„ევერტონის“ მეკარემ ტიმ ჰოვარდმა მერსესაიდელებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი ხელშეკრულება მხარეებმა 2018 წლამდე გააფორმეს.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელი, რომელმაც კარი მშრალად მიმდინარე სეზონის ცამეტ შეხვედრაში შეინარჩუნა, „ევერტონს“ 2006 წელს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ შეუერთდა.
აქედან გამომდინარე, შეთანხმების ვადის დასრულებისთვის ჰოვარდს 39 წელი შეუსრულდება.
ალექსანდრე მატევოსოვი