კარლოს ტევესმა ციხეში ფეხბურთის თამაშისას ტრავმა მიიღო

უცხოურმა გამოცემებმა “მანჩესტერ სიტის”, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “იუვენტუსის” ყოფილი ვარსკვლავი, კარლოს ტევესი უპასუხისმგებლო საქციელში ამხილეს.

34 წლის არგენტინელი შემტევი დღეს “ბოკა ხუნიორსის” ვარჯიშზე არ გამოცხადდა, მიზეზად კი დახურულ დარბაზში თამაშისას მიღებული ტრავმა დაასახელა, თუმცა ამას არ იჯერებენ Clarin-ის ჟურნალისტები.

არგენტინული პრესის ცნობით, კარლოსი თავის ძმას ესტუმრა ციხეში, რომელიც 2010 წლიდან 16-წლიან სასჯელს იხდის. ძმებმა დარბაზში ფეხბურთი ითამაშეს, რომელიც სულ რაღაც 20 წუთი გაგრძელდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

რა თქმა უნდა, “ბოკა ხუნიორსის” ხელმძღვანელები მომხდარით უკმაყოფილონი არიან.

არგენტინის პრეზიდენტი: “შესაძლოა, მომავალ წელს ტევესი უკან დაბრუნდეს”

28 დეკემბერს ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ბოკა ხუნიორსის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი, კარლოს ტევესი ჩინურ “შანხაი შენჰუაში” გადავიდა. ამ ტრანსფერის შემდეგ 32 წლის შემტევი მსოფლიო ყველაზე მაღალანაზაურებადი ფეხბურთელი გახდა. კარლოსი წელიწადში 32 მილიონ ფუნტს მიიღებს. კონტრაქტი კი ორწლიანია.

არგენტინის პრეზიდენტმა, მაურისიო მაკრიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ არაა გამორციხურლი, ტევესი მომავალ წელს ისევ “ბოკაში” დაბრუნდეს.

“თავდაპირველად, ვიტყვი, რომ კარლოსის ტრანსფერი გააძლიერებს კავშირს და განავითარებს ურთიერობას არგენტინასა და ჩინეთს შორის. როგორც “ბოკას” ეგოისტი ფანი, ვიტყვი, რომ ნამდვილად არ მინდოდა ტევესის წასვლა. თუმცა ვიცი, რომ მას ეს სჭირდებოდა.”

“მიყვარს კარლიტო. ადრე მას ვუთხარი, რომ  აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყო ევროპიდან. იგი ასეც მოიქცა. ახლა კი, ვხვდები, რომ მას ისევ სჭირდება სიმშვიდე და უფრო წყნარ გარემოში ცხოვრება. არ გამოვრიცხავ, რომ მომავალ სეზონში კარლოსი ჩვენთან დაბრუნდეს,” – განაცხადა ტევესმა.

კარიკატურა: ახალდაქორწინებული ტევესი ჩინეთში გაფრინდა (ფოტო)

სულ ცოტა ხნის წინ არგენტინელი ფეხბურთელი, კარლოს ტევესი დაოჯახდა. დღეს კი “ბოკა ხუნიორსიდან” ჩინურ “შანხაი შენჰუაში” გადავიდა. 32 წლის სპორტსმენი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდა. ტევესი წელიწადში 32 მილიონ ფუნტს მიიღებს.

ომარ მომანიმ ეს ყველაფერი ასე წარმოგვიდგინა

 

ოფიციალურად: ტევესი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა

“ბოკა ხუნიორის” აწ უკვე ყოფილი ფორვარდი, კარლოს ტევესი “შანხაი შენშუას” რიგებში ოფიციალურად ჩაირიცხა.

უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 32 წლის კარლოს ტევესის მიერ ჩინურ კლუბთან გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, არგენტინელი ფორვარდი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა.

Goal-ის ცნობით, “იუვეს” ექს-შემტევი ხელფასის სახით 32 მილიონ ფუნტს მიიღებს წელიწადში ჩინური კლუბისაგან.

ბუენოს აირესში ტევესის სახლი გაქურდეს

სულ ცოტა ხნის წინ აგერტინელი ფეხბურთელი, კარლოს ტევესი ვანესა მანსილაზე დაქორწინდა. გაირკვა, რომ ქორწილის მიმდინარეობისას “ბოკა ხუნიორსის” შემტევის სახლი გაქურდეს.

კარლოსს მოუწია, სახლში სწრაფადვე დაბრუნებულიყო. იქ მისულ ფეხბურთელს, სახლი უკვე გაძარცვული დახვდა. აღსანიშნავია, რომ მან პოლიციას ამის შესახებ საჩივრით არ მიმართა, რადგან არ უნდოდა, ამბავი გახმაურებულიყო და მედიას მასზე ესაუბრა. თუმცა, არგენტინელმა მაინც ვერ შეძლო ნახსენები შემთხვევის დამალვა.

ამ ამბის შემდეგ კიდევ უფრო გახშირდა იმაზე საუბარი, რომ 32 წლის შემტევი “ბოკას” დატოვებს და ჩინური კლუბის ძალიან სარფიან შემოთავაზებას დათანხმდება.

