ფელიპე მელო: “ფეხბურთი რომ არა, მკვლელი გამოვიდოდი”

მილანური “ინტერის” ნახევარმცველმა, ფელიპე მელომ აღიარა, რომ ცხოვრების საწყის წლებში მას “ცუდი ხალხის” გარემოცვაში უწევდა ცხოვრება, რამაც მიდრეკილება გამოუმუშავა დანაშაულისაკენ და რომ არა ფეხბურთი, ის მკვლელი გახდებოდა.

“ხშირად მამაჩემს ორ ცვლაში უწევდა მუშაობა, მე კი ამ ყველაფრის გამო მრავალი რამ დავთმე. მხოლოდ ახლა ვაანალიზებ, თუ როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება ამდენ რამეზე რომ არ მეთქვა უარი. იქ არ ვიქნებოდი, სადაც ეხლა ვარ.

მამაჩემი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ასევე დიდ მნიშვნელოვას ვანიჭებ ჩემს ცოლსა და ბავშვებს. თუმცა, ჩემთვის პირველი ღმერთია და შემდეგ მოდის ოჯახი.

მე ერთ-ერთ ყველაზე საშიშ რაიონში გავიზარდე, სადაც მრავლად იყო ნარკოტიკი და იარაღი. ზოგჯერ, როცა ვარჯიშიდან შინ ვბრუნდებოდი ვიგებდი, რომ რომელიმე ჩემი მეგობარი მოეკლათ. არჩევანი ფეხბურთსა და მაფიას შორის უნდა გამეკეთებინა. ფეხბურთი რომ არა, მკვლელი გამოვიდოდი.”

ფელიპე მელო: „იუვენტუსში“ გადასვლა შეცდომა იყო“

„ინტერის“ ნახევარმცველი ფელიპე მელო 2009 წელს „ფიორენტინადან“ „იუვენტუსში“ ტრანსფერს ნანობს.

„ინტერის“ შემადგენლობაში თამაში ჯერ კიდევ შვიდი წლის წინ შემეძლო. ვიცი, რომ ჟოზე მოურინიოს ჩემი დამატება სურდა და ამ გუნდში გადასვლა მეც მინდოდა. საბოლოოდ, ჯერ „ფიორენტინაში“, შემდეგ კი „იუვენტუსში“ აღვმოჩნდი.

ღმერთს მაინც სურდა, რომ „ინტერის“ ფეხბურთელი გავმხდარიყავი, ამიტომაც ახლა აქ ვარ. „იუვეში“ ტრანსფერი შეცდომა იყო, სჯობდა, „ინტერში“ მეთამაშა, მაშინ ერთ სეზონში სამ სხვადასხვა ტიტულს მოვიგებდი“, – განაცხადა ბრაზილიელმა.

ფელიპე მელო: „ოცნება ამისრულდა“

მილანის „ინტერის“ ახალწვეულმა ფელიპე მელომ თავისი ტრანსფერი ასრულებულ ოცნებად მოიხსენია. „გალათასარაის“ ყოფილი ნახევარმცველის იტალიაში დაბრუნების შესახებ მთელი ზაფხულის განმავლობაში იწერებოდა, თუმცა 32 წლის ბრაზილიელმა 13 აგვისტოს თურქულ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე გაახანგრძლივა. ამის მიუხედავად, რობერტო მანჩინის გუნდმა ბრაზილიელის გადაბირება მაინც შეძლო.

„უფალს ამ შესაძლებლობისთვის მადლობას ვუხდი. ჩემზე და „ინტერზე“ არა თვეების, არამედ წლების განმავლობაში საუბრობდნენ. „ინტერში“ ტრანსფერი ოცნებაა, რომელიც რეალობად მექცა. მანჩინისთან ერთად „გალათსარაიში“ ვიგებდით. ის ნამდვილი მებრძოლია, ასეთ ადამიანთან მუშაობა ყოველთვის სასიამოვნოა“, – თვლის მელო.

