ლუი ვან გაალმა საბოლოოდ გადაწყვიტა ტომ ქლევერლის გუნდიდან გაშვება. London Evening Standard-ის ცნობით, ლუი ახალგაზრდა ინგლისელის ნახევარმცველს ახალ “იუნაიტედში” ვერ ხედავს და მის გაშვებას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ეცდება. ჰოლანდიელმა მწვრთნელმა უკვე საკმარისად მისცა ქლევერლის შანსები. ტომი სეზონის მოსამზადებელ ტურნეზე ხშირად გადიოდა მოედანზე, ერთხელ კაპიტნის სამკლაურიც მოირგო, მაგრამ, როგორც ჩანს, ვან გაალზე კარგი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.
“იუნაიტედი” ახალი ნახევარმცველის ძიებაშია და ტომის გაყიდვა ალბათ კიდევ უფრო გაამძაფრებს არტურო ვიდალის ყიდვის მოლოდინს. ქლევერლი არ იქნებეა პირველი, ვინც კლუბიდან წამსვლელთა სიაში აღმოჩნდება. “იუნაიტედიდან” პორტუგალიის “სპორტინგში” უკვე წავიდა ლუის ნანი. ამავე გამოცემის ინფორმაციით, ვან გაალმა შესაძლოა შინჯი კაგავას გაყიდვაც გადაწყვიტოს.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/