აგუეროს ვაჟმა კარლოს ტევესისგან განსაკუთრებული საჩუქარი მიიღო

ბენჟამინ აგუეროს, რომლის მამაც სერხიო აგუერო, ხოლო ნათლია დიეგო მარადონა გახლავთ, ახლა უკვე კარლოს ტევესის მიერ ხელმოწერილი მაისურიც აქვს.

ახალგაზრდა ბენჟამინი, რომლის დედაც ჯანინა მარადონა გახლავთ, “ბომბონერაზე” სპეციალურად მიიწვიეს, რათა კარლოს ტევესის მიერ “ბოკა ხუნიორსის” მაისურით ჩატარებული ბოლო მატჩისთვის ედევნებინა თვალი.

“მადლობა ჩემი ვაჟის გაბედნიერებისთვის. ასეთი ჩუმი და ამავდროულად აღელვებული არასდროს მინახავს. უღრმესი მადლობა!” – ვკითხულობთ ჯანინას ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომელსაც თან სურათიც ახლავს.

ტევესმა საავადმყოფოში ფეხბურთელი მოინახულა, რომელსაც ფეხი მოსტეხა (ფოტო)

“ბოკა ხუნიორსის” თავდამსხმელმა პირადად მოუხადა ბოდიში “არგენტინოს ხუნიორსის” 21 წლის ნახევარმცველ ესეკიელ ამს, რომელსაც არგენტინის ჩემპიონატის 25-ე ტურში გამართულ მატჩში ფეხი მოსტეხა.

31 წლის ფორვარდი ახალგაზრდა ფეხბურთელს საავადმყოფოში ეწვია. ხვალ ამს მეორე ოპერაცია უნდა გაუკეთონ.

“მადლობა კარლიტოს ჩემი მონახულებისთვის”, – დაწერა სოციალურ ქსელში ამმა.

Ham - Tevez

 

ტევესმა მეტოქეს ფეხი მოსტეხა (ვიდეო)

არგენტინის ჩემპიონატის 25-ე ტურში “ბოკა ხუნიორსის” თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა “არგენტინოს ხუნიორსის” ნახევარმცველ ესეკიელ ამს ფეხი მოსტეხა.

ინციდენტი შეხვედრის 76-ე წუთზე მოხდა. ამ დროს ტევესს უკვე ჰქონდა მიღებული ყვითელი ბარათი. მთავარმა არბიტრმა არგენტინელ თავდამსხმელს ამ ეპიზოდში გაფრთხილებაც კი არ მისცა.

მატჩი “ბოკა ხუნიორსმა” ანგარიშით 3:1 მოიგო, ტევესმა კი დუბლი შეასრულა.

გთავაზობთ ამ საზარელი ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

გაფრთხილება: ვიდეოს ნახვა 18 წლამდე და სუსტი ნერვების მქონე პირებისთვის არ არის რეკომენდირებული.

 

როგორი საჩუქარი გაუკეთა კარლოს ტევესმა მოედანზე შესულ გულშემატკივარს (ვიდეო)

20 აგვისტოს, არგენტინის თასზე, “გუარანიმ” საკუთარ მოედანზე “ბოკა ხუნიორსი” მიიღო და ანგარიშით 0:4 დამარცხდა.

მატჩის მიმდინარეობისას, მოედანზე გულშემატკივარი შეიჭრა, რომელსაც კარლოს ტევესმა მაისური აჩუქა.

კარლოს ტევესს პირდაპირ ეთერში ცრემლები წამოუვიდა (ვიდეო)

“ბოკა ხუნიორსის” თავდამსხმელი კარლოს ტევესი ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში მიიწვიეს, სადაც მან საინტერესო ამბავი მოყვა.

ტევესის თქმით, როცა ის მშობლიურ ქალაქში ბრუნდება, მას იქ ძველი მეგობრები ხვდებიან, მათ შორის უმეტესობა კი უმუშევარია. მიუხედავად ამისა, მეგობრები ტევესს ფულს არაფერში ახდევინებენ და ცდილობენ, მას სრული კომფორტი შეუქმნან.

“იუვენტუსის” ყოფილმა ფეხბურთელმა ცრემლები ვერ შეიკავა:

კარლოს ტევესმა “ბოკაში” დაბრუნების შემდეგ მეორე გოლი გაიტანა (ვიდეო)

3 აგვისტოს, არგენტინის ჩემპიონატში “ბოკა ხუნიორსმა” საკუთარ მოედანზე “სანტა ფე” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 3:4 დამარცხდა.

მატჩის 46-ე წუთზე, მასპინძელთა თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა მეტოქის კარი დალაშქრა და ანგარიში 2:2 გახადა.

კარლოს ტევესმა “ბოკა ხუნიორსში” დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)

30 ივლისს, არგენტინის ჩემპიონატში, “ბოკა ხუნიორსმა” საკუთარ მოედანზე “ბანფილდი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

მატჩის 58-ე წუთზე, “ბოკა ხუნიორსში” დაბრუნებულმა კარლოს ტევესმა პირველი გოლი გაიტანა.

Boca Juniors vs Banfield # Carlos Tevez Super Free KickJoin Us Football For Ȅνer ♥’WebSite : Www.Foot4Ever.Com

Posted by Football For Ȅνer on Wednesday, 29 July 2015