არგენტინელი ჟურნალისტი მიგელ ფერნანდესი იუწყება, რომ ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი კარლოს ტევესი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მშობლიურ “ბოკა ხუნიორსში” გადავა.
ჟურნალისტი ამბობს, რომ მას ეს ინფორმაცია სანდო წყარომ მიაწოდა. ფერნანდესი აღნიშნავს, რომ არგენტინელ თავდამსხმელს “ბოკას” რიგებში თამაში 12 ან 19 ივლისს უკვე შეეძლება, როდესაც გუნდი შესაბამისად “კილმესს” და “კორდობას” დაუპირისპირდება.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ კარლოს ტევესს “იუვენტუსთან” მოქმედი კონტრაქტის ვადა 2016 წლის 30 ივნისს ეწურება.