მსოფლიოს ჩემპიონატი ახლოვდება და ფეხბურთელთა მიმართ ინტერესი ისეთი ადამიანების მხრიდანაც იზრდება, რომლებსაც ფეხბურთი სულ არ აღელვებთ, უფრო მეტად კი სპორტსმენთა პირადი ცხოვრება აინტერესებთ. FreeBetNegotiator-მა ღია გამოკითხვა მოაწყო, რომლის მიზანიც იმის გარკვევა იყო, თუ რომელი ფეხბურთელის ოჯახს მიიჩნევს ხალხი ყველაზე ლამაზად.
არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ პირველ ადგილზე კრიშტიანუ რონალდუ – ირინა შეიკის წყვილი გავიდა. მეორე პოზიცია წილად ხვდა დევიდ ბექჰემისა და ვიქტორია ადამსის ოჯახს. პირველმა წყვილმა ხმათა 18 პროცენტი მიიღო, მეორემ კი – 14. მესამე ადგილზე ლეო მესისა და ანტონელა როკუზოს ოჯახი გავიდა, მეოთხე პოზიცია სტივენ ჯერარდისა და ალექს კურანის წყვილს მიაკუთვნეს, მეხუთე ადგილი წილად ხვდა ჟერარ პიკე – შაკირას წყვილს.