სროლა)

20:00 – 21:15 სპორტული პისტოლეტი. კვალიფიკაცია
22:30 – 23:00 სპორტული პისტოლეტი. ფინალი

basilashvili

ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი)

17:45 – 06:00 I – წრე

ბექა ღვინიაშვილი ბაქოს გრანდ სლემის გამარჯვებულია (ვიდეო)

8 მაისს, ბაქოში მიმდინარე გრანდ სლემზე 100 კილოგრამ კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში უნგრელი კირჯენიკსი იპონით, 36 წამში დაამარცხა.

დიდი უსამართლობა – ლაშა შავდათუაშვილს ოქროს მედალი “წაართვეს” (ვიდეო)

2016 წელი – 22 აპრილს, ყაზანში, ევროპის ჩემპიონატის ფინალში, 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ფინალში აზერბაიჯანელ რუსტავ ორუჯოვს დაუპირისპირდა.

შეხვედრის დასაწყისში, ლაშამ ვაზარი მოიპოვა, რომელიც მსაჯმა მალევე გააუქმა. თუმცა, რამდენიმე წუთში, ქართველმა კიდევ ერთხელ მოახერხა ვაზარის მოპოვება. თითქოს, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და შავდათუაშვილი ჩემპიონი უნდა გამხდარიყო, მაგრამ მსაჯმა, მოულოდნელად, ქართველს მეოთხე გაფრთხილება მისცა. ამ გადაწყვეტილებამ ბევრი მაყურებელი და თავად ლაშაც ძალიან გააკვირვა.

იხილეთ ვიდეო

ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონია – რუსეთში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა! (ვიდეო)

21 აპრილს, რუსეთის ქალაქ ყაზანში ქართველი ძიუდოისტი, ვაჟა მარგველაშვილი 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა.

მარგველაშვილმა, რომელსაც ფინალში ტრავმა აწუხებდა, ბრიტანელი ძიუდოისტი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. ბოლოს კი, დარბაზში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა.

ავთანდილ ჭრიკიშვილი: “პირობას ვდებ, რომ პოლიტიკაში არასოდეს წავალ”

7 თებერვალს, ქართველმა ძიუდოისტმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) პარიზის გრანდ სლემი მოიგო. ავთომ ტურნირზე ფრანგი, ჰოლანდიელი, უნგრელი, რუსი და ბულგარელი ძიუდოისტები დაამარცხა.

გუშინ, სოციალურ ქსელ Facebook-ში, ჩვენს ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გამოვაქვეყნეთ, რომელშიც პარიზის გრანდ სლემის მიმდინარეობისას ჭრიკიშვილის მიერ გაკეთებული ილეთები და დაჯილდოების ცერემონიალი იყო აღბეჭდილი. ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ბევრმა კი იმის სურვილი გამოთქვა, რომ მისი წარმატებული წინამორბედების მსგავსად, “ძიუდოს მესიც” პოლიტიკაში არ წასულიყო.

საბოლოოდ, ჩვენს მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს კომენტარებში, ჭრიკიშვილი გულშემატკივრებს გამოემხაურა და მათ უთხრა, რომ პოლიტიკაში წასვლას არ აპირებს: “მადლობა ყველას მოლოცვისათვის. არა, პირობას ვდებ, რომ არასოდეს წავალ პოლიტიკაში. ამის შანსი ერთი პროცენტიც კი არ არის.”

გუშინ ავთანდილ ჭრიკიშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა!გთავაზობთ ქართველი ძიუდოისტის მიერ გუშინ გაკეთებულ შესანიშნავ ილეთებს…

Posted by Fanebi.Com on Monday, 8 February 2016

>

ქართველი ძიუდოისტების მარცხი

მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა ზურაბ კახნიაშვილმა რუმინელ ვლად ლუკანთან შეხვედრა ვაზარით დათმო.

დაპირისპირების მიმდინარეობისას მასპინძელი სპორტსმენი შიდოთი დაჯარიმდა, რის შემდეგაც გააქტიურდა და მეტოქეს ორი შიდო მიაღებინა, თუმცა ორთაბრძოლის მიწურულს რუმინელმა სპორტსმენმა ბოჭვა გაუკეთა და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.

დამარცხდა 55 წონით კატეგორიაშე მოასპარეზე ძიუდოისტი თემურ ნოზაძეც, თუმცა შემდეგ რეპეშაჟის შეხვედრაში უკრაინელი მეტოქე დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს.

 

ევროპის საუკეთესოები – ნაკრები, მწვრთნელი, ახალგაზრდა ძიუდოისტი

26 აპრილს ევროპის ძიუდოს კავშირმა მონპელიეში გალადაჯილდოებაზე სხვადასხვა ნომინაციაში 2013 წლის საუკეთესოები გამოავლინა. საქართველოს ძიუდოს ნაკრები 2013 წლის ევროპის საუკეთესო გუნდად დასახელდა. 2013 წლის ევროპის საუკეთესო მწვრთნელის პრიზი ვერცხლის ორდენი საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ირაკლი უზნაძეს გადაეცა, ხოლო ბექა ღვინიაშვილი 2013 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ძიუდოისტი გახდა. ევროპის ძიუდოს კავშირმა 2013 წლის ევროპის საუკეთესო ძიუდოისტად ფრანგი ტედი რინერი დაასახელა, ხოლო საუკეთესო ქალი ძიუდოისტი კოსოვოელი მაილინდა კელმენდი გახდა.

GJF.GE