1 ნოემბერს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “ბარსელონასა” და “სელტას” შორის გამართულ მატჩში (0:1) ლუის სუარესმა მეტოქე ასე მოატყუა:
ჭდე: სელტა
ლუის ენრიკეს კომენტარი “სელტასთან” მარცხის შემდეგ
ესპანეთის პრიმერადივიზიონის X ტურში “ბარსელონა” შინ “სელტასთან” ანგარიშით 0:1 დამარცხდა. კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მარცხი მომენტების გამოუყენებლობას დააბრალა. აღსანიშნავია, რომ “ბარსელონას” ფეხბურთელებმა მატჩის განმავლობაში მეტოქე გუნდის კარის ძელს ბურთი ოთხჯერ მოარტყეს.
“19-ჯერ დავარტყით, აქედან ცხრაჯერ ბურთი კარში წავიდა, ოთხჯერ გავარტყით კარის ძელს. ჩემი აზრით, გამარჯვებას ჩვენ ვიმსახურებდით, თუმცა ასეთია ფეხბურთი. მინდოდა, რომ თამაშზე მეტი კონტროლი დაგვეწესა, მაგრამ მეტოქესგან ასეთ თამაშს მოველოდით. გოლის გატანის რამდენიმე კარგი შანსი გვქონა, თუმცა დღეს ჩვენი დღე არ იყო”, – ციტირებს ლუის ენრიკეს სიტყვებს “მარკა”.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” ზედიზედ მეორედ დამარცხდა: წინა ტურში კატალონიურმა გუნდმა მადრიდის “რეალთან” წააგო (1:3).
“ბარსელონამ” პრიმერადივიზიონის სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაკარგა.
ბარსელონა – სელტა 0:1
პრიმერა დივიზიონის მეათე ტურში “ბარსლეონა” საკუთარ მოედანზე “სელატსთან” მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
ბარსელონა 0-1 სელტა
გოლი: ლარივეი 55′
ატლეტიკო – სელტა 2:2
მადრიდში გამართული “ატლეტიკოსა” და “სელტას” დაპირისპირება შედეგიანი ფრით, 2:2 დასრულდა
ატლეტიკო 2-2 სელტა
გოლები: ერნანდესი 19′ (0:1); მირანდა 31′ (1:1); გოდინი 41′ (2:1): ნოლიტო 52′ (2:2)
“სელტას” ფეხბურთელმა “ატლეტიკოს” გასაოცარი გოლი გაუტანა
20 სექტემბერს “ატლეტიკოსა” და “სელტას” შორის გამართულ მატჩში პაბლო ერნანდესმა მადრიდელთა კარში გასაოცარი გოლი გაიტანა.
სელტას კაპიტანი დეკემბერში დაუბრუნდება
“სელტას” საყრდენი ნახევარმცველი ბორხა ოუბინია მუხლზე გაკეთებული ოპერაციის გამო ოთხ თვეს გამოტოვებს. კლუბის ოფიციალურ საიტზე გავრცელებული ინფორმაციით, ქირურგიული ჩარევა წარმატებით დასრულდა.
ახლა ბორხა სარეაბილიტაციუ კურსი ელის. კლუბში იმედოვნებენ, რომ ოუბინია მოედანზე გასვლას დეკემბრის დასაწყისში შესძლებს მოედანზე გასვლას.
გასულ სეზონში 32 წლის ნახევარმცველმა “სელტას” შემადგენლობაში პრიმერას 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლის გატანაც მოახერხა.
ლუის ენრიკე სელტას ტოვებს
“სელტას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ ბოლო ტურში “ვალენსიასთან” გასამართი მატჩის შემდეგ კლუბს დატოვებს.
“ვიგო ძალიან შემიყვარდა. აქ ძალიან კარგად მიმიღეს და მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი. თუმცა, ოჯახისგან შორს ცხოვრება ჩემთვის რთული აღმოჩნდა.
კლუბი ძალიან შემიყვარდა და ამ გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს სამწვრთნელი კარიერაში “სელტა” საუკეთესო კოლექტივია” – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
ლუის ენრიკემ “სელტაში” მხოლოდ ერთი სეზონი იმუშავა. პრიმერას დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გუნდი მერვე პოზიციაზეა. დიდი ალბათობით, ლუის ენრიკე მომავალი სეზონიდან “ბარსელონას” ჩაიბარებს.
“რაიო ვალეკანოს” ფეხბურთელმა შუა თამაშისას მეტოქეს თავი ჩაარტყა
6 აპრილს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “რაიო ვალეკანომ” საკუთარ მოედანზე “სელტა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
აღნიშულ შეხვედრაში, “რაიო ვალეკანოს” ფეხბურთელმა რაზვან რატმა მეტოქეს შუა თამაშისას თავი ჩაარტყა, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო.
„ვილიარეალი“-„სელტას“ მატჩის დროს ცრემლსადენი გაზის ბალონი ისროლეს
ესპანეთის პრიმერადივიზიონის 24-ე ტურში „ვილიარეალსა“ და „სელტას“ შორის მატჩის მიმდინარეობისას ტრიბუნიდან ცრემლსადენი გაზის ბალონი ისროლეს, რის გამოც შეხვედრა 87-ე წუთზე შეჩერდა. ფეხბურთელები მაშინვე გასახდელისკენ გაეშურნენ, 5 წუთში სტადიონი მთლიანად დაცარიელდა. ამ დროს ანგარიში „სელტას“ სასარგებლოდ 1:0 გახლდათ. შეხვედრა 25 წუთის შემდეგ განახლდა. ბოლო წუთებში „სელტამ“ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და მატჩი მათ სასარგებლოდ, ანგარიშით 2:0 დასრულდა. მომხდარი ფაქტის გამო, შეხვედრის მასპინძელი კლუბი „ვილიარეალი“ ფულად სანქციებს ვერ ასცდება.
გთავაზობთ ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას.