პრემიერ ლიგის პირველივე ტურში, ლონდონის “ტოტენჰემთან” მატჩში მიღებული წითელი ბარათის შემდეგ, ჯონჯო შელვიმ აღიარა, რომ საკუთარი ემოციების კონტროლი დღემდე უჭირს.
“ზოგჯერ პატარა რაღაცაც მაბრაზებს, იოლად ვგიჟდები. საფეხბურთო მოედანზე მსგავსი რამ გამოუსადეგარია, უბრალოდ უნდა მოვკეტო და ჩემი საქმე ვაკეთო.
გასულ წელს, მას შემდეგ რაც, “ფორესტთან” გამართულ მატჩში გამაძევეს, ფსიქოლოგთან დავიწყე სიარული, რაც ძალიან მეხმარებოდა. მას შემდეგ, მსგავსი ინციდენტი არ მომხდარა, დღემდე.
ეს პრობლემა დღესაც არსებობს და მე კვლავ ვმუშაობ მასთან. მოედანზე თავი აღარ უნდა დავკარგო,” – აცხადებს “ნიუკასლის” ფეხბურთელი.