ოთარ მარცვალაძე რენე ფერეირას წინააღმდეგ (ვიდეო)

25 აგვისტოს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს სუპერთასის მატჩში ერთმანეთს თბილისის “დინამო” და გორის “დილა” დაუპირისპირდნენ.

მატჩის მიმდინარეობისას, მოედანზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ძირითადად კი, ერთმანეთთან ყველაზე ხშირად ოთარ მარცვალაძე და რენე ფერეირა კამათობდნენ.

ოფიციალურად: ილურიძე, კვირკველია და მარცვალაძე “დილაში” ითამაშებენ

დასრულებული XXVI ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული გორის „დილა“ მოახლოვებული ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდისა და ეროვნული ჩემპიონატისათვის მზადებას 11 ივნისს საკუთარ ქალაქში განაახლებს, ხოლო ადგილზე „დილა“ პირველ შეკრებას 12 ივნისს დაიწყებს და 12 დღის განმავლობაში მოემზადება.

26 ივნისს დაგეგმილია მეორე უცხოური შეკრება. თუ სად გაივლის გუნდი მეორე მოსამზადებელ ეტაპს, ამას უახლოეს მომავალში გაცნობებთ.

ჯერჯერობით კლუბი ოფიციალურად სერბმა ლეგიონერმა სლავკო მარიჩმა დატოვა. 11 ივნისს გუნდს შეუერთდებიან ახალწვეულები: გიორგი ილურიძე და დავით კვირკველია. ორივე მათგანი როგორც ქართველი, ასევე „დილას“ ქომაგთათვის კარგად ნაცნობი ფეხბურთელები არიან. ილურიძეც და კვირკველიაც „დილას“ შემადგენლობაში წარმატებით ასპარეზობდნენ. ასევე გუნდს შეუერთდება ოთარ მარცვალაძე, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში არაერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული. ბოლოს იგი რუსეთის პირველი დივიზიონის „ტოსნო“-ში გახლდათ.

„დილას“ პირველ ვარჯიშზე შეუერთდება 20 წლის თავდამსხმელი ისლამ მაშუკოვიც, რომელიც ასევე რუსეთის პირველი დივიზიონის „სკა-ენერგიაში“ გამოდიოდა, სადაც ჩვენი თანამემამულეები გოგიტა გოგუა და კახა ალადაშვილი ასპარეზობდნენ. მაშუკოვის გადაბირება „დილას“ გასრულებული ჩემპიონატის მეორე წრეშიც სურდა, მაგრამ მაშინ ეს ტრანსფერი არ შედგა. ახლა კი იგი სავარაუდოდ „დილას“ ფორმას მოირგებს.

„დილას“ პრესსამსახური

ოთარ მარცვალაძე – საინტერესო შეხვედრები გველის

ჰოლანდიური შეკრების მორიგი დღეც წინა დღეების მსგავსია. ორჯერადი ვარჯიშები, დაუღალავი მუშაობა, მონდომებული მზადება ოფიციალური შეხვედრებისათვის. შეკრებაზე, აქტობეზე, მსოფლიოს ჩემპიონატზე საუბარი ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს- ოთარ მარცვალაძეს ვთხოვეთ.

ოთარ მარცვალაძე– ჩემი აზრით მართლაც იდეალური პირობებია ფეხბურთელისთვის აქტობესთან მნიშვნელოვანი თამაშებისთვის მოსამზადებლად. ფეხბურთელებიც და ხელმძღვანელობაც ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა ეს ეტაპი გავიაროთ. აქტობეს კარგად ვიცნობ, მათგან მოწვევაც მქონდა, მაგრამ ალანიაში თამაში ვარჩიე. მათ რიგებში რამდენიმე ჩემი ყოფილი თანაგუნდელი გამოდის ალანიიდა, ნიჟნი ნოვგოროდიდან. ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, კარგი გუნდია და საინტერესო შეხვედრები გველის.

რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატს, ვფიქრობ გრანდები იმდენად გადაღლილები იყვნენ მომქანცველი სეზონით, რომ შესაძლებლობების მხოლოდ ოცდაათი პროცენტი აჩვენეს. მესის გულშემატკივარი ვარ და მინდა არა მარტო დღეს, საერთოდ მუნდიალზე გამარჯვებული და თასით ხელში ვიხილო. დღევანდელი სათამაში დღის მეორე წყვილში კი ჩემი აზრით წარმატებას ბელგია მიაღწევს.

FCDinamo.GE

დინამოში მარცვალაძე და იენსე წარადგინეს

დღეს, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე “დინამოს” ხელმძღვანელობმა ახალწვეულები, ჰოლანდიელი იენს იანსე და ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ცნობილი ოთარ მარცვალაძე წარადგინეს.

მარცვალაძემ სეზონის პირველი ნახევარი ვლადიკავკაზის “ალანიაში” გაატარა, თუმცა ოსური კლუბი ფინანსური პრობლემების გამო დაიშალა და ქართველიც სამშობლოში დაბრუნდა.

იანსემ კი მიმდინარე სეზონის პირველი ნაწილი ესპანური სეგუნდას ბინადარ “კორდობაში” გაატარა, სადაც 11 მატჩი ჩაატრა.

მარცვალაძეს 20-ნომრიანი მაისური გადაეცა, ხოლო იენსეს 22 ნომერი ერგო.

ორივე ფეხბურთელი თბილისურ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და ჯერ-ჯერობით სეზონის ბოლომდე დარჩებიან კლუბში, თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელების პერსპექტივით.

რომან ფიფია: გაძლიერდა თუ არა გუნდი, ამას ყველანი ერთად ვნახავთ. ფაქტია, რომ ახალწვეულები ძლიერი მოთამაშეები არიან. ამ ეტაპზე საკმარისი რაოდენობის ტრანსფერები განცახორციელეთ. ზაფხულში კი, შედეგებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ.

ოთარ მარცვალაძე: ბევრი დრო გამიცდა და საქართველოში დაბრუნებაც ამიტომ გადავწყვიტე. დინამოში სიხარულით დავბრუნდი. ჩემს კარიერაში ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. იმედი მაქვს, რომ სეზონის ბოლოს კონტრაქტს გავახანგრძლივებთ.

მარცვალაძე “დინამოში”?

საქართველოს ნაკრების ფორვარდი ოთარ მარცვალაძ კარიერას სავარაუდოდ თბილისის “დინამოში” გააგრძელებს.

მარცვალაძემ მიმდინარე სეზონი ვლადიკავკაზის “ალანიაში” დაიწყო, თუმცა კლუბი ფინანსური პრობლემების გამო დაიშალა ქართველ ფორვარდს ახალი გუნდის ძიება დასჭირდა.

აღსანიშნავია, რომ მარცვალაძე ჯერ გორის “დილას” შეუერთდა თურქულ შეკრებაზე, თუმცა რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ გუნდი დატოვა და “დინამოსთან” წამოიწყო მოლაპარაკებები.