23 სექტემბერს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-5 ტურში, “სელტამ” საკუთარ მოედანზე “ბარსელონა” მიიღო და მეტოქე ყველასათვის მოულოდნელად ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
ჭდე: სელტა
ლუკაშ პოდოლსკიმ “სელტას” ფეხბურთელს ხელი დაარტყა (ვიდეო)
22 ივლისს, “გალათასარაი” ამხანაგურ შეხვედრაში “სელტას” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
მატჩის 34-ე წუთზე, ლუკაშ პოდოლსკისა და კაბრალს შორის სიტუაცია დაიძაბა.
„მალაგამ“ „სელტას“ თავდამსხმელი დაიმატა
გამოცდილი ბრაზილიელი თავდამსხმელი შარლესი კარიერას „მალაგაში“ გააგრძელებს.
როგორც კლუბის ოფიციალური საიტი წერს, სამედიციმო შენოწმების გავლის შემდეგ 31 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
გარიგების ფინანსური დეტალები ამჟამად უცნობია. ცნობისთვის, შარლესს „სელტასთან“ ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებდა.
სათქმელია, რომ შარლესი „მალაგას“ ამჟამინდელ თავკაც ხავი გარსიას კარგად იცნობს – თავის დროზე ის მასთან ერთად „ალმერიაში“ მუშაობდა.
ასპასი “სელტას” დაუბრუნდა
“სევილიას” ფორვარდი იაგო ასპასი “სელტას” დაუბრუნდა. ინფორმაციას, კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
რამო სანჩეს პისხუანზე ერთწლიანი იჯარის შემდეგ ანდალუსიელებს ფეხბურთელი “ლივერპულისგან” 6 მილიონ ევროდ უნდა გამოესყიდათ.
გამოსყიდვის შემდეგ კი ფეხბურთელი მშობლიურ “სელტაში” გაასხვისეს, რომელმაც 5,3 მილიონი გადაიხადა. ვიგოელთა შემადგენლობაში ასპასი 2008-2013 წლებში თამაშობდა.
პრიმერას გასულ სეზონში 27 წლის ასპასმა 16 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.
“სევილიამ” გამოცდილი ნახევარმცველი გადაიბირა
გამოცდილი დანიელი ფეხბურთელი მიკელ კრონ-დელი კარიერას “სევილიაში” გააგრძელებს. ინფორმაციას ანდალუსიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. მხარეებმა კონტრაქტს 2+1 სისტემით გააფორმეს.
კრონ-დელი “სევილიაში” “სელტადან” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. ვიგოელთა ღირსებას დანიელი 2012 წლიდან იცავდა.
გასულ სეზონში კრონ-დლეიმ 35 შეხვედრაში მიიღ მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.
“სევილიამ” “სელტას” ვერ აჯობა
ესპანური პრიმერას 36-ე ტურში “სევილია” “სელტას” ესტუმრა და უხერხული მეტოქის დამარცხება ვერ შეძლო.
შეხვედრაში ანგარიში ანდალუსიელებმა მე-8 წუთზე გახსნსე, როდესაც იაგო ასპასის პასით თავი გამეირომ გამოიჩინა. მასპნიძლებმა ანგარიშის გათანაბრება მეორე ტაიმში, მატჩის 58-ე წუთზე შეძლეს. 11 მეტრიანი დარტყმით თავი სანტი მინამ გამოიჩინა და საკუთარ გუნდს 1 ქულა მოიპოვა.
ამრიგად, “სევილია” მეხუთე ადგილზე დარჩა და “ვალენსიასთან” სხვაობის შემცირების შანსი გაუშვა ხელიდან.
სერხიო ბუსკეტსმა”სელტას” ფეხბურთელს თავბრუ დაახვია (ვიდეო)
5 აპრილს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “სელტასა” და “ბარსელონას” შორის გამართულ მატჩში (0:1), სერხიო ბუსკეტსმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელი ასე მოატყუა:
რა გაუკეთა ნეიმარმა “სელტას” ფეხბურთელს (ვიდეო)
5 აპრილს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “სელტასა” და “ბარსელონას” შორის გამართულ შეხვედრაში, კამერებმა დააფიქსირეს, თუ რა გაუკეთა ნეიმარმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელს.
“სელტას” ფეხბურთელმა სერხიო ბუსკეტს ბალახი ესროლა (ვიდეო)
პიკე: “ვფიქრობ, მესი “სელტასთან” ითამაშებს”
“ბარსელონას” მცველი, ჟერარ პიკე ლიონელ მესის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი. ესპანელი უკანახაზელი იმედოვნებს, რომ გუნდის ლიდერი უახლოეს ტურში “სელტასთან” გასამართ შეხვედრაში შეძლებს მონაწილეობის მიღებას.
“ოპტიმისტი ვარ. მესის ვესაუბრე და ვფიქრობ, რომ ის მოედანზე გასვლას შეძლებს. მან იცის, რომ გუნდს ძალიან სჭირდება” – განაცხადა პიკემ.
”სელტას” მცველმა, ჯონიმ რონალდო სიმულაციაში დააადნაშაულა
”ლა ლიგის” მე-14 ტურის მატჩის დამთავრების შემდეგ სკანდალი მოჰყვა. ესპანური პრესა რონალდოს სიმულაციას განიხილავს. თემის განხილვაში ”სელტას” ფეხბურთელებიც ჩაერთვნენ. ჯონი უშუალოდ იყო ამ ეპიზოდის მონაწილე. მატჩის შემდეგ მან მედიასთან კომენტარი გააკეთა.
,,ეს უბრალოდ სამართლიანი არაა. დიახ, მე მას ხელით შევეხე. ეს კი საჯარიმოს გარეთ მოხდა. მსაჯმა კი ყველაფერი სხვაგვარად დაინახა. ეპიზოდმა ძალიან იმოქმედა გუნდზე.” – განაცხადა ჯონიმ.