ფელიპე მელო იტალიაში ბრუნდება

თურქული „გალათასარაის“ ნახევარმცველი ფელიპე მელო, შესაძლოა, იტალიის სერია ა-ში დაბრუნდეს. ბრაზილიელი შუახაზელის დამატებას „ინტერის“ ხელმძღვანელობა გეგმავს.

Football-Italia-ს ინფორმაციით, სამხრეთ ამერიკელმა „ნერაძურისთან“ კონტრაქტის დეტალების შეთანხმება მოასწრო. სავარაუდოდ, მხარეები ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებენ, ფეხბურთელის ხელფასი ერთ სეზონში 3,1 მილიონ ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ 2008/09 წლების სეზონში მელო „ფიორენტინაში“ თამაშობდა, რის შემდეგაც „იუვენტუსში“ გადაბარგდა, სადაც 2011 წლამდე გამოდიოდა.

 

მელო “ინტერს” შეუთანხმდა

ბრაზილიელი ნახევარმცველი თურქეთს ტოვებს.

პრესის ინფორმაციით, 32 წლის შუახაზელი მილანურ გუნდს პირადი კონტრაქტის თაობაზე შეუთანხმდა და “გალათასარაის” დატოვებს.

მელომ “ინტერთან” ხელი ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერა და წელიწადში 3.1 მილიონს მიიღებს.

ფელიპე მელო “გალათასარაის” ღირსებას 2011 წლიდან იცავს და სამჯერ მოიგო ადგილობრივი ჩემპიონატი. მანამდე იგი სერია ა-ში “იუვენტუსში” და “ფიორენტინაში” გამოდიოდა. ნათამაშები აქ ეროვნულ ნაკრებშიც.

ფელიპე მელო, შესაძლოა, ჯანო ანანიძის თანაგუნდელი გახდეს

„გალათასარაის“ ნახევარმცველმა ფელიპე მელომ, შესაძლოა, კარიერა იტალიაში, რუსეთში ან ესპანეთში გააგრძელოს.

აქამდე ევროპული პრესა მელოსადმი „ინტერის“ მხრიდან ინერესის შესახებ წერდა. აღსანიშნავია, რომ დღეს ფეხბურთელის აგეტნტი მილანსაც ეწვია.

გარდა ამისა, 31 წლის შუახაზელთან დაკავშირებით „გალათასარაის“ წინადადებით მოსკოვის „სპარტაკმა“ და „სევილიამაც“ მიმართეს.

“სევილია” მელოთი დაინტერესდა

ევროპალიგის გამარჯვებული “სევილია”, შესაძლოა “გალათასარაის” მოთამაშით გაძლიერდეს.

სტევან მბიას “ტრაბზონსპორში” გადასვლის შემდეგ ანდალუსიურმა კლუბმა საყრდენის ძებნა დაიწყო.

AS-ის ცნობით, უნაი ემერისთვის პრიორიტეტული ვარიანტი ფელიპე მელოა, რომელსაც თურქეთიდან წასვლა სურს.

31 წლის ბრაზილიელს “გალასთან” კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს.

ფელიპე მელოს გოლის აღნიშვნა, რომელიც უნდა ნახოთ

18 ოქტომბერს, თურქეთის ჩემპიონატში, “გალათასარაისა” და “ფენერბახჩეს” შორის გამართული მატჩის (2:1) მიმდინარეობისას კამერებმა საკმაოდ სახალისო კადრი დააფიქსირეს.

ფელიპე მელომ გამარჯვება უცნაურად აღნიშნა

22 თებერვალს, თურქეთის ჩემპიონატში, “გალათასარაიმ” “ბეშიქთაშს” ანგარიშით 2:0 მოუგო, ხოლო ფელიპე მელომ გამარჯვება საკმაოდ უცნაურად აღნიშნა.