ლიოვი: “ბრავო “პენალტების მკვლელია” – არ გვინდა საქმე თერთმეტმეტრიანებამდე მივიდეს”

დღეს სანკტ-პეტერბურგში, “სტადიონ კრესტოვსკიზე” კონფედერაციის თასის ფინალი შედგება. ერთმანეთს ჩილესა და გერმანიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

შეხვედრის წინ გერმანელთა მთავარა მწვრთნელმა, იოჰიმ ლიოვმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ჩილეს შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ გატანა. პორტუგალიის წინააღმდეგ ისინი უშეცდომოები იყვნენ. კლაუდიო ბრავო მათ ძალიან დაეხმარათ. ის “პენალტების მკვლელია”. ჩვენც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს. არ გვინდა, საქმე თერთმეტმეტრიანებამდე მივიდეს, თუმცა არც ამის გვეშინია.”

“ჩვენ ამ ტიტულის მოგებით შეგვიძლია, რომ ქვეყანის მოსახელობა ეიფორიაში ჩავაგდოთ და დიდი ზეიმი მოვაწყოთ. თუმცა, წინ უნდა ვიყუროთ და ემოციებს ზედმეტად არ უნდა ავყვეთ. ერთ წელში მსოფლიოს ჩემპიონატია, სადაც შესაძლოა, ისეთი ფეხბურთელების წინააღმდეგ ვითამაშოთ, როგორებიც ლიონელ მესი ან კრიშიტიანუ რონალდუა. მუნდიალი ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევაა. შენ მხოლოდ შვიდი შეხვედრა გაქვს ჩასატარებელი,სადაც მაქსიმალურად უნდა დაიხარჯო და წამითაც არ დანებდე. წინ კიდევ 12 თვე გვაქვს და ევროპის ჩემპიონატისა და კონფედერაციის თასის შედეგები ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მუნდიალზე ჩვენს მომავალ შედეგზე,” – განაცხადა ლიოვმა.

ლიოვი: “ვიცით, რომ საქართველოს ნაკრები უნდა დავამარცხოთ”

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი აცხადებს, რომ “ბუნდესნაკრებმა” ქართველებს აუცილებლად უნდა მოუგოს.

შეგახსენებთ, რომ 25 მარტს, გერმანია ამხანაგურ შეხვედრაში ავსტრალიას დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა.

“პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, მაგრამ მეორე ნახევარში ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ. გოლის გატანის შანსები გვქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. რაც შეეხება მომდევნო მატჩს, ვიცით, რომ საქართველოს ნაკრები უნდა დავამარცხოთ”, – ამბობს ლიოვი.

გერმანიის ნაკრების 7 ფეხბურთელი ავად გახდა

გერმანის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა დაადასტურა, რომ მისი გუნდის შვიდი ფეხბურთელი 1/4-ფინალური მატჩის წინ გრიპით დაავადდა.

“ჩვენი შვიდ ფეხბურთელს გრიპი აქვს. სასტუმროს ნომრებში მძლავრად არის ჩართული კონდინციონერები. გარდა ამისა, ბევრს დავფრინავთ და ყველგან ჰაერის განსხვავებული ტემპერატურა გვხვდება. თუმცა, სიტუაციის დამძიმება არ მინდა. იმედი მაქვს, მატჩისთვის ისინი მწყობრში იქნებიან” – განაცხადა ლიოვმა.

შეგახენებთ, რომ 1/4 ფინალური შეხვედრა გერმანიასა და საფრანგეთს შორის ხვალ, თბილისის დროით 20:00 საათზე აიღებს სტარტს.

ლიოვი: “ჩემი ფეხბურთელები დაიღალნენ”

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი აცხადებს, რომ განის ნაკრებთან მატჩში მისი ფეხბურთელები დაიღალნენ.

“ჩემი ფეხბურთელები წარმოუდგენლად დაიღალნენ. მატჩის მეორე ნახევარი განსაკუთრებით სწრაფ ტემპში წარიმართა, გერმანელები ბოლომდე დაიხარჯნენ. ჩვენ შემტევი სტილის გუნდი გვყავს, მაგრამ გამოჩნდა, რომ ყოველთვის შეტევა სასარგებლო არ არის, რადგან დიდი შანსია, დაისაჯო”, – ამბობს ლიოვი.

ლიოვი: “გიბრალტართან შეხვედრას დიდი ინტერესით ველი”

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა ეურო 2016 საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შეაფასა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს და გერმანიის გუნდების გარდა D ჯგუფში შოტლანდია, ირლანდია, პოლონეთის და გიბრალტარიც იასპარეზებენ.

“საკმაოდ საინტერესო ჯგუფია, რომელშიც გამოკვეთილად ძლიერი გუნდი არ არის და ყველა მეტოქე რთულია. ბუნდესლიგაში ბევრი პოლონელი ფეხუბურთელია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ნაკრებიც საკმაოდ მაღალი კლასის არის. ირლანკიასა და შოტლანდიაში კი ყოველთვის რთულია წარმატებულად ასპარეზობა. იგივეს ვიტყოდი სხვა გუნდებზეც.

გიბრალტარსა და მის მოთამაშეებზე ბერი რამა რ ვიცი. დბიუტანტთან შეხვედრას დიდი ინტერესით ველი” – განაცხადა ლიოვმა.

ლიოვი: “გერმანიის ნაკრების მიზანი ყოველთვის პირველი ადგილია”

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოჰიმ ლიოვმა განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში მისი გუნდის მიზანი პირველი ადგილი იქნება.

“ჩვენი მიზანი ნებისმიერ შემთხვევაში პირველი ადგილი იქნება. არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ შეგვხვდება” – განაცხადა ლიოვმა.

შეგახსენებთ, რომ წილისყრა დღეს, ქალაქ ნიონში თბილისის დროით 15 საათზე გაიმართება.