ვოიცეხ შჩესნიმ “იუვენტუსში” სამედიცინო შემოწმება გაიარა (ვიდეო)

ტურინის “იუვენტუსში” ჯანლუიჯი ბუფონს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. ვოიცეხ შჩესნიმ იტალიურ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და მალე კონტრაქტსაც გააფორმებს. გავრცელებული ინფორმაციით, “ბებერი სინიორა” პოლონელი მეკარის სანაცვლოდ ლონდონის “არსენალს” 15 მილიონ ევროს გადაუხდის.

შეგახსენებთ, რომ ვოიცეხ შჩესნი უკანასკნელი ორი სეზონის განმავლობაში “რომაში” განათხოვრების წესით თამაშობდა.

შჩესნი “რომას” დაემშვიდობა

ვოიცეხ შჩესნი “რომას” დაემშვიდობა. პოლონელი მეკარე იტალიურ კლუბში ორი სეზონის განმავლობაში იჯარის წესით თამაშობდა.

“მხოლოდ ახლაღა გავაცნობიერე, რომ ივნისი დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ “რომას” ფეხბურთელი აღარ ვარ. იმ ორმა წელმა, რომელიც კლუბში გავატარე, ბევრი ბედნიერი მომენტი მაჩუქა. ვერასდროს გადავუხდი სრულყოფილ მადლობას კლუბს იმისთვის, რომ თამაშის შესაძლებლობა მომცა. დიდებული მომენტებისთვის მადლობას ვუხდი სამწვრთნელო შტაბსა და თანაგუნდელებს, მხარდაჭერისთვის კი – ფანებს. ძალიან დიდი მადლობა”, – დაწერა სოციალურ ქსელში შჩესნიმ.

27 წლის პოლონელი მეკარე საიჯარო ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ ლონდონის “არსენალში” დაბრუნდა.

„არსენალი“ შჩესნის დასჯის

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის (0:2) მიმდინარეობისას ვოიცეხ შჩესნის მიერ ნაჩვენები უცენზურო ჟესტი უყურადღებოდ არ დარჩება.

შეგახსენებთ, რომ „მეთოფეთა“ პოლონელმა კიპერმა გაძევების შემდეგ უხამსი ჟესტი აჩვენა.

„ამ თემას კლუბში განვიხილავთ. ასეთ ქმედებას ნამდვილად ვერ მოვიწონებთ. კი ბატონო, ის გაღიზიანებული იყო, მაგრამ ჩვენ პროფესიონალები ვართ და საკუთარი ემოციების გაკონტროლება უნდა შეგვეძლოს“, – ვენგერის სიტყვები ESPN-მა გამოაქვეყნა.

 

რობენი: „პენალტი იყო, მაგრამ მეკარის გაძევება საკამათო საკითხია“

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა არიენ რობენმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, ლონდონის „არსენალის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:0), მეტოქის კარის მიმართულებით დანიშნული პენალტის შესახებ ისაუბრა..

„მეტოქე გუნდის მეკარის მისამართით წითელი ბარათის ჩვენება მატჩის გადამწყვეტი მოვლენა იყო. ტონი კროოსმა მშვენიერი გადაცემა გამიკეთა, მეკარეს ვაჯობე და ბურთს დავეუფლე, რის შემდეგაც მან მე წამაქცია.

პენალტი ნამდვილად დასანიშნი იყო, მაგრამ რამდენად იმსახურებდა შჩესნი წითელ ბარათს, ეს საკამათო საკითხია“, – აღნიშნა რობენმა.

ბავარიელთა ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ საწყის წუთებში „არსენალი“ უკეთ თამაშობდა.

„საწყის წუთებში „არსენალი“ ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა და პირველ 15 წუთში სახიფათოდ გვიტევდნენ. საბედნიეროდ, მანუელ ნოიერმა პენალტი მოიგერია. ამის შემდეგ თამაში გავაუმჯობესეთ.

მეოთხედფინალის საგზური ჯერ არ გაგვინაღდებია. „არსენალს“ დიდ პატივს ვცემთ, დიდებული გუნდია. მათ საწყის 15 წუთში გვიჩვენეს, თუ რა შეუძლიათ“, – რობენის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნსა“ და „არსენალს“ შორის განმეორებითი მატჩი მიუნხენში, 11 მარტს შედგება.

ბექა დოგრაშვილი